სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბავშვობაში ყველაზე მეტად მე ვაბრაზებდი, ახლა ძმაკაცები ვართ" - რას ჰყვება შვილიშვილი პაპაზე, რომელსაც 86 წლის ასაკში ზღვა პირველად ანახა
"ბავშვობაში ყველაზე მეტად მე ვაბრაზებდი, ახლა ძმაკაცები ვართ" - რას ჰყვება შვილიშვილი პაპაზე, რომელსაც 86 წლის ასაკში ზღვა პირველად ანახა

ორი დღეა სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე ფო­ტოგ­რაფ ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძის ფო­ტო­ებ­მა და­ი­პყრო, სა­თა­უ­რით - შვი­ლიშ­ვილ­მა 86 წლის პა­პას ზღვა პირ­ვე­ლად აჩ­ვე­ნა... ფაქ­ტი და კად­რე­ბი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა...

AMBEBI.GE ფო­ტოგ­რაფს და­უ­კავ­შირ­და და ამ ფო­ტო­ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა.

ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე:

- ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო - ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­ვით­მა მი­თხრა, რომ ჰყავ­და პაპა, რო­მე­ლიც კა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­და და ზღვა­ზე არას­დროს იყო ნამ­ყო­ფი... გა­მიკ­ვირ­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ 86 წლის ადა­მი­ანს ზღვა რო­გორ არ ჰქონ­და ნა­ნა­ხი? მი­პა­სუ­ხა, რომ პაპა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუ­შა­ობ­და, სულ საქ­მე­ში იყო და ამის­თვის არას­დროს ეცა­ლაო. მერე დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც არ­სე­ბობ­დნენ...

ამ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ შვი­ლიშ­ვილ­მა პა­პას გა­ხა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა - ზღვა ენა­ხე­ბი­ნა. შემ­დეგ მე­გო­ბარს ვუ­თხა­რი, - ზღვას პირ­ვე­ლად რომ და­ი­ნა­ხავს, ის წუ­თე­ბი არ გა­მო­მა­პა­რო-მეთ­ქი. მარ­თლაც და­მი­რე­კა - პაპა მიმ­ყავ­სო და ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­მო­ვე­დით ურეკ­ში. მთა­ვა­რი ამ ის­ტო­რი­ა­ში, შვი­ლიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა...

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ირმა შა­რი­ქა­ძე

მე გა­და­ვი­ღე ამ ადა­მი­ა­ნის თვა­ლე­ბი... მან თქვა, რომ ეს დღე ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია მის ცხოვ­რე­ბა­ში. როცა 86 წლის ასაკ­ში ადა­მი­ა­ნი ამას იტყვის და აქვს ასე­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ამ­ბე­ბი, ის ბედ­ნი­ე­რია... მით უმე­ტეს, როცა საქ­მე მის შთა­მო­მა­ვალს, შვი­ლიშ­ვილს ეხე­ბა. კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ვავ­რცე­ლე, ხალ­ხზეც სწო­რედ ამან იმოქ­მე­და...

გუ­შინ ზღვა ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, დღეს დამ­შვიდ­და, გურ­გე­ნა პაპა ზღვა­ში პირ­ვე­ლად დღეს ჩა­ვი­და. გუ­შინ ვუხ­სნი­დით, - ზღვა ასე­თი მღელ­ვა­რეც შე­იძ­ლე­ბა იყოს და მშვი­დიც-თქო. ამ ორ დღე­ში ორი­ვე­ნა­ი­რი ზღვა ნახა.

დათო ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, გურ­გენ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი, 30 წლის:

"პა­პას გაზ­რდი­ლი ვარ, მშობ­ლე­ბი უცხო­ეთ­ში რომ იყ­ვნენ, მზრდი­და... მე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, პაპა - თე­ლავ­ში, ქა­ლა­ქე­ლი ბი­ჭია, თა­ვის დრო­ზე ფა­ე­ტო­ნიც მქონ­დაო", - ღი­მი­ლით გვე­უბ­ნე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლი.

"მეც არ ვი­ცო­დი იმის შე­სა­ხებ, რომ ზღვა­ზე არას­დროს იყო ნამ­ყო­ფი... ახ­ლა­ხან შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შრო­მობ­და, დღემ­დე, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, მშრო­მე­ლია, თე­ლავ­ში მარ­ტო ცხოვ­რობს და თა­ვის თავს თვი­თონ უვ­ლის. ასე ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია, თბი­ლის­შიც რომ ჩა­მო­დის, დიდ­ხანს ვერ ჩერ­დე­ბა... ში­ნა­გა­ნად ძლი­ე­რი კა­ცია... ცოლი ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა, მა­შინ მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ორი შვი­ლი ჰყავს - მა­მი­და­ჩე­მი - უფ­რო­სი შვი­ლია, მერე მა­მა­ჩე­მია. მა­მი­დას ორი შვი­ლი ჰყავს და ჩვენც ორნი ვართ - უფ­რო­სი ძმა მყავს.

პა­პას 4 შვი­ლიშ­ვი­ლი­დან უმ­ცრო­სი მე ვარ და ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მე ვაბ­რა­ზებ­დი, ცელ­ქი ვი­ყა­ვი, სპორ­ტუ­ლიც (ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ). ადრე კი ვაბ­რა­ზებ­დი, მაგ­რამ ახლა ძმა­კა­ცე­ბი ვართ", - გვიყ­ვე­ბა და­ვი­თი. მი­სი­ვე თქმით, პა­პას ზღვა რომ და­უ­ნა­ხავს, ძა­ლი­ან გა­ნუც­დია, ემო­ცი­ებ­ში იყო.

"თან, ისე და­ემ­თხვა, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც გუ­შინ ძა­ლი­ან ღე­ლავ­და. დიდ­მა ტალ­ღებ­მა ცოტა და­ძა­ბა, მაშ­ვე­ლე­ბი ახ­ლოს არა­ვის უშ­ვებ­დნენ... დღეს დამ­შვიდ­და, ისევ გა­მო­ვე­დით ნა­პირ­ზე და ზღვა­შიც შე­ვიყ­ვა­ნე...

ბოლო დროს რა­ღაც უფრო სხვა­ნა­ი­რად დავ­მე­გობ­რდით. ჩვენ შო­რის სხვა­ნა­ი­რი თბი­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა... ამ­ხე­ლა გზა­ზე რომ მომ­ყავ­და - არ მირ­ჩევ­დნენ, ვერ გაძ­ლებ­სო, მაგ­რამ არა­ვის და­ვუ­ჯე­რე. თუმ­ცა პა­პა­საც უკვე ნათ­ქვა­მი აქვს, - 2 დღე­ზე მეტს არ გავ­ჩერ­დე­ბიო - თა­ვის სახ­ლი და კერა უკვე ენატ­რე­ბა...

რომ არა ზა­ქა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­ში დარ­ჩე­ბო­და... ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და. ისე, მე ვფიქ­რობ, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, პა­პას სურ­ვი­ლი ავუს­რუ­ლე და ეგ არის... არა­და, რამ­დე­ნი ხალ­ხი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, სიყ­ვა­რულს გვიხ­სნი­ან, გვე­ფე­რე­ბი­ან... კარ­გია, თუ ვი­ღა­ცას ამ ამ­ბის შემ­დეგ გა­ახ­სენ­დე­ბა, რომ გვერ­დით მო­ხუ­ცი ჰყავს და მას რო­გორც შეძ­ლებს, სით­ბოს ისე აგ­რძნო­ბი­ნებს და გა­უ­ზი­ა­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ბავშვობაში ყველაზე მეტად მე ვაბრაზებდი, ახლა ძმაკაცები ვართ" - რას ჰყვება შვილიშვილი პაპაზე, რომელსაც 86 წლის ასაკში ზღვა პირველად ანახა

"ბავშვობაში ყველაზე მეტად მე ვაბრაზებდი, ახლა ძმაკაცები ვართ" - რას ჰყვება შვილიშვილი პაპაზე, რომელსაც 86 წლის ასაკში ზღვა პირველად ანახა

ორი დღეა სოციალური სივრცე ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტოებმა დაიპყრო, სათაურით - შვილიშვილმა 86 წლის პაპას ზღვა პირველად აჩვენა... ფაქტი და კადრები ძალიან ემოციური აღმოჩნდა...

AMBEBI.GE ფოტოგრაფს დაუკავშირდა და ამ ფოტოისტორიის შესახებ ექსკლუზიურად ესაუბრა.

ზაქარია ჭელიძე:

- ყველაფერი ასე დაიწყო - ჩემმა მეგობარმა დავითმა მითხრა, რომ ჰყავდა პაპა, რომელიც კახეთში ცხოვრობდა და ზღვაზე არასდროს იყო ნამყოფი... გამიკვირდა - საქართველოში მცხოვრებ 86 წლის ადამიანს ზღვა როგორ არ ჰქონდა ნანახი? მიპასუხა, რომ პაპა მთელი ცხოვრება მუშაობდა, სულ საქმეში იყო და ამისთვის არასდროს ეცალაო. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება, მართლაც არსებობდნენ...

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შვილიშვილმა პაპას გახარება გადაწყვიტა - ზღვა ენახებინა. შემდეგ მეგობარს ვუთხარი, - ზღვას პირველად რომ დაინახავს, ის წუთები არ გამომაპარო-მეთქი. მართლაც დამირეკა - პაპა მიმყავსო და ყველანი ერთად წამოვედით ურეკში. მთავარი ამ ისტორიაში, შვილიშვილის დამოკიდებულებაა...

ფოტოს ავტორი: ირმა შარიქაძე

მე გადავიღე ამ ადამიანის თვალები... მან თქვა, რომ ეს დღე ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელია მის ცხოვრებაში. როცა 86 წლის ასაკში ადამიანი ამას იტყვის და აქვს ასეთი დასამახსოვრებელი ამბები, ის ბედნიერია... მით უმეტეს, როცა საქმე მის შთამომავალს, შვილიშვილს ეხება. კი, ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. როდესაც ფოტოები სოციალურ ქსელში გავავრცელე, ხალხზეც სწორედ ამან იმოქმედა...

გუშინ ზღვა ძალიან ღელავდა, დღეს დამშვიდდა, გურგენა პაპა ზღვაში პირველად დღეს ჩავიდა. გუშინ ვუხსნიდით, - ზღვა ასეთი მღელვარეც შეიძლება იყოს და მშვიდიც-თქო. ამ ორ დღეში ორივენაირი ზღვა ნახა.

დათო ზურაბაშვილი, გურგენ ზურაბაშვილის შვილიშვილი, 30 წლის:

"პაპას გაზრდილი ვარ, მშობლები უცხოეთში რომ იყვნენ, მზრდიდა... მე თბილისში ვცხოვრობ, პაპა - თელავში, ქალაქელი ბიჭია, თავის დროზე ფაეტონიც მქონდაო", - ღიმილით გვეუბნება შვილიშვილი.

"მეც არ ვიცოდი იმის შესახებ, რომ ზღვაზე არასდროს იყო ნამყოფი... ახლახან შემთხვევით გავიგე.

მთელი ცხოვრება შრომობდა, დღემდე, ასაკის მიუხედავად, მშრომელია, თელავში მარტო ცხოვრობს და თავის თავს თვითონ უვლის. ასე ყოფნა ურჩევნია, თბილისშიც რომ ჩამოდის, დიდხანს ვერ ჩერდება... შინაგანად ძლიერი კაცია... ცოლი ადრე გარდაეცვალა, მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი. ორი შვილი ჰყავს - მამიდაჩემი - უფროსი შვილია, მერე მამაჩემია. მამიდას ორი შვილი ჰყავს და ჩვენც ორნი ვართ - უფროსი ძმა მყავს.

პაპას 4 შვილიშვილიდან უმცროსი მე ვარ და ბავშვობაში ყველაზე ძალიან მე ვაბრაზებდი, ცელქი ვიყავი, სპორტულიც (ყოფილი სპორტსმენი ვარ). ადრე კი ვაბრაზებდი, მაგრამ ახლა ძმაკაცები ვართ", - გვიყვება დავითი. მისივე თქმით, პაპას ზღვა რომ დაუნახავს, ძალიან განუცდია, ემოციებში იყო.

"თან, ისე დაემთხვა, რომ მაინცდამაინც გუშინ ძალიან ღელავდა. დიდმა ტალღებმა ცოტა დაძაბა, მაშველები ახლოს არავის უშვებდნენ... დღეს დამშვიდდა, ისევ გამოვედით ნაპირზე და ზღვაშიც შევიყვანე...

ბოლო დროს რაღაც უფრო სხვანაირად დავმეგობრდით. ჩვენ შორის სხვანაირი თბილი სიტუაციაა... ამხელა გზაზე რომ მომყავდა - არ მირჩევდნენ, ვერ გაძლებსო, მაგრამ არავის დავუჯერე. თუმცა პაპასაც უკვე ნათქვამი აქვს, - 2 დღეზე მეტს არ გავჩერდებიო - თავის სახლი და კერა უკვე ენატრება...

რომ არა ზაქარია, ეს ყველაფერი ჩვენში დარჩებოდა... ვერავინ გაიგებდა. ისე, მე ვფიქრობ, ერთი ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, პაპას სურვილი ავუსრულე და ეგ არის... არადა, რამდენი ხალხი გამოგვეხმაურა, სიყვარულს გვიხსნიან, გვეფერებიან... კარგია, თუ ვიღაცას ამ ამბის შემდეგ გაახსენდება, რომ გვერდით მოხუცი ჰყავს და მას როგორც შეძლებს, სითბოს ისე აგრძნობინებს და გაუზიარებს.

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ