სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს" - ბიოლოგის რეკომენდაციები კრაზანების დაკბენისგან თავის დასაცავად
"გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს" - ბიოლოგის რეკომენდაციები კრაზანების დაკბენისგან თავის დასაცავად

ბოლო პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნე­ბის კრა­ზა­ნე­ბი­სა­გან დაკ­ბე­ნი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვილ­მა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს მი­ა­წო­და მა­სა­ლა "ფრთხი­ლად, კრა­ზა­ნე­ბი", რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კრა­ზა­ნე­ბის­გან და მათი დაკ­ბე­ნის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად:

"და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკა­ნას­ნე­ლი ორი წლის მან­ძილ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა კრა­ზა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბა. 2018 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ ლ. ბა­ლიშ­ვილ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ­მა კრა­ზა­ნამ მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა 60 სკა ფუტ­კა­რი სოფ. ქვა­ყუ­დე­ში (ყო­ფი­ლი გო­რო­ვა­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი). ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რის, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ევ­რო­პუ­ლი დიდი კრა­ზა­ნის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ და მათ­გან დაკ­ბე­ნის შე­დე­გად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მოშ­ლით ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა­ზეც.

კრა­ზა­ნე­ბის­გან დაკ­ბე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა წარ­სულ­შიც იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში (ვ. სტე­ფა­ნიშ­ვი­ლი). ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის („ქეა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­კა­სი­ა­ში“) და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა ცხად­ყო, რომ კრა­ზა­ნე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა საგ­რძნობ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ზღვის­პი­რა რა­ი­ო­ნებ­ში (აბა­შა, სე­ნა­კი, ხობი, ზუგ­დი­დი) სა­მა­გი­ე­როდ, მათი პო­პუ­ლა­ცია ძლი­ე­რაა მო­მა­ტე­ბუ­ლი სა­მეგ­რე­ლოს სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და იმე­რე­თის მთის­წი­ნებ­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წელ­საც და­ფიქ­სირ­და ონა­ვა­რას (გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნა) დაკ­ბე­ნის შემ­დგომ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნე­ბი­დან კრა­ზა­ნე­ბის მიგ­რა­ცია მოხ­და მის მო­მიჯ­ნა­ვე წინა მთებ­ში. მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნის მა­სობ­რი­ვი გამ­რავ­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში, თბი­ლის­შიც, ძვე­ლი იპოდ­რო­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი ფრე­ნის მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი კრა­ზა­ნე­ბის (Vespoidae) ოჯა­ხის სამი სა­ხე­ო­ბა:

  1. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი (Vespula vulgaris)
  2. გერ­მა­ნუ­ლი (V. germanica)
  3. ონა­ვა­რა, იგი­ვე ევ­რო­პუ­ლი დიდი კრა­ზა­ნა (Vespa crabro)

მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შემ­დე­გი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი:

  • ფრთე­ბი რო­გორც მთე­ლი რი­გის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიფ­რი­ფა­ნა და გამჭვირ­ვა­ლეა
  • წინა ორი წყვი­ლი ფრთა, მოს­ვე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სიგ­რძი­ვად ორა­დაა გა­კე­ცი­ლი. ისი­ნი სრუ­ლი და­ძარ­ღვით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან
  • ულ­ვა­შე­ბი და­მუხ­ლუ­ლი აქვს
  • პირი მღრღნე­ლი ტი­პი­საა
  • წინა მკერ­დის უკა­ნა ნა­პი­რი ამოჭ­რი­ლია და გა­და­წო­ლი­ლია შუა მკერ­დზე. მისი გვერ­დი­თი ნა­პი­რე­ბი გრძე­ლია და არ ქმნი­ან მხრის ბორ­ცვებს
  • მუ­ცე­ლი კი­დუ­ლი ან ღე­რა­კი­სე­ბუ­რია

კრა­ზა­ნე­ბი მორ­ფო­ლო­გი­უ­რად აშ­კა­რად გან­სხვავ­დე­ბი­ან მას­თან ახლო მდგომ ფუტკრე­ბი­სა და ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­სა­გა­ნაც, მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კი­დუ­ლი მუც­ლით და მყვი­რა­ლა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბით. კრა­ზა­ნე­ბის ნეს­ტა­რიც გან­სხვავ­დე­ბა ფუტკრის ნესტრი­სა­გან. იგი გლუ­ვია, ყო­ველ­გვა­რი ნაჭ­დე­ვე­ბის გა­რე­შე და დაკ­ბე­ნის შემ­დგომ ად­ვი­ლად ამო­დის თბილ­სის­ხლი­ა­ნე­ბის კა­ნი­დან.

ფუტკრის ნეს­ტა­რი კი ნაჭ­დე­ვე­ბი­ა­ნია, რის გა­მოც მას უკან ამოძ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ეძ­ლე­ვა. იგი შხა­მის გა­მომ­ყოფ ჯირ­კვალ­თან ერ­თად ამო­იგ­ლი­ჯე­ბა მუც­ლის ბო­ლო­დან და და­ნესტრილ ქსო­ვილ­ში რჩე­ბა, ისე, რომ თა­ნა­მო­ყო­ლი­ლი კუნ­თე­ბი გა­ნაგ­რობს ამ ჯირ­კვალ­ზე ზე­წო­ლას და შხა­მის გა­მო­ყო­ფას. ამ­დე­ნად ფუტკრის ნაკ­ბენ­ზე და­ნის პი­რის გა­დას­მა და ნესტრის ამო­ღე­ბა ამ­ცი­რებს ნაკ­ბენ­ში შხა­მის ჩაღ­ვრას, ხოლო თვით ნესტრის ნაკ­ბენ­ში ჩარ­ჩე­ნა სა­ბო­ლო­ოდ იწ­ვევს ფუტკრის და­ღუპ­ვას. ფუტკრის­გან გან­სხვა­ვე­ბით კრა­ზა­ნას შე­უძ­ლია რამ­დენ­ჯერ­მე დაკბი­ნოს ადა­მი­ა­ნი და თვი­თონ უვ­ნე­ბე­ლი დარ­ჩეს.

სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბის კრა­ზა­ნა იკ­ვე­ბე­ბა ყვა­ვი­ლე­ბის მტვრი­თა და ნექ­ტა­რით, მწი­ფე ნა­ყო­ფე­ბით, მწე­რე­ბით, ასე­ვე მათი მატ­ლე­ბით, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს სხვა მწე­რე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ა­ში. ამ საქ­მე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ როლს ონა­ვა­რა (დიდი/გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნა) ას­რუ­ლებს, თუმ­ცა ამა­ვე დროს მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ ზა­რალს აყე­ნებს მე­ფუტკრე­ო­ბას.

კრა­ზა­ნა კლავს ფუტ­კარს, იწოვს ფუტკრი­დან ნექ­ტარს, მკვდა­რი ფუტ­კა­რი მი­აქვს ბუ­დე­ში და კვე­ბავს ბარ­ტყებს. კრა­ზა­ნე­ბი ძარ­ცვა­ვენ ფუტკრე­ბის და­სუს­ტე­ბულ ოჯა­ხებს. ისი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად აზი­ა­ნე­ბენ სიმ­წი­ფე­ში შე­სულ ნა­ყოფს (ხილი, ყუ­რძე­ბი,). ღრღნი­ან ახალ­გაზ­რდა მცე­ნა­რე­ებს. ხის ნაღ­რღნი ფქვი­ლის შე­წე­ბე­ბით მი­ი­ღე­ბა ქა­ღალ­დის მსგავ­სი მასა, რო­მე­ლი­თაც აკე­თე­ბენ ფი­ჭი­სე­ბურ ბუ­დე­ებს. ბუ­დე­ე­ბი ექ­ვსკუ­თხე­დია, მას­ში დე­ბენ კვერ­ცხს და გა­მოჰ­ყავთ მატ­ლი.

ბუ­დეს კრა­ზა­ნე­ბი აგე­ბენ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სხვენ­ში, აივ­ნე­ბის კუ­თხე­ებ­ში, ში­ფე­რის ან ფიც­რის/ფა­ნე­რის გა­და­ხურ­ვე­ბის ქვეშ. ტყე­ში ბუ­დე­ებს აკე­თე­ბენ ხექ­ცე­უ­ლებ­სა და ზეხ­მე­ლებ­ში, და­ფუ­ტუ­რო­ე­ბულ კუნ­ძებ­ში, ფუ­ღუ­რო­ებ­ში, მი­წა­ში.

ონა­ვა­რას (ევ­რო­პუ­ლი კრა­ზა­ნა (Vespa crabro)) ბუდე ჩვე­უ­ლებ­რივ რამ­დე­ნი­მე ია­რუ­სა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ქა­ღალ­დის ბურთს ან ქვის ლოდსა ჰგავს. ზო­მით ხში­რად ფეხ­ბურ­თის ბურ­თის ზო­მი­საა, მაგ­რამ ძლი­ერ კო­ლო­ნი­ებ­ში იგი შე­იძ­ლე­ბა 1 მ-ზე მეტი სი­მაღ­ლი­საც იყოს. ონა­ვა­რას ოჯა­ხი დედ­ლე­ბის, მამ­ლე­ბის და მუშა კრა­ზა­ნე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა. გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე და ზამ­თარ­ში, მუშა და მა­მა­ლი კრა­ზა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. სხვა­დას­ხვა ყინ­ვის­გან და­ცულ ად­გი­ლებ­ში იზამ­თრე­ბენ მხო­ლოდ მდედ­რი კრა­ზა­ნე­ბი.

გა­ზა­ფხულ­ზე, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, იწყე­ბენ ბუ­დის შე­ნე­ბას და კვერ­ცხდე­ბას. უკვე ზა­ფხულ­ში გა­მო­ჩე­კი­ლი დედ­ლე­ბი ე.წ. დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან. აკე­თე­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბელ ბუ­დეს და იწყე­ბენ ახა­ლი კო­ლო­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბას, რა დრო­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა მათი რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ კრა­ზა­ნე­ბი და მით უმე­ტეს გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­გა­მო­დე­ბით იცა­ვენ ბუ­დეს და კვე­ბის ად­გი­ლებს.

არის მო­საზ­რე­ბა, რომ კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ზღვის­პი­რა რა­ი­ო­ნე­ბი­დან, კრა­ზა­ნე­ბის სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მიგ­რა­ცი­ის გამ­შვე­ბი მე­ქა­ნიზ­მი აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას (Halyomorfa halys) წი­ნა­აღ­მდეგ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბის ტო­ტა­ლუ­რი შეს­ხუ­რე­ბა (დე­ზინ­სექ­ცია) იყოს. კერ­ძოდ, კრა­ზა­ნე­ბი და­აფრ­თხო სა­დე­ზინ­დექ­ცი­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა პრე­პა­რა­ტებ­მა, რის გა­მოც მათი რი­ცხოვ­ნე­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთის­წი­ნებ­ში, ანუ ნის­ლით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი მათ­თვის "სა­ცხოვ­რებ­ლად“ მი­უ­ღე­ბე­ლი გა­ხა­და და მათ და­ი­წყეს გან­სახ­ლე­ბა (მიგ­რა­ცია) სუფ­თა, შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი ტექ­ნი­კი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად მი­სად­გომ და დე­ზინ­სექ­ცია ჩა­უ­ტა­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში.

სა­ვა­რა­უ­დოდ, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ ასე­ვე შე­უ­წყო ხელი გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლა­სა და თბი­ლის­ში ადაპ­ტი­რე­ბა/გამ­რავ­ლე­ბის პრო­ცესს. რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ზრდის კრა­ზა­ნე­ბის მიერ მო­სახ­ლე­ო­ბის დაკ­ბე­ნის რისკს.

ჩვე­უ­ლებ­რივ კრა­ზა­ნას, გი­გან­ტუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით გარ­და იმი­სა, რომ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის შხა­მი აქვს, ასე­ვე აქვს ძალ­ზედ მოკ­ლე ნეს­ტა­რი, რო­მე­ლიც და­ნესტრი­სას ხე­ლე­ბის და­კოჟ­რილ კან­ში ვერ აღ­წევს. გი­გან­ტურ კრა­ზა­ნას ფუტ­კარ­თან შე­და­რე­ბით ხუთ­ჯერ მეტი შხა­მი აქვს, რის გა­მოც მისი და­ნესტვრა ადა­მი­ან­ში სე­რი­ო­ზულ და მტკივ­ნე­ულ და­სი­ე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. არის მო­საზ­რე­ბა, რომ ევ­რო­პუ­ლი კრა­ზა­ნას (ონა­ვა­რა) მიერ ადა­მი­ა­ნის ერ­თდრო­უ­ლად სამ­ჯერ და­ნესტრი­სას შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დად­გეს.

და­ნესტრილ ადა­მინს, თუ აღე­ნიშ­ნე­ბა ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი (პირ­ში ე.წ. მე­ტა­ლის გემო, გო­ნე­ბის და­კარ­გვა, წნე­ვის მკეთ­რად და­ცე­მა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა და სხვა) პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თა­ვი­დან აცი­ლე­ბულ იქ­ნას ანა­ფი­ლო­ქ­სი­უ­რი შო­კის გან­ვი­თა­რე­ბა. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ე­ნე­ბით ვე­ნა­ში/კუნთში უნდა გა­კეთ­დეს ად­რე­ნა­ლი­ნი (ან ანა­ლო­გი). დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ, ყო­ველ­თვის არაა ეფექ­ტუ­რი.

სუპ­რას­ტი­ნის აბე­ბის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დაკ­ბე­ნის შემ­დგომ მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი ალერ­გი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას. ამა­თან ერ­თად, ჭრი­ლო­ბა­ში ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რის პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნაკ­ბე­ნი ად­გი­ლის ან­ტი­სეპ­ტი­კით და­მუ­შა­ვე­ბა.

კრა­ზა­ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას დაკ­ბე­ნის პრე­ვენ­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სად არა­სა­სურ­ვე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­გან თავ­და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ყვე­ლა ხელ­მი­სა­წდო­მი მე­თო­დით. თუ არ არის ხან­ძრის გა­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა, ეფექ­ტუ­რია ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი, ღა­მით ჩი­რაღ­დნე­ბით ბუ­დის გა­მოწ­ვა. კრა­ზა­ნე­ბი სიბ­ნე­ლე­ში მიფ­რი­ნა­ვენ ცე­ცხლის­კენ, ეწ­ვე­ბათ ფრთე­ბი და ვე­ღარ ფრე­ნენ, თუმ­ცა ფრთებ­დამ­წვა­რი კრა­ზა­ნე­ბის კბე­ნის­გან თავ­და­სა­ცა­ვად მა­ინც სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

შე­იძ­ლე­ბა მათი გა­ნად­გუ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბით, სას­ხუ­რებ­ლის ძლი­ე­რი ჭავ­ლით. სინ­თე­ზუ­რი პი­რეტ­რო­ი­დე­ბის ან ნე­ო­ნი­კო­ი­ტო­დე­ბის ან/და მათი ნა­რე­ვე­ბის გა­ა­მო­ყე­ნე­ბით (ალ­პა­კი, ალ­პგო­რი, ან­ტი­გო, აქ­ტა­რა, აცე, ბესტ-ალფა, ბინ­გო, დელ­ტატ­რი­ნი, ზონ­დე­რი, ტალ­სტა­რი და სხვა). ძალ­ზედ ეფექ­ტუ­რია სა­ფუტკრე­ებ­ში და სახ­ლებ­შიც მარ­ტი­ვი ტი­პის მი­სა­ტყუ­ა­რი მწერმ­ჭე­რი ხა­ფან­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

თეთრ გამჭვირ­ვა­ლე პლასტმა­სის ბოთლს (1-2 ლიტ­რი­ა­ნი), მო­ა­ჭე­რით ბოთ­ლის1/3 და გად­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი თა­ვით დაბ­ლა ჩად­გით ბოთ­ლში, ან ბოთ­ლის სა­ხუ­რავ­ში გა­ა­კე­თეთ კრა­ზა­ნის სი­გა­ნის შე­სა­ტყვის ნახ­ვრე­ტი - 2-2,5 მმ. გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ თა­ვახ­დი­ლი ბოთ­ლი, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში იგი ნახ­ვრეტ­ში ვერ ეტე­ვა და ამის გამო ასე­თი მწერ­სა­ჭე­რის გა­კე­თე­ბას აზრი არ აქვს. ბოთ­ლში ჩა­ას­ხით 200-300 გ ოდ­ნავ ამ­ჟა­ვე­ბუ­ლი (ამ­ჟა­ვე­ბულს ფუტ­კა­რი არ ეტა­ნე­ბა) ტკბი­ლი სირო­ფი და დად­გით სკე­ბის სი­ახ­ლო­ვეს. კრა­ზა­ნა შეძ­ვრე­ბა ბოთ­ლში და უკან ვე­ღარ ამო­დის.

ასე­ვე ეფექ­ტუ­რია, პლასტმა­სის თვით­ნა­კეთ მი­სა­ტყუ­ე­ბელ ბოთლხა­ფან­გში ჩა­ის­ხას 0,5 ლ ლუდ­ში გახ­სნი­ლი 1-2 კოვ­ზი თაფ­ლი. კრა­ზა­ნე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ტყუ­არ ნა­რე­ვებს და­ვუ­მა­ტოთ ქლორ­პი­რიფ­სის მცი­რე დო­ზაც.

კრა­ზა­ნის ბუ­დე­ე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად გულ­დას­მით უნდა და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ სკე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 250-300 მ-იან დი­ა­მეტრზე მდე­ბა­რე მიწა, ფლა­ტე­ე­ბი, ხე­ე­ბი, ფუ­ღუ­რო­ე­ბი, ხის ანა­ხეთ­ქე­ბი, შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათი სხვე­ნი და ხის სახ­ლებ­ზე აკ­რუ­ლი ფიც­რე­ბი და ში­ფე­რე­ბი. თუ კრა­ზა­ნის ბუ­დე­ებს ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია წვრი­ლი ალის­ფე­რი/წი­თე­ლი ლენ­ტი ფრთხი­ლად შე­ა­ბათ და­ჭე­რილ კრა­ზა­ნას მკერ­დსა და მუ­ცელს შო­რის შე­ვიწ­რო­ვე­ბულ ად­გი­ლას, გა­უშ­ვათ და ამ მე­თო­დით აუ­ცი­ლებ­ლად მი­აგ­ნებთ კრა­ზა­ნე­ბის კო­ლო­ნი­ას.

ონა­ვა­რა ისე­დაც საკ­მა­ოდ დიდი ზო­მი­საა, კარ­გად ჩანს და მისი ბუ­დის მი­საგ­ნე­ბად კრა­ზა­ნა და­მა­ტე­ბით მო­ნიშ­ვნას არ სა­ჭი­რო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს" - ბიოლოგის რეკომენდაციები კრაზანების დაკბენისგან თავის დასაცავად

"გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს" - ბიოლოგის რეკომენდაციები კრაზანების დაკბენისგან თავის დასაცავად

ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო და სოციალური ქსელების საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ადამიანების კრაზანებისაგან დაკბენისა და მასთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების შესახებ.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გოდერძი გოდერძიშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაწოდა მასალა "ფრთხილად, კრაზანები", რომელშიც მითითებულია რეკომენდაციები კრაზანებისგან და მათი დაკბენისგან თავის დასაცავად:

"დასავლეთ საქართველოში, უკანასნელი ორი წლის მანძილზე შეინიშნება კრაზანების ინტენსიური გამრავლება. 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელ ლ. ბალიშვილთან ერთობლივად ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ჩვეულებრივმა კრაზანამ მთლიანად გაანადგურა 60 სკა ფუტკარი სოფ. ქვაყუდეში (ყოფილი გოროვანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი). ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საჩხერის, ჭიათურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ ტერიტორიებზე ევროპული დიდი კრაზანის გავრცელების შესახებ და მათგან დაკბენის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე მოშლით ადამიანის დაღუპვაზეც.

კრაზანებისგან დაკბენილი ადამიანების დაღუპვა წარსულშიც იყო აღნიშნული დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში (ვ. სტეფანიშვილი). ჩვენი ორგანიზაციის („ქეა საერთაშორისო კავკასიაში“) და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კრაზანების რიცხოვნობა საგრძნობლადაა შემცირებული კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებში (აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი) სამაგიეროდ, მათი პოპულაცია ძლიერაა მომატებული სამეგრელოს სხვა ტერიტორიებსა და იმერეთის მთისწინებში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა ონავარას (გიგანტური კრაზანა) დაკბენის შემდგომ ადამიანების გარდაცვალება. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რეგიონებიდან კრაზანების მიგრაცია მოხდა მის მომიჯნავე წინა მთებში. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ გიგანტური კრაზანის მასობრივი გამრავლება შეინიშნება დუშეთის რაიონის სოფლებში, თბილისშიც, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებზე, გიგანტური კრაზანის ინტენსიური ფრენის მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ცნობილია, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ნამდვილი კრაზანების (Vespoidae) ოჯახის სამი სახეობა:

  1. ჩვეულებრივი (Vespula vulgaris)
  2. გერმანული (V. germanica)
  3. ონავარა, იგივე ევროპული დიდი კრაზანა (Vespa crabro)

მათთვის დამახასიათებელია შემდეგი მორფოლოგიური თავისებურებანი:

  • ფრთები როგორც მთელი რიგისთვისაა დამახასიათებელი სიფრიფანა და გამჭვირვალეა
  • წინა ორი წყვილი ფრთა, მოსვენების მდგომარეობაში, სიგრძივად ორადაა გაკეცილი. ისინი სრული დაძარღვით ხასიათდებიან
  • ულვაშები დამუხლული აქვს
  • პირი მღრღნელი ტიპისაა
  • წინა მკერდის უკანა ნაპირი ამოჭრილია და გადაწოლილია შუა მკერდზე. მისი გვერდითი ნაპირები გრძელია და არ ქმნიან მხრის ბორცვებს
  • მუცელი კიდული ან ღერაკისებურია

კრაზანები მორფოლოგიურად აშკარად განსხვავდებიან მასთან ახლო მდგომ ფუტკრებისა და ჭიანჭველებისაგანაც, მათთვის დამახასიათებელი კიდული მუცლით და მყვირალა გამაფრთხილებელი შეფერილობით. კრაზანების ნესტარიც განსხვავდება ფუტკრის ნესტრისაგან. იგი გლუვია, ყოველგვარი ნაჭდევების გარეშე და დაკბენის შემდგომ ადვილად ამოდის თბილსისხლიანების კანიდან.

ფუტკრის ნესტარი კი ნაჭდევებიანია, რის გამოც მას უკან ამოძრობის საშუალებას არ ეძლევა. იგი შხამის გამომყოფ ჯირკვალთან ერთად ამოიგლიჯება მუცლის ბოლოდან და დანესტრილ ქსოვილში რჩება, ისე, რომ თანამოყოლილი კუნთები განაგრობს ამ ჯირკვალზე ზეწოლას და შხამის გამოყოფას. ამდენად ფუტკრის ნაკბენზე დანის პირის გადასმა და ნესტრის ამოღება ამცირებს ნაკბენში შხამის ჩაღვრას, ხოლო თვით ნესტრის ნაკბენში ჩარჩენა საბოლოოდ იწვევს ფუტკრის დაღუპვას. ფუტკრისგან განსხვავებით კრაზანას შეუძლია რამდენჯერმე დაკბინოს ადამიანი და თვითონ უვნებელი დარჩეს.

სამივე სახეობის კრაზანა იკვებება ყვავილების მტვრითა და ნექტარით, მწიფე ნაყოფებით, მწერებით, ასევე მათი მატლებით, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა მწერების რიცხოვნობის რეგულაციაში. ამ საქმეში, განსაკუთრებით დიდ როლს ონავარა (დიდი/გიგანტური კრაზანა) ასრულებს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას.

კრაზანა კლავს ფუტკარს, იწოვს ფუტკრიდან ნექტარს, მკვდარი ფუტკარი მიაქვს ბუდეში და კვებავს ბარტყებს. კრაზანები ძარცვავენ ფუტკრების დასუსტებულ ოჯახებს. ისინი სერიოზულად აზიანებენ სიმწიფეში შესულ ნაყოფს (ხილი, ყურძები,). ღრღნიან ახალგაზრდა მცენარეებს. ხის ნაღრღნი ფქვილის შეწებებით მიიღება ქაღალდის მსგავსი მასა, რომელითაც აკეთებენ ფიჭისებურ ბუდეებს. ბუდეები ექვსკუთხედია, მასში დებენ კვერცხს და გამოჰყავთ მატლი.

ბუდეს კრაზანები აგებენ შენობა-ნაგებობების სხვენში, აივნების კუთხეებში, შიფერის ან ფიცრის/ფანერის გადახურვების ქვეშ. ტყეში ბუდეებს აკეთებენ ხექცეულებსა და ზეხმელებში, დაფუტუროებულ კუნძებში, ფუღუროებში, მიწაში.

ონავარას (ევროპული კრაზანა (Vespa crabro)) ბუდე ჩვეულებრივ რამდენიმე იარუსადაა განლაგებული, რომელიც ქაღალდის ბურთს ან ქვის ლოდსა ჰგავს. ზომით ხშირად ფეხბურთის ბურთის ზომისაა, მაგრამ ძლიერ კოლონიებში იგი შეიძლება 1 მ-ზე მეტი სიმაღლისაც იყოს. ონავარას ოჯახი დედლების, მამლების და მუშა კრაზანებისაგან შედგება. გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, მუშა და მამალი კრაზანები იღუპებიან. სხვადასხვა ყინვისგან დაცულ ადგილებში იზამთრებენ მხოლოდ მდედრი კრაზანები.

გაზაფხულზე, აპრილის დასაწყისში აქტიურდებიან, იწყებენ ბუდის შენებას და კვერცხდებას. უკვე ზაფხულში გამოჩეკილი დედლები ე.წ. დამფუძნებლები არიან. აკეთებენ დამოუკიდებელ ბუდეს და იწყებენ ახალი კოლონიების დაარსებას, რა დროსაც შეინიშნება მათი რაოდენობის მკვეთრი მატება და განსაკუთრებული აქტიურობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ კრაზანები და მით უმეტეს გიგანტური კრაზანა განსაკუთრებული თავგამოდებით იცავენ ბუდეს და კვების ადგილებს.

არის მოსაზრება, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებიდან, კრაზანების სხვა ტერიტორიებზე მიგრაციის გამშვები მექანიზმი აზიური ფაროსანას (Halyomorfa halys) წინააღმდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ჩატარებული ინსექტიციდების ტოტალური შესხურება (დეზინსექცია) იყოს. კერძოდ, კრაზანები დააფრთხო სადეზინდექციოდ გამოყენებულმა პრეპარატებმა, რის გამოც მათი რიცხოვნება მკვეთრად გაიზარდა დასავლეთ საქართველოს მთისწინებში, ანუ ნისლით დამუშავებული ადგილები მათთვის "საცხოვრებლად“ მიუღებელი გახადა და მათ დაიწყეს განსახლება (მიგრაცია) სუფთა, შემასხურებელი ტექნიკისათვის ნაკლებად მისადგომ და დეზინსექცია ჩაუტარებელ ადგილებში.

სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებამ ასევე შეუწყო ხელი გიგანტური კრაზანას აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლასა და თბილისში ადაპტირება/გამრავლების პროცესს. რაც ავტომატურად ზრდის კრაზანების მიერ მოსახლეობის დაკბენის რისკს.

ჩვეულებრივ კრაზანას, გიგანტურისგან განსხვავებით გარდა იმისა, რომ მცირე რაოდენობის შხამი აქვს, ასევე აქვს ძალზედ მოკლე ნესტარი, რომელიც დანესტრისას ხელების დაკოჟრილ კანში ვერ აღწევს. გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს, რის გამოც მისი დანესტვრა ადამიანში სერიოზულ და მტკივნეულ დასიებას განაპირობებს. არის მოსაზრება, რომ ევროპული კრაზანას (ონავარა) მიერ ადამიანის ერთდროულად სამჯერ დანესტრისას შეიძლება ლეტალური გამოსავალი დადგეს.

დანესტრილ ადამინს, თუ აღენიშნება ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები (პირში ე.წ. მეტალის გემო, გონების დაკარგვა, წნევის მკეთრად დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება და სხვა) პირველ რიგში, აუცილებელია, თავიდან აცილებულ იქნას ანაფილოქსიური შოკის განვითარება. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწიენებით ვენაში/კუნთში უნდა გაკეთდეს ადრენალინი (ან ანალოგი). დექსამეტაზონი რომელსაც ადამიანები ხშირად იყენებენ, ყოველთვის არაა ეფექტური.

სუპრასტინის აბების მიღება რეკომენდებულია დაკბენის შემდგომ მსუბუქად გამოხატული ალერგიული მოვლენებისას. ამათან ერთად, ჭრილობაში ინფექციის შეჭრის პრევენციისთვის აუცილებელია ნაკბენი ადგილის ანტისეპტიკით დამუშავება.

კრაზანების დაფიქსირებისას დაკბენის პრევენციისა და შესაბამისად არასასურველი მოვლენების განვითარებისგან თავდასაცავად აუცილებელია მათი რაოდენობის შემცირება ყველა ხელმისაწდომი მეთოდით. თუ არ არის ხანძრის გაჩენის საშიშროება, ეფექტურია ტრადიციული მეთოდი, ღამით ჩირაღდნებით ბუდის გამოწვა. კრაზანები სიბნელეში მიფრინავენ ცეცხლისკენ, ეწვებათ ფრთები და ვეღარ ფრენენ, თუმცა ფრთებდამწვარი კრაზანების კბენისგან თავდასაცავად მაინც სიფრთხილეა საჭირო.

შეიძლება მათი განადგურება სხვადასხვა ქიმიური ინსექტიციდებით, სასხურებლის ძლიერი ჭავლით. სინთეზური პირეტროიდების ან ნეონიკოიტოდების ან/და მათი ნარევების გაამოყენებით (ალპაკი, ალპგორი, ანტიგო, აქტარა, აცე, ბესტ-ალფა, ბინგო, დელტატრინი, ზონდერი, ტალსტარი და სხვა). ძალზედ ეფექტურია საფუტკრეებში და სახლებშიც მარტივი ტიპის მისატყუარი მწერმჭერი ხაფანგების გამოყენება.

თეთრ გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლს (1-2 ლიტრიანი), მოაჭერით ბოთლის1/3 და გადმობრუნებული თავით დაბლა ჩადგით ბოთლში, ან ბოთლის სახურავში გააკეთეთ კრაზანის სიგანის შესატყვის ნახვრეტი - 2-2,5 მმ. გიგანტური კრაზანას წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ თავახდილი ბოთლი, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ნახვრეტში ვერ ეტევა და ამის გამო ასეთი მწერსაჭერის გაკეთებას აზრი არ აქვს. ბოთლში ჩაასხით 200-300 გ ოდნავ ამჟავებული (ამჟავებულს ფუტკარი არ ეტანება) ტკბილი სიროფი და დადგით სკების სიახლოვეს. კრაზანა შეძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის.

ასევე ეფექტურია, პლასტმასის თვითნაკეთ მისატყუებელ ბოთლხაფანგში ჩაისხას 0,5 ლ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი. კრაზანების რიცხოვნობის შესამცირებლად შეიძლება მისატყუარ ნარევებს დავუმატოთ ქლორპირიფსის მცირე დოზაც.

კრაზანის ბუდეების აღმოსაჩენად გულდასმით უნდა დავათვალიეროთ სკებიდან დაახლოებით 250-300 მ-იან დიამეტრზე მდებარე მიწა, ფლატეები, ხეები, ფუღუროები, ხის ანახეთქები, შენობა ნაგებობები, მათი სხვენი და ხის სახლებზე აკრული ფიცრები და შიფერები. თუ კრაზანის ბუდეებს ვერ აღმოვაჩინეთ, შესაძლებელია წვრილი ალისფერი/წითელი ლენტი ფრთხილად შეაბათ დაჭერილ კრაზანას მკერდსა და მუცელს შორის შევიწროვებულ ადგილას, გაუშვათ და ამ მეთოდით აუცილებლად მიაგნებთ კრაზანების კოლონიას.

ონავარა ისედაც საკმაოდ დიდი ზომისაა, კარგად ჩანს და მისი ბუდის მისაგნებად კრაზანა დამატებით მონიშვნას არ საჭიროებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ