ავტორი:

რატომ გაძვირდა საწვავი - სოსო ფხაკაძის განმარტება

რატომ გაძვირდა საწვავი - სოსო ფხაკაძის განმარტება

"ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე საწვავის გაძვირების მიზეზებს განმარტავს. სოსო ფხაკაძე ჟურნალისტებთან საქართველოში საწვავის ზრდის ორ ძირითად მიზეზად, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდასა და ლარის გაუფასურებას ასახელებს.

"მიზეზები, რამაც ბოლო პერიოდში საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია, არის საერთაშორისო ფასების ზრდა პლაცის, რომელიც არის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი და მეორე, რასაკვირველია, ეროვნული ვალუტის კურსი.

რამეთუ პროდუქციას აშშ დოლარებში ვყიდულობთ და მისი გაყიდვა და შემოსავლის მიღება ლარებში ხდება. შემდეგი პარტია, რომ შევისყიდოთ ამისთვის გვჭირდება ლარების კონვერტაცია და როდესაც კონვერტაციას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ეს ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს შიდა ბაზარზე ფასების ზრდაში," - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ