სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიოს 5 ულამაზესი „მწვანე შენობა“, რომელთა შორის მალე თბილისში მდებარე კორპუსიც იქნება
მსოფლიოს 5 ულამაზესი „მწვანე შენობა“, რომელთა შორის მალე თბილისში მდებარე კორპუსიც იქნება

ჩვენ გა­რე­მო­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ვზე­მოქ­მე­დებთ და ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გებს უკვე სა­კუ­თარ თავ­ზეც ვგრძნობთ: იც­ვლე­ბა კლი­მა­ტი, მცირ­დე­ბა რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბი, ფერ­ხდე­ბა ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ზი­ანს, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ჩვენ­მა წინ­და­უ­ხე­დავ­მა ქმე­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია და ვცდი­ლობთ, ეკო-მე­გობ­რუ­ლე­ბი გავ­ხდეთ.

სწო­რედ ამ ტენ­დენ­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ეკო-მე­გობ­რუ­ლი ოფი­სე­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ეს შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი ტრა­დი­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ზე გა­ცი­ლე­ბით ეს­თე­ტი­კუ­რი, ენერ­გო­ე­ფე­ტუ­რი და სა­ცხოვ­რებ­ლად ჯან­სა­ღია.

ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ გამ­წვა­ნე­ბუ­ლი 5 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი მალე სა­ქარ­თვე­ლო­შიც იქ­ნე­ბა.

1. Hotel Paris - პა­რი­ზი, საფ­რან­გე­თი

ეს ულა­მა­ზე­სი ეკო-მე­გობ­რუ­ლი მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო ია­პო­ნურ­მა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა ფირ­მამ Kengo Kuma + Associates-მა და­ა­გეგ­მა­რა. სას­ტუმ­რო მო­ი­ცავს ულა­მა­ზეს ბა­ღებ­სა და დიდ ტე­რა­სებს, მის ძი­რი­თად ნა­წილ­ში ბუ­ნებ­რი­ვი ხეა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სას­ტუმ­რო ტუ­რის­ტე­ბის ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი ად­გი­ლია, მას ხში­რად პა­რი­ზის ფილ­ტვებ­საც ეძა­ხი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ერ­თა­დერ­თი მწვა­ნე ნა­გე­ბო­ბა არ არის.

2. M6B2 Tower of Biodiversity - პა­რი­ზი, საფ­რან­გე­თი

შე­ნო­ბას გარ­შე­მო ფო­ლა­დის ბადე აქვს შე­მოვ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­ე­ბის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ერ­თგვა­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მისი მწვა­ნე ფა­სა­დი სი­ახ­ლის, სი­ჯან­სა­ღის, გან­ცდას ქმნის და მნახ­ვე­ლი აღ­ტა­ცე­ბა­ში მოჰ­ყავს.

3. Ravel Plaza - ამ­სტერ­და­მი, ნი­დერ­ლან­დე­ბი

Ravel Plaza ამ­სტერ­და­მის ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბა­თა კომ­პლექ­სია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ჯან­საღ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბენ, ის­ვე­ნე­ბენ და ერ­თო­ბი­ან.

კომ­პლექ­სი მწვა­ნე სა­ფარ­სა და ხე­ებს მო­ი­ცავს. სახ­ლებს ფან­ჯრე­ბი­დან თვალ­წარმ­ტა­ცი ხე­დე­ბი აქვს. ასე­ვე, ყვე­ლა ბი­ნას აქვს თა­ვი­სი აი­ვა­ნი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად სიმწვა­ნე­შია ჩაფ­ლუ­ლი.

4. Vertical Forrest - მი­ლა­ნი, იტა­ლია

რთუ­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ამ შე­ნო­ბის ფო­ტო­სუ­რა­თი არ უნა­ხავს. მი­ლა­ნის ეს „ვერ­ტი­კა­ლუ­რი ტყე“ არა მხო­ლოდ ლა­მა­ზი შე­ნო­ბა, არა­მედ ჯან­სა­ღი გა­რე­მო­ცაა.

მი­ლა­ნი იტა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია, სა­დაც უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჩა­დის, ბევ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს და უამ­რა­ვი ბიზ­ნეს ცენ­ტრი მდე­ბა­რე­ობს. „ვერ­ტი­კა­ლუ­რი ტყე“ კი ამ „უმო­წყა­ლოდ“ გა­შე­ნე­ბულ ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში ულა­მა­ზეს სა­ნა­ხა­ო­ბას ქმნის.

რაც მთა­ვა­რია, ამ შე­ნო­ბა­ში მყო­ფებს არ აწუ­ხებთ გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ჩა­ხუ­თუ­ლო­ბა, ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბი და სტრე­სუ­ლი გა­რე­მო, აქვთ მშვი­დი სივ­რცე და რე­ლაქ­სა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა.

5. „რეტ­რო და­დი­ა­ნი“ - თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო

მი­ლა­ნი­სა და პა­რი­ზის მცხოვ­რებ­ლე­ბის მსგავ­სად, და­ბე­ტო­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი თბი­ლი­სე­ლებ­საც აწუ­ხებთ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­უ­რი ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის გამო, მწვა­ნე სა­ფა­რის დიდი ნა­წი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბამ, ქა­ლაქს ფაქ­ტობ­რი­ვად, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ და­უ­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც გეგ­მავს, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მწვა­ნე სივ­რცე მო­ა­წყოს. თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე მო­წყო­ბი­ლი მწვა­ნე სივ­რცე აუმ­ჯო­ბე­სებს ჰა­ე­რის ხა­რისხს და წარ­მო­ად­გენს ჟანგბა­დის და­მა­ტე­ბით წყა­როს; უზ­რუნ­ველ­ყოფს თერ­მულ იზო­ლა­ცი­ას და ჩვე­უ­ლებ­რივ სახ­ლთან შე­და­რე­ბით, უფრო ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რია; ქმნის ლა­მაზ და მიმ­ზიდ­ველ ვი­ზუ­ალს; წვი­მის შე­დე­გად, სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­სუ­ლი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა და არ ზი­ან­დე­ბა წყალ­სა­დე­ნი არ­ხე­ბი, - ეს სა­ხუ­რავ­ზე გამ­წვა­ნე­ბის მო­წყო­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია.

რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ და ჩვენ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა ჯან­საღ გა­რე­მო­ში ვი­ცხოვ­როთ, ამი­ტომ კომ­პა­ნია „რეტ­რო ქონსთრაქ­შენ­მა“ კორ­პუ­სის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბად გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის ტე­რი­ტო­რია, ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუჩა შე­არ­ჩია. პრო­ექ­ტი 11-სარ­თუ­ლი­ა­ნია და სა­ინ­ტე­რე­სო, თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ა­ლით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რაც დე­და­ქა­ლა­ქის ამ უბანს თა­ვის ხიბლს შეს­ძენს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე მწვა­ნე შე­ნო­ბე­ბის მსგავ­სად, „რეტ­რო და­დი­ა­ნიც“ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბით იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი (ალუ­მი­ნის კარ-ფან­ჯა­რა, ალუ­მი­ნის ვიტ­რა­ჟე­ბი, უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მა­ტუ­რა, „ლა­ფარ­ჟე“ ცე­მენ­ტი, ბე­ტო­ნი, ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბი და ა.შ).

თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი მწვა­ნე­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა 2020 წელს დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მსოფლიოს 5 ულამაზესი „მწვანე შენობა“, რომელთა შორის მალე თბილისში მდებარე კორპუსიც იქნება

მსოფლიოს 5 ულამაზესი „მწვანე შენობა“, რომელთა შორის მალე თბილისში მდებარე კორპუსიც იქნება

ჩვენ გარემოზე ყოველდღიურად ვზემოქმედებთ და ამ ყველაფრის შედეგებს უკვე საკუთარ თავზეც ვგრძნობთ: იცვლება კლიმატი, მცირდება რეკრეაციული სივრცეები, ფერხდება ფლორისა და ფაუნის ზრდა-განვითარება. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ ზიანს, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჩვენმა წინდაუხედავმა ქმედებებმა გამოიწვია და ვცდილობთ, ეკო-მეგობრულები გავხდეთ.

სწორედ ამ ტენდენციამ განაპირობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეკო-მეგობრული ოფისებისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ეს შენობა-ნაგებობები ტრადიციულ შენობებზე გაცილებით ესთეტიკური, ენერგოეფეტური და საცხოვრებლად ჯანსაღია.

ჩვენ შევარჩიეთ გამწვანებული 5 შენობა-ნაგებობა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი საცხოვრებელი კორპუსი მალე საქართველოშიც იქნება.

1. Hotel Paris - პარიზი, საფრანგეთი

ეს ულამაზესი ეკო-მეგობრული მაღალი კლასის სასტუმრო იაპონურმა არქიტექტურულმა ფირმამ Kengo Kuma + Associates-მა დააგეგმარა. სასტუმრო მოიცავს ულამაზეს ბაღებსა და დიდ ტერასებს, მის ძირითად ნაწილში ბუნებრივი ხეა გამოყენებული. სასტუმრო ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, მას ხშირად პარიზის ფილტვებსაც ეძახიან.

აღსანიშნავია, რომ ეს საფრანგეთის დედაქალაქის ერთადერთი მწვანე ნაგებობა არ არის.

2. M6B2 Tower of Biodiversity - პარიზი, საფრანგეთი

შენობას გარშემო ფოლადის ბადე აქვს შემოვლებული, რომელიც მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის ერთგვარი დამცავი საშუალებაა. მისი მწვანე ფასადი სიახლის, სიჯანსაღის, განცდას ქმნის და მნახველი აღტაცებაში მოჰყავს.

3. Ravel Plaza - ამსტერდამი, ნიდერლანდები

Ravel Plaza ამსტერდამის ულამაზესი შენობათა კომპლექსია, სადაც ადამიანები ჯანსაღ გარემოში მუშაობენ, ისვენებენ და ერთობიან.

კომპლექსი მწვანე საფარსა და ხეებს მოიცავს. სახლებს ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედები აქვს. ასევე, ყველა ბინას აქვს თავისი აივანი, რომელიც მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული.

4. Vertical Forrest - მილანი, იტალია

რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ შენობის ფოტოსურათი არ უნახავს. მილანის ეს „ვერტიკალური ტყე“ არა მხოლოდ ლამაზი შენობა, არამედ ჯანსაღი გარემოცაა.

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, სადაც უამრავი ტურისტი ჩადის, ბევრი ავტომობილი მოძრაობს და უამრავი ბიზნეს ცენტრი მდებარეობს. „ვერტიკალური ტყე“ კი ამ „უმოწყალოდ“ გაშენებულ ურბანულ გარემოში ულამაზეს სანახაობას ქმნის.

რაც მთავარია, ამ შენობაში მყოფებს არ აწუხებთ გამონაბოლქვი, ჩახუთულობა, ბეტონის კედლები და სტრესული გარემო, აქვთ მშვიდი სივრცე და რელაქსაციის საშუალება.

5. „რეტრო დადიანი“ - თბილისი, საქართველო

მილანისა და პარიზის მცხოვრებლების მსგავსად, დაბეტონებული ქუჩები თბილისელებსაც აწუხებთ. წლების განმავლობაში, აქტიური ურბანიზაციის გამო, მწვანე საფარის დიდი ნაწილის განადგურებამ, ქალაქს ფაქტობრივად, სუნთქვის საშუალება არ დაუტოვა.

საქართველოშიც გამოჩნდა კომპანია, რომელიც გეგმავს, საცხოვრებელ კორპუსში მწვანე სივრცე მოაწყოს. თანამედროვე კონცეფციის თანახმად, შენობის სახურავზე მოწყობილი მწვანე სივრცე აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და წარმოადგენს ჟანგბადის დამატებით წყაროს; უზრუნველყოფს თერმულ იზოლაციას და ჩვეულებრივ სახლთან შედარებით, უფრო ენერგოეფექტურია; ქმნის ლამაზ და მიმზიდველ ვიზუალს; წვიმის შედეგად, სახურავიდან გადმოსული წყლის რაოდენობა მცირდება და არ ზიანდება წყალსადენი არხები, - ეს სახურავზე გამწვანების მოწყობის დადებითი მხარეების მცირე ჩამონათვალია.

რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ და ჩვენმა ოჯახის წევრებმა ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, ამიტომ კომპანია „რეტრო ქონსთრაქშენმა“ კორპუსის ადგილმდებარეობად გლდანი-ნაძალადევის ტერიტორია, ცოტნე დადიანის ქუჩა შეარჩია. პროექტი 11-სართულიანია და საინტერესო, თანამედროვე ვიზუალით იქნება გამორჩეული, რაც დედაქალაქის ამ უბანს თავის ხიბლს შესძენს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქალაქში მდებარე მწვანე შენობების მსგავსად, „რეტრო დადიანიც“ უმაღლესი ხარისხის მასალებით იქნება აგებული (ალუმინის კარ-ფანჯარა, ალუმინის ვიტრაჟები, უკრაინული არმატურა, „ლაფარჟე“ ცემენტი, ბეტონი, ინერტული მასალები და ა.შ).

თბილისის პირველი მწვანესახურავიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის