საბჭოს მოედანზე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების შესახებ თვითმხილველები დეტალებს ჰყვებიან. მათი თქმით, ბანკი დაახლოებით 15:00 საათზე დააყაჩაღეს და შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლის ხმა 2-ჯერ გაიგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.