სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ, ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს" - რა თქვა პროცესზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ
"მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ, ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს" - რა თქვა პროცესზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში, ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრო­ცესს ეს­წრე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ის წარ­დგნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს. გამ­ყრე­ლი­ძემ მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძეს სი­ტყვით მი­მარ­თა, სა­დაც გან­მარ­ტა, რომ და­კა­ვე­ბის დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მიზ­ნით მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

"მე ის ვიცი, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ. არა­ფერ­ზე მო­მი­წე­რია ხელი, არ ვე­თან­ხმე­ბი ბრალ­დე­ბას. ამას პო­ლი­ცი­ა­საც ვე­უბ­ნე­ბო­დი, რის გა­მოც მცე­მეს, მირ­ტყამ­დნენ ყველ­გან - თვალ­ში, თავ­ში, ზურ­გში. რომ ვთქვი ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა-მეთ­ქი, 20 დღის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა მტკი­ო­და. ნუთუ ეს არის სა­მარ­თა­ლი?" - აღ­ნიშ­ნა და­კა­ვე­ბულ­მა, ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღეს­ვე ად­ვო­კა­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მის ბა­თი­ლად ცნო­ბას და და­კა­ვე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს ცო­ლის, შვი­ლის, რძლის და ნა­თე­სა­ვის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა და ბრა­ლის და­ზუს­ტე­ბის შემ­დეგ, მას გა­მო­ძი­ე­ბა არა მკვლე­ლო­ბას, არა­მედ მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბა მკვლე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 მა­ისს მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ, ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს" - რა თქვა პროცესზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ

"მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ, ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს" - რა თქვა პროცესზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ

თელავის რაიონულ სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის წარდგნილ ბრალდებას არ აღიარებს. გამყრელიძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების დღეს სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მე ის ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. არაფერზე მომიწერია ხელი, არ ვეთანხმები ბრალდებას. ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს, მირტყამდნენ ყველგან - თვალში, თავში, ზურგში. რომ ვთქვი ყველაფერი მტკივა-მეთქი, 20 დღის შემდეგ დაინტერესდნენ, რა მტკიოდა. ნუთუ ეს არის სამართალი?" - აღნიშნა დაკავებულმა, ომარ გამყრელიძემ.

დღესვე ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას და დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს