სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს - სერგეი გავრილოვი
საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს - სერგეი გავრილოვი

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დაგ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც და­უშ­ვეს რა­დი­კა­ლე­ბის პრო­ვო­კა­ცია ასამ­ბლე­ის სე­სი­ის დროს, - გა­ნა­ცხა­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რემ, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ „არა­ნა­ი­რი ბო­დი­ში არც რუ­სეთს და არც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ა­ში შე­მა­ვა­ლი სხვა ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს­გან არ მი­უ­ღი­ათ“, - თქვა რუს­მა დე­პუ­ტატ­მა.

გავ­რი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასამ­ბლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა - 23 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ას­კვნეს, რომ მო­მა­ვალ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვი­ან. გავ­რი­ლო­ვის სი­ტყვე­ბით, შე­საძ­ლო სა­ხელ­მწი­ფოდ რუ­სე­თი და­სა­ხელ­და.

გავ­რი­ლოვ­მა ასე­ვე აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა „სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბით“ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის დროს. მი­სი­ვე თქმით, „სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ალ­ბათ უკვე აღარ არ­სე­ბობს, ის არის სა­თა­მა­შო გა­რე­დან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის“.

სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ასამ­ბლე­ის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ელ­ჩე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მო­ი­თხოვ­დნენ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბას მათი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მი­მართ. „ისი­ნი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა“, - აღ­ნიშ­ნა გავ­რი­ლოვ­მა.

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რომ­ლე­ბიც იყე­ნებ­დნენ ან­ტი­რუ­სულ ლო­ზუნ­გებს და ცდი­ლობ­დნენ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დის­კრე­დი­ტი­რე­ბას, იყო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა. „ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ და­ე­სა­მა­რე­ბი­ნათ ქვეყ­ნის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“, - აცხა­დებს გავ­რი­ლო­ვი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რია ნო­ვოს­ტი“ ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს - სერგეი გავრილოვი

საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს - სერგეი გავრილოვი

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს, - განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ“, - თქვა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვმა განაცხადა, რომ ასამბლის მონაწილეებმა - 23 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ მომავალში ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველა მონაწილის უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან. გავრილოვის სიტყვებით, შესაძლო სახელმწიფოდ რუსეთი დასახელდა.

გავრილოვმა ასევე აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს. მისივე თქმით, „საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის“.

სერგეი გავრილოვმა ასევე განაცხადა, რომ ასამბლეის წევრი სახელმწიფოების ელჩებიც იმყოფებოდნენ თბილისში და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ უსაფრთხოების ზომების მიღებას მათი დელეგაციების მიმართ. „ისინი ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ არანაირი ზომები მიღებული არ ყოფილა“, - აღნიშნა გავრილოვმა.

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებიც იყენებდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს და ცდილობდნენ მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტირებას, იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. „ისინი ცდილობდნენ დაესამარებინათ ქვეყნის ცივილიზებული განვითარება“, - აცხადებს გავრილოვი. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ვატიკანში კათოლიკურმა ეკლესიამ აღდგომა მრევლის გარეშე აღნიშნა - ფოტოები

საფრანგეთში პანდემიის გამო “კომენდანტის საათი” მესამედ ამოქმედდა

ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"