სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენ  არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას

მი­ვი­ღეთ ცნო­ბე­ბი, რომ რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გამ­ყო­ფი ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ სო­ფელ­ში, ეს ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას,- ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის 8 აგ­ვის­ტოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი აგ­ვის­ტოს ომის 11 წლის­თავს ეხ­მა­უ­რე­ბა და რუ­სეთს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის შეჭ­რი­დან 11 წელი გა­ვი­და. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს და დაჭ­რეს, 190 000 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი კი იძუ­ლე­ბით გა­და­ა­სახ­ლეს. ბევ­რი­სათ­ვის კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა: გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­არ­სე­ბო წყა­რო, და­შო­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი, თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, რო­მე­ლიც ჯე­რაც არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ ცნო­ბე­ბი, რომ რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გამ­ყო­ფი ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ სო­ფელ­ში. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სო­ფელს სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მა ჩა­ე­კე­ტე­ბა. ეს ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რუ­სე­თი მუდ­მი­ვად არ­ღვევს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბებს.

„რო­გორც დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც ცხად­ყოფს, რუ­სე­თი მუდ­მი­ვად არ­ღვევს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბებს. მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის შეჭ­რა და მისი ტე­რი­ტო­რი­ის ოცი პრო­ცენ­ტის ოკუ­პა­ცია წარ­მო­ად­გენს გა­ე­როს ქარ­ტი­ის, ჰელ­სინ­კის სა­ბო­ლოო აქ­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნორ­მე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, გა­ა­უქ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა”,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აშშ მო­უ­წო­დებს რუ­სეთს სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა.

„ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით, 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, მი­ი­ღოს და შე­ას­რუ­ლოს პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ცე­ცხლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ მა­ნამ­დე არ შევ­წყვეტთ მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ რუ­სე­თი არ შე­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ას.

ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ასო­ბით ათა­სი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და დევ­ნი­ლის სახ­ლში უსაფრ­თხოდ და ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას.

და ბო­ლოს, ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვდგა­ვართ და ვე­ლით იმ დღეს, რო­დე­საც ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენ  არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას

მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის 8 აგვისტოს განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირი კი იძულებით გადაასახლეს. ბევრისათვის კონფლიქტის შედეგები დღემდე გრძელდება: განადგურებული საარსებო წყარო, დაშორებული ოჯახები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და კერძო საკუთრება, რომელიც ჯერაც არ დაუბრუნებიათ. ბოლო 24 საათის განმავლობაში მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს.

„როგორც დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფს, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება”,- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს პირობა საქართველოს მიმართ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მანამდე არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.

და ბოლოს, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები