სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნანი ბრეგვაძე და ბორის ელცინი თბილისში, სუფრასთან - საარქივო ფოტო
ნანი ბრეგვაძე და ბორის ელცინი თბილისში, სუფრასთან - საარქივო ფოტო

აფხა­ზეთ­ში მოღ­ვა­წე ეროვ­ნე­ბით რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­ტონ კრი­ვე­ნი­უ­კი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­არ­ქი­ვო ფო­ტოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი სცე­ნის ლე­გენ­და ნანი ბრეგ­ვა­ძე და რუ­სე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბო­რის ელ­ცი­ნი არი­ან ასა­ხულ­ნი.

კრი­ვე­ნი­უ­კის თქმით, ფოტო თბი­ლის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ელ­ცი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს ფოტო, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1994 წელს, სწო­რედ მისი ვი­ზი­ტის დროს გა­და­ი­ღეს ერთ-ერთ თბი­ლი­სურ სუფ­რა­ზე.

თუმ­ცა, სხვა­დას­ხვა წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით ელ­ცი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ამ­ბობ­და, რომ ელ­ცი­ნი ორ­ჯერ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ეს ვი­ზი­ტე­ბი შედ­გა - 1990 წელს, როცა დაბა ყაზ­ბეგ­ში პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შეხ­ვდა და 1994 წლის თე­ბერ­ვალ­ში - ეს იყო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ელ­ცი­ნი 1994 წლის 3 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თდღი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია. ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს Sputnik-Georgia. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ფე­დე­რა­ცი­ის პირ­ველ პირს გა­რე­მოც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას არ ურ­ჩევ­და, რად­გან აფხა­ზე­თის ომი ახა­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად ვი­ზიტ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა. თვითმფრი­ნავ­თან და შე­ნო­ბებ­ში, სა­დაც შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბო­და, რუ­სუ­ლი სპეც­რაზ­მი იდგა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში კი 3 თე­ბერ­ვალს მთე­ლი შსს-ს შე­მად­გენ­ლო­ბა და უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­რი­გე­ობ­დნენ.

sputnik-georgia-ს სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ რომ, ვი­ზი­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე ელ­ცი­ნი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი სას­ტუმ­რო "მე­ტე­ხი პა­ლა­სის" რეს­ტო­რან­ში სუფ­რა­ზე მი­ი­პა­ტი­ჟეს, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 100 ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. სუფ­რის თა­მა­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე იყო.

თუმ­ცა, ნაკ­ლე­ბია ცნო­ბე­ბი ბო­რის ელ­ცი­ნის კი­დევ ერთ სტუმ­რო­ბა­ზე. რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" წერს, ელ­ცი­ნი 1989 წლის მა­ის­ში რამ­დე­ნი­მე დღით იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­შინ ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ და თბი­ლის­ში 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­ში გა­სარ­კვე­ვად ჩა­მო­სუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნანი ბრეგვაძე და ბორის ელცინი თბილისში, სუფრასთან - საარქივო ფოტო

ნანი ბრეგვაძე და ბორის ელცინი თბილისში, სუფრასთან - საარქივო ფოტო

აფხაზეთში მოღვაწე ეროვნებით რუსი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საარქივო ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი არიან ასახულნი.

კრივენიუკის თქმით, ფოტო თბილისშია გადაღებული, როცა ელცინი საქართველოში პირველი და უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ეს ფოტო, სავარაუდოდ, 1994 წელს, სწორედ მისი ვიზიტის დროს გადაიღეს ერთ-ერთ თბილისურ სუფრაზე.

თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ელცინი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მაგალითად, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, რომ ელცინი ორჯერ იყო საქართველოში.

ეს ვიზიტები შედგა - 1990 წელს, როცა დაბა ყაზბეგში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვდა და 1994 წლის თებერვალში - ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის პირველი და უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ელცინი 1994 წლის 3 თებერვალს საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის შესახებ საარქივო მასალებზე დაყრდნობით წერს Sputnik-Georgia. აღსანიშნავია რომ, ფედერაციის პირველ პირს გარემოცვა საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევდა, რადგან აფხაზეთის ომი ახალი დასრულებული იყო, შესაბამისად ვიზიტმა უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩაიარა. თვითმფრინავთან და შენობებში, სადაც შეხვედრები იმართებოდა, რუსული სპეცრაზმი იდგა, თბილისის ქუჩებში კი 3 თებერვალს მთელი შსს-ს შემადგენლობა და უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები მორიგეობდნენ.

sputnik-georgia-ს სტატიაში ვკითხულობთ რომ, ვიზიტის დასრულებამდე ელცინი და მისი თანმხლები პირები სასტუმრო "მეტეხი პალასის" რესტორანში სუფრაზე მიიპატიჟეს, რომელსაც დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა. სუფრის თამადა ედუარდ შევარდნაძე იყო.

თუმცა, ნაკლებია ცნობები ბორის ელცინის კიდევ ერთ სტუმრობაზე. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ელცინი 1989 წლის მაისში რამდენიმე დღით იმყოფებოდა საქართველოში. მაშინ ის საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი გახლდათ და თბილისში 9 აპრილის მოვლენებში გასარკვევად ჩამოსულა.

"წარმოუდგენელია უფრო ბედნიერი და მადლიერი ვიყო..." - იუბილარი ნინო მაჩაიძე ქალებს 8 მარტს ულოცავს

"დღესაც სახლში დიდ ლამაზ თაიგულს მოიტანდა, სულ არ აღიარებდა 8 მარტს, მაგრამ მიზეზი ექნებოდა..." - ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დას ემოციურ სარვამარტო პოსტს უძღვნის

"გაჩნდა პატარა კრავაი. ორივენი ვართ კარგად..." - ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა