სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა - რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა
ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა - რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ­მა მომ­ღე­რალ­მა ზურა დო­ი­ჯაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო თვე­ე­ბის წინ და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და. მარ­თა­ლია, თა­ვი­დან გა­უ­ჭირ­და უცხო მხა­რე­ში ადაპ­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ახლა თავს კარ­გად გრძნობს. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რიც და­ი­წყო და ბე­ბი­ის გე­ნე­ტი­კის წყა­ლო­ბით, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ი­ღო. ხოლო, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ის დიდი სცე­ნი­დან დიდ ავი­ა­ცი­ა­ში, აპი­რებს თუ არა დაბ­რუ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა ესიზ­მრე­ბა მას ყო­ველ ღა­მით, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი: უკვე შვი­დი თვეა, ის­რა­ელ­ში ვარ. ახლა შე­ვე­გუე აქა­უ­რო­ბას, მაგ­რამ თბი­ლი­სი­დან შორს ყოფ­ნა თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ჩემს ძველ უბანს, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე და რომ­ლის ქუ­ჩებ­შიც გავ­ლა მე­ნატ­რე­ბა, ყო­ველ ღამე სიზ­მარ­ში ვხე­დავ. მარ­თა­ლია, შორს ვარ, მაგ­რამ ჩემი ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ყო­ველ ღამე დავ­დი­ვარ. მანდ და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე, დავ­ბერ­დი და ახალ გა­რე­მო­ში ადაპ­ტი­რე­ბა, ჩემს ასაკ­ში, რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ალ­ბათ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რომ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ის­რა­ელ­ში, უფრო გა­მი­ად­ვილ­დე­ბო­და მორ­გე­ბა.

– ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გქონ­და და შენი წას­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბაც იყო. ახლა რო­გორ გრძნობ თავს?

– ახლა – უკეთ, თუმ­ცა, ცოტა შა­ქა­რი მაქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი და სულ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვარ. ძა­ლი­ან ცხე­ლა და ეს ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. ექი­მებ­თან დავ­დი­ვარ და კონ­სულ­ტა­ცი­ებს მათ­გან ვი­ღებ.

– ამ­ბობ, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვარო. არა­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან ხში­რად დებ ფო­ტო­ებს ჭი­ქით ხელ­ში. რო­გორც ჩანს, ნელ-ნელა ისევ „შე­ე­პა­რე“ სას­მელს და ეს არ მოქ­მე­დებს შენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

– აქ რაც ჩა­მო­ვე­დი, იშ­ვი­ა­თად ვსვამ, თუმ­ცა, მა­ინც მი­წევს (იცი­ნის). ახ­ლა­ხან სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე აე­რო­პორ­ტში და თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რო­გორც ახალ მი­სულს, ბან­კე­ტი მო­მი­წყვეს. აი, იქ კი მო­მი­წია და­ლე­ვა, მშრა­ლად ვერ გა­მოვ­ძვრე­ბო­დი (იცი­ნის).

– ესე იგი, დიდი სცე­ნი­დან დიდ ავი­ა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლე? რას აკე­თებ ის­რა­ე­ლის აე­რო­პორ­ტში და ვინ და­გა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა?

– მე­გო­ბარ­მა და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა ის­რა­ე­ლის მთა­ვარ აე­რო­პორ­ტში და პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს­ვე, ჩა­ვიც­ვი თუ არა ფორ­მა, სელ­ფი გა­და­ვი­ღე, დავ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და და­ვა­წე­რე: "მო­მი­ლო­ცეთ აე­რო­პორ­ტის დი­რექ­ტო­რო­ბა!" რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვი­ხუმ­რე, თუმ­ცა, იმ­დე­ნი მი­ლოც­ვა მი­ვი­ღე, ჩემი უფ­რო­სო­ბა კი­ნა­ღამ მეც და­ვი­ჯე­რე (იცი­ნის)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა - რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა - რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა საქართველო თვეების წინ დატოვა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მართალია, თავიდან გაუჭირდა უცხო მხარეში ადაპტირება, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს. მეგობრების დახმარებით, სამსახურიც დაიწყო და ბებიის გენეტიკის წყალობით, ისრაელის მოქალაქეობაც მიიღო. ხოლო, როგორ აღმოჩნდა ის დიდი სცენიდან დიდ ავიაციაში, აპირებს თუ არა დაბრუნებას საქართველოში და რა ესიზმრება მას ყოველ ღამით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ზურა დოიჯაშვილი: უკვე შვიდი თვეა, ისრაელში ვარ. ახლა შევეგუე აქაურობას, მაგრამ თბილისიდან შორს ყოფნა თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემს ძველ უბანს, სადაც გავიზარდე და რომლის ქუჩებშიც გავლა მენატრება, ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ. მართალია, შორს ვარ, მაგრამ ჩემი ძველი თბილისის ქუჩებში ყოველ ღამე დავდივარ. მანდ დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და ახალ გარემოში ადაპტირება, ჩემს ასაკში, რთული აღმოჩნდა. ალბათ, ახალგაზრდობაში რომ ჩამოვსულიყავი ისრაელში, უფრო გამიადვილდებოდა მორგება.

– ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა და შენი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისრაელში მკურნალობაც იყო. ახლა როგორ გრძნობ თავს?

– ახლა – უკეთ, თუმცა, ცოტა შაქარი მაქვს მომატებული და სულ მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ძალიან ცხელა და ეს ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ექიმებთან დავდივარ და კონსულტაციებს მათგან ვიღებ.

– ამბობ, მეთვალყურეობის ქვეშ ვარო. არადა, სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად დებ ფოტოებს ჭიქით ხელში. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ისევ „შეეპარე“ სასმელს და ეს არ მოქმედებს შენს ჯანმრთელობაზე?

– აქ რაც ჩამოვედი, იშვიათად ვსვამ, თუმცა, მაინც მიწევს (იცინის). ახლახან სამსახური დავიწყე აეროპორტში და თანამშრომლებმა, როგორც ახალ მისულს, ბანკეტი მომიწყვეს. აი, იქ კი მომიწია დალევა, მშრალად ვერ გამოვძვრებოდი (იცინის).

– ესე იგი, დიდი სცენიდან დიდ ავიაციაში გადაინაცვლე? რას აკეთებ ისრაელის აეროპორტში და ვინ დაგაწყებინა მუშაობა?

– მეგობარმა დამაწყებინა მუშაობა ისრაელის მთავარ აეროპორტში და პირველ სამუშაო დღესვე, ჩავიცვი თუ არა ფორმა, სელფი გადავიღე, დავდე სოციალურ ქსელში და დავაწერე: "მომილოცეთ აეროპორტის დირექტორობა!" რასაკვირველია, ვიხუმრე, თუმცა, იმდენი მილოცვა მივიღე, ჩემი უფროსობა კინაღამ მეც დავიჯერე (იცინის)...წაიკითხეთ სრულად

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 19 345 ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია რეგიონების მიხედვით