სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს
ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს

პარ­ტია „რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, ფი­ლო­ლო­გი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­აგ­დეს.

ამის შე­სა­ხებ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს და ვი­დე­ო­საც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ აღებს კარს მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე და ყო­ფილ დე­პუ­ტატს გა­რეთ გას­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს სი­ტყვე­ბით: "თქვე­ნის­თა­ნა ნა­ძირ­ლებს არ ვემ­სა­ხუ­რე­ბით".

"ნავ­თლუღ­ში, აგ­რო­სერ­ვი­სის მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ველ­მა თუ მე­პატ­რო­ნემ ლო­კო­კი­ნებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლი ქი­მი­კა­ტი არ მომ­ყი­და, თქვე­ნის­თა­ნა ნა­ძირ­ლებს არ ვემ­სა­ხუ­რე­ბიო. მო­სა­ლო­ცად გაქვთ საქ­მე, ამხ. ქო­ცე­ბო!" - წერს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რებ­ში ფაქტს ამაზ­რზენს უწო­დე­ბენ:

"ცუ­დად გავ­ხდი! შენ­ნა­ი­რი "ნა­ძი­რა­ლა" რამ­დე­ნი ჰყავს ნე­ტავ ამ ქვე­ყა­ნას?! მორღვე­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხი!"

"ლი­ბე­რა­ლე­ბი არ "ევა­სე­ბი­ენ"; "თა­ვად ნა­ძი­რა­ლა"; "მა­სონ­თა ლო­ჟა­ში და­გი­ნა­ხათ წინ დღით და ჯავ­რი იყა­რა"; "სამ­წუ­ხა­როა, არ მიკ­ვირს მა­გათ­გან" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს

ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს

პარტია „რესპუბლიკელების“ დამფუძნებელი, ყოფილი დეპუტატი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს.

ამის შესახებ ბერძენიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ აღებს კარს მაღაზიის მეპატრონე და ყოფილ დეპუტატს გარეთ გასვლისკენ მოუწოდებს სიტყვებით: "თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებით".

"ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში გამყიდველმა თუ მეპატრონემ ლოკოკინებთან საბრძოლველი ქიმიკატი არ მომყიდა, თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო. მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!" - წერს ბერძენიშვილი.

ყოფილი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში ფაქტს ამაზრზენს უწოდებენ:

"ცუდად გავხდი! შენნაირი "ნაძირალა" რამდენი ჰყავს ნეტავ ამ ქვეყანას?! მორღვეული ცნობიერებისა და ღირებულებების ხალხი!"

"ლიბერალები არ "ევასებიენ"; "თავად ნაძირალა"; "მასონთა ლოჟაში დაგინახათ წინ დღით და ჯავრი იყარა"; "სამწუხაროა, არ მიკვირს მაგათგან" - წერენ კომენტარებში აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.

რუსთავში ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - დაშავდა ერთი ადამიანი