სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ხაზარაძის საქმე" - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბიზნესმენის ირგვლივ
"ხაზარაძის საქმე" - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბიზნესმენის ირგვლივ

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, ხა­ზა­რა­ძე­სა და ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი ედე­ბათ ჯგუ­ფუ­რად, 16 754 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე.

ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე დღეს და­ბა­რე­ბულ­ნი არი­ან გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მათ­თვის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის წარ­დგე­ნის მიზ­ნით. ხოლო ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ზი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უკვე ნა­ხე­ვა­რი წე­ლია აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. საქ­მე ეხე­ბა 2019 წლის და­სა­წყი­სი­დან მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბას, "თი­ბი­სი ბან­კის" 11-12 წლის წი­ნან­დელ ტრან­ზაქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით წა­მო­ი­წყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2008 წლის ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გამო, ბანკსა და მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი ისე აგორ­და, რომ ბევრ ეჭვს და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი, რაც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტობ­რი­ვი დე­ტა­ლე­ბი­თაც არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ეს პრო­ცე­სი ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და ამ სა­კი­თხზე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტი თა­ვად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­მაც ახ­სე­ნა ირი­ბად, მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, „თი­ბი­სის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ეჭ­ვებს იმით გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ამ საქ­მე­ზე არა დღეს და გუ­შინ, არა­მედ 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო. მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტომ­დე გავ­რცელ­და მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია ხა­ზა­რა­ძის პი­როვ­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და და გთა­ვა­ზობთ, ხა­ზა­რა­ძის საქ­მის ქრო­ნო­ლო­გი­ას, თუ რო­დის და რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სი.

2018 წლის აპ­რი­ლი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაბ­რუნ­და და პარ­ტია „ქარ­თულ ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას დას­თან­ხმდა.

2018 წლის 12 ივ­ნი­სი - პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი "იუ­ნი­სე­ფის" კვლე­ვა­სა და სი­ღა­რი­ბის სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავ­და, თუმ­ცა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ზეც ცნო­ბე­ბი მე­დი­ა­ში იმ პე­რი­ოდ­ში­ვე გავ­რცელ­და - პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის­თვის ანაკ­ლი­ის პორ­ტი­სა და ხა­ზა­რა­ძის შე­სა­ხებ ბევ­რი შე­კი­თხვა და­უს­ვამს. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვილს ისიც კი უთ­ქვამს, "ფრთხი­ლად იყოს ხა­ზა­რა­ძე, თო­რემ ხო­დორ­კოვ­სკის ბედს გა­ი­ზი­ა­რებ­სო". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ხაზარაძის საქმე" - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბიზნესმენის ირგვლივ

"ხაზარაძის საქმე" - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბიზნესმენის ირგვლივ

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ასევე პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ გენერალური პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაზისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უკვე ნახევარი წელია აქტუალობას არ კარგავს. საქმე ეხება 2019 წლის დასაწყისიდან მედიაში გავრცელებულ ცნობას, "თიბისი ბანკის" 11-12 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც პროკურატურამ გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ტრანზაქციების გამო, ბანკსა და მის დამფუძნებლებთან დაკავშირებული სკანდალი ისე აგორდა, რომ ბევრ ეჭვს დაუდო საფუძველი, რაც სხვადასხვა ფაქტობრივი დეტალებითაც არის გამყარებული. მათ შორის, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ეს პროცესი ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ამ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება. საინტერესოა ისიც, რომ ანაკლიის პორტი თავად მამუკა ხაზარაძემაც ახსენა ირიბად, მის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებულ ეჭვებს იმით გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ საქმეზე არა დღეს და გუშინ, არამედ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. მაგრამ საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ აგვისტომდე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია ხაზარაძის პიროვნებით პროკურატურის დაინტერესების შესახებ.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა და გთავაზობთ, ხაზარაძის საქმის ქრონოლოგიას, თუ როდის და როგორ ვითარდებოდა პროცესი.

2018 წლის აპრილი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს ხელმძღვანელობას დასთანხმდა.

2018 წლის 12 ივნისი - პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ოფიციალური ვერსიით, მმართველი გუნდი "იუნისეფის" კვლევასა და სიღარიბის საკითხებს განიხილავდა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, რაზეც ცნობები მედიაში იმ პერიოდშივე გავრცელდა - პარტიის თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერისთვის ანაკლიის პორტისა და ხაზარაძის შესახებ ბევრი შეკითხვა დაუსვამს. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილს ისიც კი უთქვამს, "ფრთხილად იყოს ხაზარაძე, თორემ ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებსო". წაიკითხეთ სრულად

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

სად შეიკრიბნენ დღეს გახარია, თალაკვაძე და მინისტრები - ფოტოები ახალციხიდან

"თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში" - ღარიბაშვილმა "მთავარ არხს" და "ფორმულას" "პუტინისტები" უწოდა