სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა
„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა

„ნენ­სკრა ჰიდ­როს“ მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტით მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში მცხოვ­რებ­მა 86-მა ოჯახ­მა ისარ­გებ­ლა,- ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ნენ­სკრა ჰე­სის“ საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ მი­წა­ზე უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის ოფი­ცერ­მა კობა გაგ­ნი­ძემ მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ პრო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ მი­წა­ზე უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის ოფი­ცე­რი მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­საც კომ­პა­ნია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში, ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

- ბა­ტო­ნო კობა, თავ­და­პირ­ვე­ლად რომ გვი­თხრათ, რას გუ­ლის­ხმობს მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტი?

- სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტი­დან და­ი­წყო და მის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნია ეხ­მა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მი­წის სა­კა­დას­ტრო-აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, რაც ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტია მი­წის და­რე­გის­ტრი­რე­ბის­თვის. თუმ­ცა ცხა­დია, შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბი­ცაა გა­სავ­ლე­ლი მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა უნდა მი­მარ­თონ სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას. ჩვენ ამ პრო­ცეს­ში უკვე აღარ ვართ ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა სა­კა­დას­ტრო-აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზის მომ­ზა­დე­ბის გარ­და, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­დავ­ცემთ მო­სახ­ლე­ო­ბას, და­მა­ტე­ბით კი­დევ ვუ­წევთ კონ­სულ­ტა­ცი­ას შემ­დე­გი პრო­ცე­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ, ანუ ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ვის, რო­გორ და სად უნდა მი­მარ­თონ, რომ მიწა სა­ბო­ლო­ოდ და­ი­რე­გის­ტრი­რონ.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბა?

- ცხა­დია, „ნენ­სკრა ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლებ­ზეც უნდა მო­ვი­პო­ვოთ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, თუმ­ცა ერთ-ერთ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს მი­წე­ბი არ აქვთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და არც შე­სა­ბა­მი­სი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დამ­დგე­ნი დო­კუ­მენ­ტი აქვთ, რაც მის­ცემ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ეს მი­წე­ბი და­ე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნათ. თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­კა­დას­ტრო-აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ავი­ღეთ მხო­ლოდ იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა შემ­დეგ რომ შევ­ხე­დეთ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, გა­და­წყდა, რომ ეს რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ისე ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა.

რო­გორც იცით, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მი­წის რე­გის­ტრა­ცია უფა­სოა, თუმ­ცა სა­კა­დას­ტრო-აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბა პრობ­ლე­მუ­რია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რე­გი­ო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავს მომ­სა­ხუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ან ზუგ­დიდ­ში მდე­ბა­რე­ობს ან მეს­ტი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მე­სა­კუთ­რის­თვის ამ­ხე­ლა მან­ძილ­ზე ჩას­ვლას და მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი შევ­ქმე­ნით და კარ­და­კარ პრინ­ცი­პით დავ­დი­ვართ ოჯა­ხებ­თან , ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს შე­სა­ბა­მის ფორ­მებს ვავ­სე­ბი­ნებთ და მომ­სა­ხუ­რე­ბას ვუ­წევთ.

- რა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის შე­დე­გად?

- ეს პროგ­რა­მა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რომ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ვე­ლონ სხვა­დას­ხვა ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც მათ შე­მო­სავ­ლის წყა­როს შე­უქ­მნის. მათ შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შეძ­ლე­ბენ სხვა სო­ცი­ა­ლურ პრო­ქ­ტებ­ში ჩარ­თვას, მა­გა­ლი­თად, პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­მობს. ამას­თან, იმის­თვის, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა აწარ­მო­ონ, თუნ­დაც გახ­სნან სას­ტუმ­რო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მიწა ჰქონ­დეთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის იგი­ვე სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მი­წე­ბი ჰქონ­დეთ სა­კუთ­რე­ბა­ში, რო­მელ­საც სეს­ხის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

- რო­გო­რია ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­წყო­ბა და რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ამ პრო­ექ­ტში?

- იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ერთ-ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზას და­ვა­დე­ქით, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა, რომ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ნენ­სკრას და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში 400 ოჯახს გა­ვუ­წი­ოთ მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­თა მფლო­ბე­ლო­ბა­შიც ჯა­მუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 450 ჰექ­ტა­რი მი­წაა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, უკვე მომ­ზად­და 195 სა­კა­დას­ტრო-აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზი და აზო­მი­ლია 115 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნი­ას მი­წის ნაკ­ვე­თის აზომ­ვის თხოვ­ნით ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის­გან 127 გა­ნა­ცხა­დი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ­გან 86 ოჯახს სა­კა­დას­ტრო ნა­ხა­ზი უკვე მო­უმ­ზად­და და ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლას დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა

„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა

„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერმა კობა გაგნიძემ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერ პროექტზე საუბრისას განუცხადა.

სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერი მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტის დეტალებზე საუბრობს, რომელსაც კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭუბერსა და ნაკრაში ახორციელებს.

- ბატონო კობა, თავდაპირველად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი?

- სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და მის ფარგლებში, კომპანია ეხმარება მოსახლეობას მიწის საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადებაში, რაც ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია მიწის დარეგისტრირებისთვის. თუმცა ცხადია, შემდგომი პროცედურებიცაა გასავლელი მიწის რეგისტრაციისთვის, ადგილობრივებმა უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას. ჩვენ ამ პროცესში უკვე აღარ ვართ ჩართული, თუმცა საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მომზადების გარდა, რომელსაც სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ მოსახლეობას, დამატებით კიდევ ვუწევთ კონსულტაციას შემდეგი პროცეტურების შესახებ, ანუ ვაწვდით ინფორმაციას ვის, როგორ და სად უნდა მიმართონ, რომ მიწა საბოლოოდ დაირეგისტრირონ.

- რამ განაპირობა ამ სოციალური პროექტის საჭიროება?

- ცხადია, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის საჭიროა გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომლებზეც უნდა მოვიპოვოთ საკუთრების უფლება შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, თუმცა ერთ-ერთ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივებს მიწები არ აქვთ რეგისტრირებული და არც შესაბამისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი აქვთ, რაც მისცემდათ საშუალებას, რომ ეს მიწები დაერეგისტრირებინათ. თავდაპირველად პროექტის ფარგლებში საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადების ვალდებულება ავიღეთ მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც პროექტის ზემოქმედებაში ხვდებოდნენ, თუმცა შემდეგ რომ შევხედეთ სოციალურ მდგომარეობას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, გადაწყდა, რომ ეს როგორც სოციალური პროექტი ისე ჩამოგვეყალიბებინა.

როგორც იცით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის რეგისტრაცია უფასოა, თუმცა საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადება პრობლემურია მოსახლეობისთვის, რეგიონიდან გამომდინარე. კომპანიები, რომლებიც მსგავს მომსახურებას უზრუნველყოფენ ან ზუგდიდში მდებარეობს ან მესტიაში, შესაბამისად, ისინი ერთი კონკრეტული მესაკუთრისთვის ამხელა მანძილზე ჩასვლას და მომსახურების გაწევას ვერ უზრუნველყოფენ. ჩვენ სპეციალური ჯგუფი შევქმენით და კარდაკარ პრინციპით დავდივართ ოჯახებთან , ვისაც სურვილი აქვს შესაბამის ფორმებს ვავსებინებთ და მომსახურებას ვუწევთ.

- რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ სოციალური პროექტის შედეგად?

- ეს პროგრამა ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს, რომ რეგისტრირებული ქონებით უზრუნველონ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა, რაც მათ შემოსავლის წყაროს შეუქმნის. მათ შორის, ადგილობრივები შეძლებენ სხვა სოციალურ პროქტებში ჩართვას, მაგალითად, პროექტში, რომელიც სამეურნეო საქმიანობის განვითარებაში მხარდაჭერას გულისმობს. ამასთან, იმისთვის, რომ ადგილობრივებმა კომერციული საქმიანობა აწარმოონ, თუნდაც გახსნან სასტუმრო, აუცილებელია, რომ მიწა ჰქონდეთ რეგისტრირებული, მათ შორის იგივე საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას აუცილებელია, რომ მიწები ჰქონდეთ საკუთრებაში, რომელსაც სესხისთვის უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენებენ.

- როგორია ადგილობრივების განწყობა და რამდენად აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტში?

- იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის გზას დავადექით, ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ნენსკრას და ნაკრას ხეობებში 400 ოჯახს გავუწიოთ მომსახურება, რომელთა მფლობელობაშიც ჯამურად დაახლოებით 450 ჰექტარი მიწაა. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მომზადდა 195 საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და აზომილია 115 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამ ეტაპზე კომპანიას მიწის ნაკვეთის აზომვის თხოვნით ადგილობრივი მცხოვრებლებისგან 127 განაცხადი აქვს მიღებული, მათგან 86 ოჯახს საკადასტრო ნახაზი უკვე მოუმზადდა და ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველას დაკმაყოფილება.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ