სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტურისტები მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან -  3 სიახლე, რომელიც  ტრანსპორტის სისტემაში დაინერგება
ტურისტები მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან -  3 სიახლე, რომელიც  ტრანსპორტის სისტემაში დაინერგება

დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ფა­სუ­რის გა­და­სახ­დე­ლად ყო­ველ­თვი­უ­რი აბო­ნი­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, მაია ბი­თა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ერ­თთვი­ა­ნი აბო­ნი­მენ­ტის და­ნერგვა 2021 წლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • „სქე­მა ისე უნდა აე­წყოს, რომ პა­ტა­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­დან დიდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე გა­დაჯ­დო­მის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი მო­დე­ლი გვქონ­დეს, მათ შო­რის, გა­დახ­დის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა ან აბო­ნი­მენ­ტი, ან დი­ლით აი­ღებს ბი­ლეთს, რო­მე­ლიც და­ფა­რავს რო­გორც მეტ­როს, ასე­ვე ავ­ტო­ბუსს და ასე­ვე და­ფა­რავს იმ მცი­რე ზო­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, რო­მე­ლიც იმოძ­რა­ვებს და­მა­კავ­ში­რე­ბელ ქუ­ჩებ­ზე. ანუ ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გა­დახ­დის სის­ტე­მით გა­და­ი­ხა­დონ ერთხელ და გა­დაჯ­დო­მა მო­ახ­დი­ნონ ახა­ლი ე.წ. „მარ­შრუტ­კი­დან“ ავ­ტო­ბუს­ში, თუ დას­ჭირ­დე­ბათ ავ­ტო­ბუ­სი­დან მეტ­რო­ში. აღარ იქ­ნე­ბა დუბ­ლი­რე­ბა, რო­გორც დღეს არის. ხალ­ხს არ უნდა მო­უ­წი­ოს ცალ­კე მეტ­რო­ში, ცალ­კე ავ­ტო­ბუ­სებ­ში და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და, არა­მედ, გა­და­ი­ხა­დონ ერთხელ, იმ ბი­ლე­თის ვა­ლი­და­ცია გა­ა­კე­თონ და ეს ერთი ბი­ლე­თი გა­მო­ი­ყე­ნონ ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში.
  • მათ შო­რის ვგეგ­მავთ ამ სქე­მა­ში სა­ბა­გი­როს ჩარ­თვა­საც. რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ არის „ოფ­ცი­ე­ბი“ ასარ­ჩე­ვი, ისე იქ­ნე­ბა აქაც, რა­საც გინ­და იმას იყი­დი. გექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ერთი ავ­ტო­ბუ­სის ბი­ლე­თი იყი­დოთ, თუ ერთი ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბით ძი­რი­თა­დად, ან იყი­დოთ ავ­ტო­ბუსს პლუს მეტ­რო, ან ავ­ტო­ბუსს პლუს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი. თქვენ თა­ვად აირ­ჩევთ „ოფ­ცი­ას“. თუ იცით, რომ ყო­ველ­დღე მო­დი­ხართ მე­რი­ა­ში, იყე­ნებთ „დე­ლი­სის“ მეტ­რომ­დე სა­მარ­შრუ­ტო ტაქსს, შემ­დეგ ავ­ტო­ბუსს ან მეტ­როს, იყი­დი ამ მარ­შრუ­ტის ბი­ლეთს. ასე­ვე გვექ­ნე­ბა ერთჯე­რა­დად ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. მი­ზა­ნი არის ის, რომ ზუს­ტად იცო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბამ რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ამა თუ იმ ად­გილ­ზე მი­სას­ვლე­ლად. მეტ­რო­დან რომ ადა­მი­ა­ნი ამო­ვა, მან უნდა იცო­დეს რა დრო­ში მოვა ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­იყ­ვანს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

ე.წ. ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებს, რომ­ლე­ბიც ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას ვერ გა­ივ­ლი­ან, თბი­ლი­სის მე­რია ჯარ­თში ჩა­ა­ბა­რებს.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და, „ბოგ­და­ნის“ ავ­ტო­ბუ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩა­მო­სა­წე­რია.

  • „ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ გა­ივ­ლი­ან ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას ჩა­ნაც­ვლე­ბის მო­მენ­ტში, ან ისე­თი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ცით, რომ ხში­რად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან შე­კე­თე­ბას, რაც არა­ხარჯთ­სარ­გებ­ლი­ა­ნია რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ასე­თი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩა­მო­ი­წე­რე­ბა სა­ერ­თოდ და მოხ­დე­ბა ჯარ­თში ჩა­ბა­რე­ბა. ხოლო ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რო­მელ­თა სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა კი­დევ ით­ვლის 5-6 წე­ლი­წადს, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­ნა­წილ­დეს. თუმ­ცა, წი­ნა­საწ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­სე­ბულ ავ­ტო­პარკზე, ყვი­თე­ლი „ბოგ­და­ნის“ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე, დიდ იმე­დებს არ ვამ­ყა­რებთ. პრაქ­ტი­კუ­ლად, უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩა­მო­სა­წე­რია“, - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ტუ­რის­ტე­ბი თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს უცხო­უ­რი სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი­თაც გა­და­იხ­დი­ან.

რო­გორც ბი­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­რის­ტე­ბის­თვის იქ­ნე­ბა.

  • „ერ­თი­ა­ნი გა­დახ­დის სის­ტე­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამა­ში ჩარ­თუ­ლი არის ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. ვა­პი­რებთ ამ სის­ტე­მა­ში უცხო­უ­რი ბან­კე­ბიც ჩავ­რთოთ. მა­გა­ლი­თად, „დო­ი­ჩე ბან­კი“ და სხვა ბან­კე­ბი. ამით ტუ­რის­ტებს გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ გა­დახ­და და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა. ფაქ­ტია, რომ ეს თუ არ გა­ვა­კე­თეთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მომ­სა­ხუ­რე­ბა არ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ, სა­ცო­ბე­ბი ისე არ გა­ნიტ­ვირ­თე­ბა. უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ წეს­რიგს. ყველ­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ვერ გა­ა­ჩე­რებს და შე­საძ­ლოა, 100-150 მეტ­რი გა­ჩე­რე­ბი­დან ფე­ხი­თაც მოგ­ვი­წი­ოს გა­და­ად­გი­ლე­ბა. ახლა მო­თხოვ­ნაა, რომ ნაგ­ვის ურნა ყვე­ლას სახ­ლთან ედ­გეს, ავ­ტო­ბუ­სი ან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი სახ­ლთან ჩერ­დე­ბო­დეს. ეს ასე ვერ იქ­ნე­ბა და ამას უნდა შე­ვე­გუ­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და მაია ბი­თა­ძემ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და­გეგ­მილ, თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ მაია ბი­თა­ძეს­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უც ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ბმულ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ტურისტები მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან -  3 სიახლე, რომელიც  ტრანსპორტის სისტემაში დაინერგება

ტურისტები მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან -  3 სიახლე, რომელიც  ტრანსპორტის სისტემაში დაინერგება

დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ერთთვიანი აბონიმენტის დანერგვა 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

  • „სქემა ისე უნდა აეწყოს, რომ პატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დიდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის ძალიან კომფორტული მოდელი გვქონდეს, მათ შორის, გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც. ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსს და ასევე დაფარავს იმ მცირე ზომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იმოძრავებს დამაკავშირებელ ქუჩებზე. ანუ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ინტეგრირებული გადახდის სისტემით გადაიხადონ ერთხელ და გადაჯდომა მოახდინონ ახალი ე.წ. „მარშრუტკიდან“ ავტობუსში, თუ დასჭირდებათ ავტობუსიდან მეტროში. აღარ იქნება დუბლირება, როგორც დღეს არის. ხალხს არ უნდა მოუწიოს ცალკე მეტროში, ცალკე ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, არამედ, გადაიხადონ ერთხელ, იმ ბილეთის ვალიდაცია გააკეთონ და ეს ერთი ბილეთი გამოიყენონ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
  • მათ შორის ვგეგმავთ ამ სქემაში საბაგიროს ჩართვასაც. როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ერთი ავტობუსით გადაადგილდებით ძირითადად, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ „ოფციას“. თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ „დელისის“ მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს“, - განაცხადა ბითაძემ.

ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თბილისის მერია ჯართში ჩააბარებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, „ბოგდანის“ ავტობუსების უმრავლესობა ჩამოსაწერია.

  • „ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას ჩანაცვლების მომენტში, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება. ხოლო ავტობუსები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ითვლის 5-6 წელიწადს, შემოწმების შედეგად, შესაძლებელია გადანაწილდეს. თუმცა, წინასაწრი მონაცემებით, არსებულ ავტოპარკზე, ყვითელი „ბოგდანის“ ავტობუსებზე, დიდ იმედებს არ ვამყარებთ. პრაქტიკულად, უმრავლესობა ჩამოსაწერია“, - განაცხადა ბითაძემ.

გარდა ამისა, ტურისტები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, სერვისით სარგებლობა მოსახერხებელი განსაკუთრებით ტურისტებისთვის იქნება.

  • „ერთიანი გადახდის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ჩართული არის ქართული ბანკების უმრავლესობა. ვაპირებთ ამ სისტემაში უცხოური ბანკებიც ჩავრთოთ. მაგალითად, „დოიჩე ბანკი“ და სხვა ბანკები. ამით ტურისტებს გაუადვილდებათ გადახდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ფაქტია, რომ ეს თუ არ გავაკეთეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება არ გავაუმჯობესეთ, საცობები ისე არ განიტვირთება. უნდა მივეჩვიოთ წესრიგს. ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გააჩერებს და შესაძლოა, 100-150 მეტრი გაჩერებიდან ფეხითაც მოგვიწიოს გადაადგილება. ახლა მოთხოვნაა, რომ ნაგვის ურნა ყველას სახლთან ედგეს, ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი სახლთან ჩერდებოდეს. ეს ასე ვერ იქნება და ამას უნდა შევეგუოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად დაგეგმილ, თბილისის მერიის ინიციატივებზე „ინტერპრესნიუსმა“ მაია ბითაძესთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო