სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?
"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?

"თუ პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებ შენ ირ­გვლივ სამ­ყა­როს და ცდი­ლობ, უფრო მეტი კარ­გი და­ი­ნა­ხო, ეს ყვე­ლა­ფერ­ზე აი­სა­ხე­ბა - სა­ხის კან­ზე, თმა­ზე, მი­მი­კა­ზე და ასე შემ­დეგ. ამი­ტომ, რაც უნდა რთუ­ლი გა­რე­მო იყოს, მა­ინც უნდა შე­ვე­ცა­დოთ ოპ­ტი­მის­ტე­ბად დავ­რჩეთ", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, სი­ლა­მა­ზით ცნო­ბი­ლი ვერა ქო­ბა­ლია. დღეს ის კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, კა­ნა­დის მთავ­რო­ბის მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა უჭი­რავს და მი­უ­ხე­და­ვად ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი მრა­ვა­ლი ბა­რი­ე­რი­სა, შე­უ­და­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

- რა ახ­დენს ყვე­ლა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე?

- რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი... ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტია გა­რე­მო, სა­დაც ადა­მი­ა­ნი იზ­რდე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად იდე­ა­ლურ გა­რე­მოს ვგუ­ლის­ხმობ! მწერ­ლებ­ში არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა, - სად­მე ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში წა­ვალ, რათა იქ გე­ნი­ა­ლუ­რი აზ­რე­ბი მო­ვი­დეს და კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი დავ­წე­როო. ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, თუ რა პი­რო­ბე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში და ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­მა შექ­მნა ძა­ლი­ან კარ­გი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, სა­უ­კე­თე­სო თა­ო­ბა. ვთვლი, რომ ინ­ტე­ლექტს აქვს ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

- ბავ­შვო­ბა­ში რო­მე­ლი მწერ­ლე­ბი და ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იყო თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით საყ­ვა­რე­ლი?

- შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან­ვე ინ­ტრო­ვენ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის მერ­ჩივ­ნა დრო ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან და წიგ­ნებ­თან გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ამი­ტო­მაც, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი. ახ­ლაც მაქვს თვი­სე­ბა: რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც უნდა ჩა­ვი­დე, ყველ­გან ძა­ლი­ან ბევრ წიგნს ვყი­დუ­ლობ და მერე აღარ ვიცი ხოლ­მე, ამ­დე­ნი წიგ­ნი სად და­ვა­ლა­გო. ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ვკი­თხუ­ლობ­დი, რა­საც ვი­პო­ვი­დი, რად­გან ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში და­ვი­ბა­დე და სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის შოვ­ნა მარ­ტი­ვი არ იყო. 8-9 წლის ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და მაინ რიდი. მახ­სოვს, ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი და იქ ვთქვი, - ჩემი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი მაინ რი­დია-მეთ­ქი, გა­უკ­ვირ­დათ, რად­გან ასე­თი მწე­რა­ლი თუ არ­სე­ბობ­და, არც იცოდ­ნენ. ამე­რი­კა­ში არ იყო ალ­ბათ იმ­დე­ნად ცნო­ბი­ლი და ჩვენ­თან, რად­გან ნა­თარ­გმნი იყო რუ­სუ­ლად თუ ქარ­თუ­ლად, ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბას გვიყ­ვარ­და და იქ იყო ჩვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ამე­რი­კა. ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეგ­ვიძ­ლია წიგ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­ზე გა­ვი­გოთ, ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ აზი­ე­ლი ან აფ­რი­კე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წა­კი­თხვას.

- სა­მოგ­ზა­უ­როდ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბია თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი - თა­ნა­მედ­რო­ვე მე­გა­პო­ლი­სე­ბი თუ ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე?

- უფრო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ენერ­გი­უ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ ვცდი­ლობ­დი მე­გა­პო­ლი­სებ­ში მე­მოგ­ზა­უ­რა, იქა­უ­რი ენერ­გია, ადა­მი­ა­ნე­ბის სწრა­ფი რიტ­მი ძა­ლი­ან მხიბ­ლავ­და... ახლა, როცა უკვე შვი­ლი მყავს, სამ­ყა­როს სხვა თვა­ლით ვხე­დავ და ძა­ლი­ან დიდ სი­ხა­რულს ღია სივ­რცე მა­ნი­ჭებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ყვე­ლა კუ­თხე­ში ნამ­ყო­ფი ვარ, მაგ­რამ ვგეგ­მავ, კი­დევ ბევ­რჯერ ვეწ­ვიო თი­თო­ე­ულ მხა­რეს და ჩემს შვილ­საც ყვე­ლა კუ­თხე სა­უ­კე­თე­სოდ გა­ვაც­ნო... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?

"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?

"თუ პოზიტიურად უყურებ შენ ირგვლივ სამყაროს და ცდილობ, უფრო მეტი კარგი დაინახო, ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, თმაზე, მიმიკაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ ოპტიმისტებად დავრჩეთ", - ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, სილამაზით ცნობილი ვერა ქობალია. დღეს ის კანადაში ცხოვრობს, კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა უჭირავს და მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი მრავალი ბარიერისა, შეუდარებლად გამოიყურება.

- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- რამდენიმე ფაქტორი... ერთ-ერთი გადამწყვეტია გარემო, სადაც ადამიანი იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურად იდეალურ გარემოს ვგულისხმობ! მწერლებში არსებობს გამოთქმა, - სადმე ურთულეს პირობებში წავალ, რათა იქ გენიალური აზრები მოვიდეს და კარგი ნაწარმოები დავწეროო. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობები იყო საქართველოში 90-იან წლებში და ზუსტად იმ პერიოდმა შექმნა ძალიან კარგი ხელოვანები, საუკეთესო თაობა. ვთვლი, რომ ინტელექტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში.

- ბავშვობაში რომელი მწერლები და ნაწარმოებები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?

- შეიძლება საზოგადოებას გაუკვირდეს, მაგრამ ბავშვობიდანვე ინტროვენტული ადამიანი ვიყავი. ყოველთვის მერჩივნა დრო ახლობელ ადამიანებთან და წიგნებთან გამეტარებინა. ამიტომაც, პატარაობიდანვე ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ახლაც მაქვს თვისება: რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავიდე, ყველგან ძალიან ბევრ წიგნს ვყიდულობ და მერე აღარ ვიცი ხოლმე, ამდენი წიგნი სად დავალაგო. ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც ვიპოვიდი, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დავიბადე და სასურველი წიგნების შოვნა მარტივი არ იყო. 8-9 წლის ასაკში განსაკუთრებულად მიყვარდა მაინ რიდი. მახსოვს, ამერიკაში პირველად რომ წავედი და იქ ვთქვი, - ჩემი საყვარელი მწერალი მაინ რიდია-მეთქი, გაუკვირდათ, რადგან ასეთი მწერალი თუ არსებობდა, არც იცოდნენ. ამერიკაში არ იყო ალბათ იმდენად ცნობილი და ჩვენთან, რადგან ნათარგმნი იყო რუსულად თუ ქართულად, ბავშვების უმეტესობას გვიყვარდა და იქ იყო ჩვენი თვალით დანახული ამერიკა. ვინაიდან ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია წიგნების მეშვეობით კონკრეტულ ქვეყნებზე გავიგოთ, ამიტომაც ვცდილობ აზიელი ან აფრიკელი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვას.

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- უფრო ახალგაზრდა ასაკში, ენერგიულობიდან გამომდინარე, სულ ვცდილობდი მეგაპოლისებში მემოგზაურა, იქაური ენერგია, ადამიანების სწრაფი რიტმი ძალიან მხიბლავდა... ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ და ძალიან დიდ სიხარულს ღია სივრცე მანიჭებს. საქართველოში ალბათ ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, მაგრამ ვგეგმავ, კიდევ ბევრჯერ ვეწვიო თითოეულ მხარეს და ჩემს შვილსაც ყველა კუთხე საუკეთესოდ გავაცნო... წაიკითხეთ სრულად

დავით კოდუა კვლავ კოვიდკლინიკაში იმყოფება - როგორია დაკავებული ბიზნესმენის მდგომარეობა?

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტი  „ბიზნეს ინკუბატორის“ მეორე ნაკადის მიღებას  იწყებს