ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ჰქოდათ, კატეგორიულად უარყოფს.
მელაძის თქმით, მან ოქრუაშვილისგან მხოლოდ ის მოისმინა, რაც 20 ივლისს პირდაპირ ეთერში გავიდა და სხვა ტიპის კომუნიკაცია არ ჰქონია.
ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ანა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსადა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა შედგა. მისივე თქმით, ოქრუაშვილმა შესთავაზა ათიოდე ჟურნალისტს ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა. რეხვიაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა პასუხისთვის დრო ითხოვეს.