საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული რუსი პატიმარი 43 წლისაა, გარდაცვლილი კი 35 წლის ქართველია.
რაც შეეხება მათი დაპირისპირების მიზეზს, ეს ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა შაბათს, ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
VIDEO: ბერძნულ ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი სასტიკად მოკლა