სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იმედის" ჟურნალისტები აპროტესტებენ ფილმს აგვისტოს ომზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა
"იმედის" ჟურნალისტები აპროტესტებენ ფილმს აგვისტოს ომზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა

ტე­ლე­კომ­პა­ნია ”იმე­დის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - “ქრო­ნი­კის“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და imedinews-ის რე­დაქ­ტო­რე­ბი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთე­რით გა­სუ­ლი ფილ­მის სუ­ლის­კვე­თე­ბას არ იზი­ა­რე­ბენ, რა­საც “ფე­ის­ბუკ­ზე“ ფლეშ­მო­ბით აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

“არ ვი­ზი­ა­რებ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ ხაზს. მი­უ­ღე­ბე­ლია რუ­სე­თის ჯა­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში იძუ­ლე­ბით შე­მოჭ­რის თა­ო­ბა­ზე გა­მოთ­ქმუ­ლი ვერ­სია და ამას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ომის თე­მა­ზე ჩვენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბი ადას­ტუ­რებს!“, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის, „ქრო­ნი­კის“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს.

პრო­ტესტს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დებ­ზე გა­მო­ხა­ტა­ვენ: თე­ო­ნა გე­გე­ლია, ნანა ლეჟა­ვა, ნა­ტა­ლია მახ­ვი­ლა­ძე, ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი, ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი, ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ია, ნუცა ტრა­პა­ი­ძე, ლე­ვან კვა­ტა­ში­ძე და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი.

საქ­მე ეხე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ ეთერ­ში 11 აგ­ვის­ტოს გა­სულ ფილ­მს “ჩვენ მშვი­დო­ბით მო­ვი­გებთ სხვის და­წყე­ბულ ომს“, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნიკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

“პრო­დი­უ­სე­რი ვარ მე. ეს რე­პორ­ტა­ჟი დამ­ზად­და ჩემს მიერ, ჩემი პრო­დუ­სინ­გის ქვეშ. ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მის ავ­ტო­რებს, ფილ­მის ავ­ტო­რი არის მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბუ­ლინ­გით მოკ­ლეს იმის გამო, რომ სი­მარ­თლეს აყე­ნებ­და ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა.

ფილ­მის ავ­ტო­რი არის ის ასე­უ­ლო­ბით ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც გმი­რუ­ლად შე­ე­წი­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის ავან­ტი­უ­რას. ამ ფილ­მის ავ­ტო­რი არის დევ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან მსხვერ­პლი ამ ავან­ტი­უ­რის და ბო­ლოს, ამ ფილ­მის ავ­ტო­რი არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად იცის ყვე­ლა­ფე­რი და რო­მელ­საც 11 წელი უკ­რძა­ლავ­დნენ უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლის თქმას.

აღე­ბუ­ლი არის ის დო­კუ­მენ­ტე­ბი რო­მელ­საც ხელს აწერ­და მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც. აღე­ბუ­ლი არის ევ­რო­საბ­ჭოს დას­კვნე­ბი. ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ვინც ლა­პა­რა­კო­ბენ იმ პე­რი­ოდ­ზე და არი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"იმედის" ჟურნალისტები აპროტესტებენ ფილმს აგვისტოს ომზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა

"იმედის" ჟურნალისტები აპროტესტებენ ფილმს აგვისტოს ომზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა

ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები - “ქრონიკის“ ჟურნალისტები და imedinews-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც “ფეისბუკზე“ ფლეშმობით აპროტესტებენ.

“არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

პროტესტს ფეისბუქის პირად გვერდებზე გამოხატავენ: თეონა გეგელია, ნანა ლეჟავა, ნატალია მახვილაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, ნათია ორველაშვილი, ნანუკა ქაჯაია, ნუცა ტრაპაიძე, ლევან კვატაშიძე და სხვა ცნობილი სახეები.

საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით ფილმთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა.

“პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა.

ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას.

აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ