სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს პირველი მასტერშეფი 20 წლის ია ძაგანიაა - "მიზნად დავისახე, რომ ყველა გამეოცებინა!"
საქართველოს პირველი მასტერშეფი 20 წლის ია ძაგანიაა - "მიზნად დავისახე, რომ ყველა გამეოცებინა!"

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს - "მას­ტერ­შე­ფის", გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და სა­ქათ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი მას­ტერ­შე­ფი 20 წლის ია ძა­გა­ნია გახ­და! კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლეს ჟი­უ­რიმ და მა­ყუ­რე­ბელ­მა კას­ტინ­გის დღეს­ვე უწო­და „მას­ტერ­შე­ფის აღ­მო­ჩე­ნა". მან არა­ერ­თხელ მო­ი­პო­ვა იმუ­ნი­ტე­ტი და ღირ­სე­ულ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ქვეყ­ნის პირ­ველ­მა მას­ტერ­შეფ­მა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი AMBEBI.GE-ს გა­უ­ზი­ა­რა:

- რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბო­და ფი­ნა­ლი სხვა ტუ­რე­ბის­გან?

- რა­დი­კა­ლუ­რად. ათ­მა­გად და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ბევ­რად უფრო მეტი რამ იდო სას­წორ­ზე, ვიდ­რე მა­ნამ­დე. სა­ერ­თოდ, რაც უფრო მაღ­ლა ხარ, და­ცე­მა მით უფრო მტკივ­ნე­უ­ლია. ფორ­მა­ტიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. სამი კერ­ძი უნდა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა, თან იმა­ზე მცი­რე დრო­ში, ვიდ­რე მა­ნამ­დე ვამ­ზა­დებ­დით.

გარ­შე­მო ვე­რა­ფერს ვერ ვამ­ჩნევ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ნა­ლის­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დი-გვერდ ვამ­ზა­დებ­დით კერ­ძებს, სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ­დი მათ. ვი­ყა­ვით მხო­ლოდ მე და კერ­ძი, რო­მელ­საც ვამ­ზა­დებ­დი. ში­გა­და­შიგ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­კენ თუ გა­ვი­ხე­დავ­დი მხო­ლოდ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მამ­ხნე­ვებ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­მა­ჩე­მი, რო­მე­ლიც ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ხში­რად პირ­ვე­ლია, ვინც ჩემს კერ­ძებს სინ­ჯავს.

- სტარ­ტერ­მა იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა ლუკა, რომ ადგა და ად­გი­ლი და­გით­მო. რას გრძნობ­დი მა­შინ?

- თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი, რას აკე­თებ­და, რა­ტომ ადგა და ცოტა უც­ნა­უ­რიც იყო მისი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა, მაგ­რამ თან ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ჩემი სტარ­ტე­რი მო­ე­წო­ნათ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი. მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ამან უფრო მე­ტად დამ­ძა­ბა, რად­გან მივ­ხვდი, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და და ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც ჩემი სტარ­ტე­რით მი­ვაღ­წიე, არ უნდა და­მეგ­დო.

- შო­თის პუ­რის ნა­ყი­ნის მომ­ზა­დე­ბა რამ მო­გა­ფიქ­რა?

- სულ ვცდი­ლობ, რომ რა­ღაც ქარ­თუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნო. ტრა­დი­ცი­უ­ლი დე­სერ­ტე­ბის არც ჭამა მიყ­ვარს და არც მომ­ზა­დე­ბა. ვფიქ­რობ, დე­სერ­ტი გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის უც­ნა­უ­რი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით ადა­მი­ა­ნი გა­აკ­ვირ­ვო, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე შო­თის პუ­რის ნა­ყი­ნის მომ­ზა­დე­ბა. მა­რი­ლი­ა­ნი ნა­ყი­ნი იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, რო­მე­ლიც თან ბავ­შვო­ბას გახ­სე­ნებ­და, თან მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექტს ქმნი­და.

ამ დე­სერ­ტში იყო პური, ყვე­ლი, პა­მი­დო­რი... ანუ ყვე­ლა ის ინ­გრე­დი­ენ­ტი, რომ­ლე­ბიც, თით­ქოს, დე­სერ­ტში არ უნდა იყოს. ასე რომ, შო­თის პუ­რის ნა­ყი­ნი უკვე არ­სე­ბუ­ლი კერ­ძის, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ლა­თის, გა­დე­სერ­ტე­ბის მცდე­ლო­ბა იყო.

- რა და­უ­სა­ხე შენ თავს ფი­ნა­ლის წინ?

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ დო­ნის ადა­მი­ა­ნე­ბი აფა­სე­ბენ ჩემს კერძს. ამი­ტომ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ყვე­ლა გა­მე­ო­ცე­ბი­ნა და ისე­თი კერ­ძე­ბი მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, რომ მეც კმა­ყო­ფი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჟი­უ­რიც და მა­ყუ­რე­ბე­ლიც.

- რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში „მას­ტერ­შე­ფის“ შემ­დეგ?

- ფი­ნა­ლის შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნი ამი­ფეთ­ქდა, იმ­დე­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა არ გა­უჩ­ნდა მა­ყუ­რე­ბელს. ჩა­წე­რის შემ­დეგ სწო­რედ ეგ მა­ფიქ­რებ­და - რას იტყო­და ხალ­ხი, რამ­დე­ნად ჩათ­ვლი­და, რომ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­ვი­მარ­ჯვე. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, და­ნარ­ჩე­ნი ორი ფი­ნა­ლის­ტიც ღირ­სე­უ­ლი იყო და მათი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბო­და შოუს

„მას­ტერ­შე­ფის“ ტი­ტუ­ლის ტა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ამ­ყა­რებს ჩემ­ზე იმედს, რომ მათი იმე­დე­ბის გაც­რუ­ე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა შეც­ვა­ლა „მას­ტერ­შეფ­მა“ ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ა­ში?

- „მას­ტერ­შე­ფი“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით, გარ­კვე­ულ­წი­ლად, კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა და მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­წმუნ­და, რომ კუ­ლი­ნა­რია არამ­ხო­ლოდ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა, არა­მედ შე­მოქ­მე­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ფიქ­რს, ფან­ტა­ზი­ას, სი­თა­მა­მე­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს.

მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო „მას­ტერ­შე­ფის“ მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს და ყვე­ლა კონ­კურ­სანტს, რად­გან მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ შოუ შედ­გა.

- ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მას­ტერ­შე­ფის აზ­რით, რა­ტომ უნდა მი­ი­ღოს ადა­მი­ან­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „მას­ტერ­შეფ­ში“ და რას ურ­ჩევ­დი მე­ო­რე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს?

- ახლა ვხვდე­ბი, რომ ისიც კი უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და, რო­დე­საც ჩემს მომ­ზა­დე­ბულ კერძს კრი­ტი­კუ­ლად მი­ფა­სებ­დნენ. თუნ­დაც, ამ გრძნო­ბის­თვის ღირს „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას გაძ­ლევს.

მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს ვურ­ჩევ­დი, ქარ­თუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ, ეცა­დონ ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად ისი­ა­მოვ­ნონ პრო­ცე­სით. პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ში იმ­დე­ნად ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი იყ­ვნენ, რომ ვი­სურ­ვებ­დი, ის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ათე­ულ­მა დავ­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ.

- რა გეგ­მე­ბი აქვს ქვეყ­ნის პირ­ველ მას­ტერ­შეფს?

- პირ­ველ რიგ­ში, უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ვა­პი­რებ, თუ მო­მე­ცე­მა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან მინ­და, ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის სტან­დარ­ტი კი­დევ უფრო ამაღ­ლდეს და მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუკი ამა­ში ჩემი წვლი­ლის შე­ტა­ნას შევ­ძლებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოს პირველი მასტერშეფი 20 წლის ია ძაგანიაა - "მიზნად დავისახე, რომ ყველა გამეოცებინა!"

საქართველოს პირველი მასტერშეფი 20 წლის ია ძაგანიაა - "მიზნად დავისახე, რომ ყველა გამეოცებინა!"

ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს - "მასტერშეფის", გამარჯვებული და საქათველოს პირველი მასტერშეფი 20 წლის ია ძაგანია გახდა! კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეს ჟიურიმ და მაყურებელმა კასტინგის დღესვე უწოდა „მასტერშეფის აღმოჩენა". მან არაერთხელ მოიპოვა იმუნიტეტი და ღირსეულ ფინალისტებს შორის ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

ქვეყნის პირველმა მასტერშეფმა გამარჯვების შემდეგ პირველი ემოციები AMBEBI.GE-ს გაუზიარა:

- რამდენად განსხვავდებოდა ფინალი სხვა ტურებისგან?

- რადიკალურად. ათმაგად დაძაბული ვიყავი. ბევრად უფრო მეტი რამ იდო სასწორზე, ვიდრე მანამდე. საერთოდ, რაც უფრო მაღლა ხარ, დაცემა მით უფრო მტკივნეულია. ფორმატიც განსხვავებული იყო. სამი კერძი უნდა მოგვემზადებინა, თან იმაზე მცირე დროში, ვიდრე მანამდე ვამზადებდით.

გარშემო ვერაფერს ვერ ვამჩნევდი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალისტები ერთმანეთის გვერდი-გვერდ ვამზადებდით კერძებს, საერთოდ ვერ ვხედავდი მათ. ვიყავით მხოლოდ მე და კერძი, რომელსაც ვამზადებდი. შიგადაშიგ გულშემატკივრებისკენ თუ გავიხედავდი მხოლოდ, რომლებიც ძალიან მამხნევებდნენ. განსაკუთრებით, მამაჩემი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ხშირად პირველია, ვინც ჩემს კერძებს სინჯავს.

- სტარტერმა იმდენად მოხიბლა ლუკა, რომ ადგა და ადგილი დაგითმო. რას გრძნობდი მაშინ?

- თავიდან ვერ მივხვდი, რას აკეთებდა, რატომ ადგა და ცოტა უცნაურიც იყო მისი ადგილის დაკავება, მაგრამ თან ძალიან გამიხარდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სტარტერი მოეწონათ და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ, მეორე მხრივ, ამან უფრო მეტად დამძაბა, რადგან მივხვდი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა და ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ჩემი სტარტერით მივაღწიე, არ უნდა დამეგდო.

- შოთის პურის ნაყინის მომზადება რამ მოგაფიქრა?

- სულ ვცდილობ, რომ რაღაც ქართული ინგრედიენტი გამოვიყენო. ტრადიციული დესერტების არც ჭამა მიყვარს და არც მომზადება. ვფიქრობ, დესერტი გაძლევს საშუალებას, რომ ინგრედიენტების უცნაური კომბინაციებით ადამიანი გააკვირვო, ამიტომ გადავწყვიტე შოთის პურის ნაყინის მომზადება. მარილიანი ნაყინი იყო, ფაქტობრივად, რომელიც თან ბავშვობას გახსენებდა, თან მოულოდნელობის ეფექტს ქმნიდა.

ამ დესერტში იყო პური, ყველი, პამიდორი... ანუ ყველა ის ინგრედიენტი, რომლებიც, თითქოს, დესერტში არ უნდა იყოს. ასე რომ, შოთის პურის ნაყინი უკვე არსებული კერძის, ამ შემთხვევაში სალათის, გადესერტების მცდელობა იყო.

- რა დაუსახე შენ თავს ფინალის წინ?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დონის ადამიანები აფასებენ ჩემს კერძს. ამიტომ მიზნად დავისახე, ყველა გამეოცებინა და ისეთი კერძები მომემზადებინა, რომ მეც კმაყოფილი ვყოფილიყავი, ჟიურიც და მაყურებელიც.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში „მასტერშეფის“ შემდეგ?

- ფინალის შემდეგ ტელეფონი ამიფეთქდა, იმდენი შეტყობინება მომდის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ უსამართლობის განცდა არ გაუჩნდა მაყურებელს. ჩაწერის შემდეგ სწორედ ეგ მაფიქრებდა - რას იტყოდა ხალხი, რამდენად ჩათვლიდა, რომ დამსახურებულად გავიმარჯვე. თუმცა, რეალურად, დანარჩენი ორი ფინალისტიც ღირსეული იყო და მათი გამარჯვების შემთხვევაშიც ღირსეული გამარჯვებული ეყოლებოდა შოუს

„მასტერშეფის“ ტიტულის ტარება ძალიან საპასუხისმგებლოა. იმდენი ადამიანი ამყარებს ჩემზე იმედს, რომ მათი იმედების გაცრუების უფლება არ მაქვს.

- როგორ ფიქრობ, რა შეცვალა „მასტერშეფმა“ ქართულ გასტრონომიაში?

- „მასტერშეფი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქართული კულინარიის განვითარებისთვის. ვფიქრობ, მისი დამსახურებით, გარკვეულწილად, კულინარიისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა და მაყურებელი დარწმუნდა, რომ კულინარია არამხოლოდ კერძების მომზადება, არამედ შემოქმედებაა, რომელიც ძალიან ბევრ ფიქრს, ფანტაზიას, სითამამესა და ენერგიას მოითხოვს.

მინდა მადლობა გადავუხადო „მასტერშეფის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს და ყველა კონკურსანტს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ შოუ შედგა.

- ქვეყნის პირველი მასტერშეფის აზრით, რატომ უნდა მიიღოს ადამიანმა მონაწილეობა „მასტერშეფში“ და რას ურჩევდი მეორე სეზონის მონაწილეებს?

- ახლა ვხვდები, რომ ისიც კი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, როდესაც ჩემს მომზადებულ კერძს კრიტიკულად მიფასებდნენ. თუნდაც, ამ გრძნობისთვის ღირს „მასტერშეფში“ მონაწილეობა, რომელიც, ამავდროულად, ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს.

მომავალი სეზონის მონაწილეებს ვურჩევდი, ქართული ინგრედიენტები გამოიყენონ, ეცადონ ქართული კულინარიის განვითარებას და მაქსიმალურად ისიამოვნონ პროცესით. პირველივე სეზონში იმდენად ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, რომ ვისურვებდი, ის სტანდარტი, რომელიც ათეულმა დავდეთ, მაქსიმალურად გააუმჯობესონ.

- რა გეგმები აქვს ქვეყნის პირველ მასტერშეფს?

- პირველ რიგში, უცხოეთში განათლების მიღებას ვაპირებ, თუ მომეცემა ამის შესაძლებლობა. რაც მთავარია, ძალიან მინდა, ქართული კულინარიის სტანდარტი კიდევ უფრო ამაღლდეს და მოხარული ვიქნები, თუკი ამაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ