პარტნიორები:
    ავტორი:

    17 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

    17 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა, - ნათქვამია განცხადებაში.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

    თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

    შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

    "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს