სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ალერგია არაფერზე ჰქონია, ის ციხეში მოწამლეს!" - ალექსეი ნავალნის ექიმი ამბობს, რომ ოპოზიციონერის მონახულების საშუალებას არ აძლევენ
"ალერგია არაფერზე ჰქონია, ის ციხეში მოწამლეს!" - ალექსეი ნავალნის ექიმი ამბობს, რომ ოპოზიციონერის მონახულების საშუალებას არ აძლევენ

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ყო­ფი­ლი ექი­მი ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კოსს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია არა­ფერ­ზე ჰქო­ნია და ცი­ხე­ში ის გა­ურ­კვე­ვე­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­წამ­ლეს, ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს.

ანას­ტა­სია ვა­სი­ლი­ე­ვა, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ ნა­ვალ­ნის 2017 წელს მკურ­ნა­ლობ­და, მე­დი­ას­თან აცხა­დებს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი არა­სო­დეს ჰქო­ნია. მი­სი­ვე თქმით, ნა­ვალ­ნიმ ცი­ხე­ში იგი­ვე საკ­ვე­ბი მი­ი­ღო, რაც სხვა პა­ტიმ­რებ­მა. ვა­სი­ლი­ე­ვა ერთ-ერთი იყო იმ ექი­მებს შო­რის, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს ორი წლის წინ მკურ­ნა­ლობ­და, ნა­ვალ­ნის სა­ხე­ში"ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნე" შე­ას­ხეს - მა­შინ პო­ლი­ტი­კოს­მა მხედ­ვე­ლო­ბის 80% და­კარ­გა. ანას­ტა­სი­ას თქმით, პა­ტიმ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის 2017 წელს "ბრი­ლი­ან­ტის მწვა­ნე" შე­ას­ხეს

რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შა­ბათს მოს­კოვ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის 1000-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვეს. ალექ­სეი ნა­ვალ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კირა იარ­მუშ­მა „ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი კვი­რას დი­ლით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რად­გან სახე შე­შუ­პე­ბუ­ლი აქვს, კან­ზე კი სი­წით­ლე აღე­ნიშ­ნე­ბა. იარ­მუ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ალერ­გი­ის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, ნა­ვალ­ნის კი მსგავ­სი რე­აქ­ცია არა­სო­დეს არა­ფერ­ზე ჰქო­ნია.

ყვე­ლა­ფე­რი გა­სულ კვი­რას და­ი­წყო - სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ 30-მდე კან­დი­დატს არ მის­ცა უფ­ლე­ბა, კენ­ჭი ეყა­რა. მი­ზე­ზად მათ მიერ შეგ­რო­ვი­ლი 5 500 ხელ­მო­წე­რის გა­ყალ­ბე­ბა და­ა­სა­ხე­ლა. ძა­ლი­ან მალე ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში კან­დი­და­ტე­ბის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად გა­მო­ვი­და.

იმავდრო­უ­ლად, მთა­ვარ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ მო­სახ­ლე­ო­ბას ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. თა­ვად ნა­ვალ­ნის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მო­წო­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის 30 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

აქ­ცია მა­ინც ჩა­ტარ­და და ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, ვიდ­რე ამას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ელოდ­ნენ.

ინ­ტერ­ნეტ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბო­და სპეც­რაზ­მი ფი­ზი­კუ­რად მშვიდ­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ალერგია არაფერზე ჰქონია, ის ციხეში მოწამლეს!" - ალექსეი ნავალნის ექიმი ამბობს, რომ ოპოზიციონერის მონახულების საშუალებას არ აძლევენ

"ალერგია არაფერზე ჰქონია, ის ციხეში მოწამლეს!" - ალექსეი ნავალნის ექიმი ამბობს, რომ ოპოზიციონერის მონახულების საშუალებას არ აძლევენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ყოფილი ექიმი ამბობს, რომ პოლიტიკოსს ალერგიული რეაქცია არაფერზე ჰქონია და ციხეში ის გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, ამის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი“ წერს.

ანასტასია ვასილიევა, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირებულ ნავალნის 2017 წელს მკურნალობდა, მედიასთან აცხადებს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალერგიული რეაქციები არასოდეს ჰქონია. მისივე თქმით, ნავალნიმ ციხეში იგივე საკვები მიიღო, რაც სხვა პატიმრებმა. ვასილიევა ერთ-ერთი იყო იმ ექიმებს შორის, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ორი წლის წინ მკურნალობდა, ნავალნის სახეში"ბრილიანტის მწვანე" შეასხეს - მაშინ პოლიტიკოსმა მხედველობის 80% დაკარგა. ანასტასიას თქმით, პატიმრის მონახულების უფლებას არ აძლევენ.

ალექსეი ნავალნის 2017 წელს "ბრილიანტის მწვანე" შეასხეს

რუსმა სამართალდამცველებმა შაბათს მოსკოვში საპროტესტო აქციის 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ალექსეი ნავალნის წარმომადგენელმა, კირა იარმუშმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ოპოზიციის ლიდერი კვირას დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სახე შეშუპებული აქვს, კანზე კი სიწითლე აღენიშნება. იარმუში აღნიშნავს, რომ ალერგიის მიზეზი უცნობია, ნავალნის კი მსგავსი რეაქცია არასოდეს არაფერზე ჰქონია.

ყველაფერი გასულ კვირას დაიწყო - საარჩევნო კომისიამ 30-მდე კანდიდატს არ მისცა უფლება, კენჭი ეყარა. მიზეზად მათ მიერ შეგროვილი 5 500 ხელმოწერის გაყალბება დაასახელა. ძალიან მალე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში კანდიდატების დისკვალიფიკაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

იმავდროულად, მთავარმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსახლეობას ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებისკენ მოუწოდა. თავად ნავალნის არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მოწოდების გავრცელებისთვის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აქცია მაინც ჩატარდა და ქალაქის ქუჩებში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ამას პოლიტიკოსები და ექსპერტები ელოდნენ.

ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თუ როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი ფიზიკურად მშვიდდობიან მომიტინგეებს.

"სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ“ - კანადის მთავარი ექიმის რეკომენდაცია

ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე

"ნოვიჩოკი", რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება - რუსი დეპუტატი