სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნენსკრა ჰიდრო" - 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი დაიხარჯა
"ნენსკრა ჰიდრო" - 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი დაიხარჯა

სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ 2017 წლი­დან დღემ­დე, სვა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე 400 000-მდე დო­ლა­რი უკვე და­ხარ­ჯა, - ამის შე­სა­ხებ „ნენკრა ჰე­სის“ საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენკრა ჰიდ­რო­ში“ გა­ნა­ცხა­დეს.

რო­გორც „ნენ­სკრა ჰიდ­რო­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2017 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2019 წლის მარ­ტში კი, 3 მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი და­ი­წყო: მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტი, მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი და მძი­მე ტექ­ნი­კის ოპე­რა­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლებ­შიც სვა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თა­ვად „ნენ­სკრა ჰესი“ და კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი მათ რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის იმედს აძ­ლევს.

„ნენ­სკრა ჰიდ­როს“ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტით ისარ­გებ­ლა თა­მარ ვიბ­ლი­ა­ნის ოჯახ­მა, რო­მე­ლიც ქმარ­თან და 4 შვილ­თან ერ­თად ხე­ო­ბა­ში 25 წე­ლია ცხოვ­რობს. მისი თქმით, პრო­ექ­ტის და­წყე­ბამ ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა გა­ა­ჩი­ნა , „ნენ­სკრა ჰიდ­როს„ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რა.

„კომ­პა­ნი­ის ტრაქ­ტო­რი გა­მო­ვი­ყე­ნე, ჩემს ეზო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ქვა ეყა­რა, ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ში ვერ გა­ი­ხე­დავ­დი, ეს ქვე­ბი ამო­ი­ღეს და გა­ი­ტა­ნეს. შემ­დეგ ორ­მო­ე­ბი ამო­ავ­სეს, ამას ჩემი სახ­სრე­ბით ვე­რას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი. ასე­ვე ერთი წელი ვსწავ­ლობ­დი ინ­გლი­სურს, რო­მე­ლიც უკვე ჩემ პო­ლო­ნელ სტუმ­რებ­თან გა­მო­ვი­ყე­ნე. მე­უღ­ლე მძი­მე ტექ­ნი­კის ოპე­რა­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლობს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტში და მუ­შა­ო­ბენ, მეც მაქვს იმე­დი, რომ რო­დე­საც პრო­ექ­ტი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ვა, დავ­საქმდე­ბი “, - გან­მარ­ტავს თა­მარ ვიბ­ლი­ა­ნი.

მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტით ისარ­გებ­ლა 64 წლის ლა­მა­რა დევ­დე­რი­ან­მა. სო­ფელ ზედა მარღში მცხოვ­რე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ სო­ცი­ა­ლურ­მა პრო­ექ­ტმა მი­წის სა­კუთ­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რა. „ამ­დე­ნი წე­ლია აქ ვცხოვ­რობ და რო­დე­საც არ­ქივ­ში წა­ვე­დი სა­ერ­თოდ გამ­ქრა­ლი ვი­ყა­ვი, მი­წის აზომ­ვის პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, ნა­ხა­ზი მო­მიმ­ზა­დეს, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. ამის გარ­და ზამ­თარ­ში ტექ­ნი­კა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს და გზა გაგ­ვიკ­ვა­ლეს. აქვე პა­ტა­რა სკო­ლა გვაქვს და ძა­ლი­ან შეგ­ვი­წყო ხელი მე და ბავ­შვებს. პრო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი არ მაქვს, თუ თა­ვის მი­წა­ზე ჰესს არა­ვის აა­შე­ნე­ბი­ნებს, ელექტრო­ე­ნერ­გია სა­ი­დან მოვა? მი­წის რე­გის­ტრა­ცია სეს­ხის აღე­ბა­შიც და­მეხ­მა­რე­ბა, ყანა, ბოს­ტა­ნი მაქვს, სათ­ბურს გა­ვა­კე­თებ. შე­მიძ­ლია მო­სა­ვა­ლი გავ­ყი­დო კი­დეც“, -აცხა­დებს ლა­მა­რა დევ­დე­რი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის,“ნენ­სკრა ჰე­სის” საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ , კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცი­ის - K-Water-ისა (ინ­ვეს­ტო­რი) და სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად 2015 წელს შე­იქ­მნა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად „ნენ­სკრა ჰესს“, 280 მგვტ სიმ­ძლავ­რის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­წლი­უ­რად 1 200.00 გი­გა­ვატ.სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მო­ა­მა­რა­გებს. პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,031 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ნენსკრა ჰიდრო" - 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი დაიხარჯა

"ნენსკრა ჰიდრო" - 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი დაიხარჯა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი უკვე დახარჯა, - ამის შესახებ „ნენკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენკრა ჰიდროში“ განაცხადეს.

როგორც „ნენსკრა ჰიდროში“ განმარტავენ, სოციალური პროექტები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, განათლებისა და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, 2017 წლიდან ხორციელდება. 2019 წლის მარტში კი, 3 მასშტაბური პროექტი დაიწყო: მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი, მექანიზაციის პროექტი და მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამა, რომლებშიც სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული.

პროგრამის ბენეფიციარები აცხადებენ, რომ თავად „ნენსკრა ჰესი“ და კომპანიის სოციალური პროექტები მათ რეგიონის განვითარების იმედს აძლევს.

„ნენსკრა ჰიდროს“ ყველა სოციალური პროექტით ისარგებლა თამარ ვიბლიანის ოჯახმა, რომელიც ქმართან და 4 შვილთან ერთად ხეობაში 25 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, პროექტის დაწყებამ ხეობაში განვითარების პერსპექტივა გააჩინა , „ნენსკრა ჰიდროს„ სოციალური პროექტები კი მნიშვნელოვნად დაეხმარა.

„კომპანიის ტრაქტორი გამოვიყენე, ჩემს ეზოში ძალიან ბევრი ქვა ეყარა, ერთი ბოლოდან მეორეში ვერ გაიხედავდი, ეს ქვები ამოიღეს და გაიტანეს. შემდეგ ორმოები ამოავსეს, ამას ჩემი სახსრებით ვერასდროს გავაკეთებდი. ასევე ერთი წელი ვსწავლობდი ინგლისურს, რომელიც უკვე ჩემ პოლონელ სტუმრებთან გამოვიყენე. მეუღლე მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამაზე სწავლობს. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული პროექტში და მუშაობენ, მეც მაქვს იმედი, რომ როდესაც პროექტი აქტიურ ფაზაში გადავა, დავსაქმდები “, - განმარტავს თამარ ვიბლიანი.

მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით ისარგებლა 64 წლის ლამარა დევდერიანმა. სოფელ ზედა მარღში მცხოვრები მასწავლებელი ამბობს, რომ „ნენსკრა ჰიდროს“ სოციალურმა პროექტმა მიწის საკუთრების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარა. „ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და როდესაც არქივში წავედი საერთოდ გამქრალი ვიყავი, მიწის აზომვის პროექტი ძალიან დამეხმარა, ნახაზი მომიმზადეს, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ამის გარდა ზამთარში ტექნიკა გამოგვიგზავნეს და გზა გაგვიკვალეს. აქვე პატარა სკოლა გვაქვს და ძალიან შეგვიწყო ხელი მე და ბავშვებს. პროექტის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, თუ თავის მიწაზე ჰესს არავის ააშენებინებს, ელექტროენერგია საიდან მოვა? მიწის რეგისტრაცია სესხის აღებაშიც დამეხმარება, ყანა, ბოსტანი მაქვს, სათბურს გავაკეთებ. შემიძლია მოსავალი გავყიდო კიდეც“, -აცხადებს ლამარა დევდერიანი.

ცნობისთვის,“ნენსკრა ჰესის” საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ , კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

რაც შეეხება თავად „ნენსკრა ჰესს“, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1 200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1,031 მილიარდი აშშ დოლარია.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ