სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მიზეზი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს" -  რისი ბრალია ღამით ოფლიანობა?
"მიზეზი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს" -  რისი ბრალია ღამით ოფლიანობა?

ძი­ლის დროს ოფ­ლი­ა­ნო­ბას ბევ­რი უჩი­ვის. ამ პრობ­ლე­მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ად­გი­ლობ­რივ, მა­გა­ლი­თად, ხე­ლის­გუ­ლე­ბი­სა და ტერ­ფე­ბის ოფ­ლი­ა­ნო­ბას­თან, რო­მე­ლიც ვე­გე­ტა­ტი­უ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლას უკავ­შირ­დე­ბა. ძი­ლის დროს აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა ანუ ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზი ზო­გა­დი ოფ­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი სა­ხეა, მისი არ­სე­ბო­ბა ექიმს მი­ზე­ზის ძი­ე­ბი­სა­კენ უბიძ­გებს, მი­ზე­ზი კი შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაც იყოს, მათ შო­რის - ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და ლიმ­ფოგ­რა­ნუ­ლო­მა­ტო­ზი. ექი­მი უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა სწო­რედ ამ პა­თო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­რი­ცხვას მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ.

ლიმ­ფოგ­რა­ნუ­ლო­მა­ტო­ზი სის­ხლის სის­ტე­მის, კერ­ძოდ, ლიმ­ფუ­რი ქსო­ვი­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბაა. არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ღა­მის ოფ­ლი­ა­ნო­ბა მისი ერ­თა­დერ­თი ნი­შა­ნია, ტი­პურ შემ­თხვე­ვებ­ში კი წამ­ყვა­ნი სიმპტო­მე­ბი ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა და გამ­კვრი­ვე­ბა გახ­ლავთ. და­ა­ვა­დე­ბა ერთი ლიმ­ფუ­რი კვან­ძი­დან მე­ო­რე­ზე ვრცელ­დე­ბა. ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბი დიდ­დე­ბა კის­რის, იღ­ლი­ის არე­ებ­ში, გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის ღრუ­ში, სა­ზარ­დუ­ლი­სა და სხვა მი­და­მო­ებ­ში. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლიმ­ფუ­რი კვან­ძი დიდი ზო­მი­საა, მკვრი­ვია, ხე­ლით გა­სინ­ჯვი­სას (პალ­პა­ცი­ი­სას) უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა.

ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ვლინ­დე­ბა ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი: სი­სუს­ტე, წო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ძლი­ე­რი ოფ­ლი­ა­ნო­ბა, - რომ­ლე­ბიც სხვა და­ა­ვა­დე­ბის, მა­გა­ლი­თად, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ცენ­დეს, ამი­ტომ ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მის მიზ­ნით ტარ­დე­ბა ლიმ­ფუ­რი კვან­ძის ბი­ოფ­სია - მისი ამოკ­ვე­თა და მიკ­როს­კო­პი­უ­ლი შეს­წავ­ლა. დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. ამის­თვის იყე­ნე­ბენ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, სხი­ვურ თე­რა­პი­ას და ამ მე­თო­დე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას.

მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ოფ­ლი­ა­ნო­ბა ქრე­ბა. უნდა ით­ქვას, რომ პრო­ცე­სის გავ­რცე­ლე­ბის (შო­რე­უ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბის არ­სე­ბო­ბის) შემ­თხვე­ვა­ში ძლი­ე­რი ოფ­ლი­ა­ნო­ბა და ცხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბას ახ­ლდეს თან, თუმ­ცა ლიმ­ფოგ­რა­ნუ­ლო­მა­ტო­ზი­სა და სხვა ლიმ­ფო­მე­ბის­თვის ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა მე­ტად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მია. ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა ტი­პუ­რია ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის­თვი­საც. ამ დროს, გარ­და ოფ­ლი­ა­ნო­ბი­სა და ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბი­სა, ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს ხვე­ლა, ნახ­ვე­ლის არ­სე­ბო­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა 37-38 C-ის ფარ­გლებ­ში, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ნახ­ველ­ში და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­კო­ბაქ­ტე­რი­ის აღ­მო­ჩე­ნა.

ღა­მის ოფ­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც: შიდსი, ინ­ფექ­ცი­უ­რი მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზი, სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია, ფილ­ტვის აბსცე­სი, ენ­დო­კარ­დი­ტი, - თუმ­ცა ისიც სათ­ქმე­ლია, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს ჭარბ ოფ­ლი­ა­ნო­ბას თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ოფ­ლი­ა­ნო­ბას ხში­რად წინ უძღვის შემ­ცივ­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა.ღა­მის ოფ­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზია ღა­მის ობსტრუქ­ცი­უ­ლი აპ­ნო­ეს სინ­დრო­მი. ის საკ­მა­ოდ ხში­რია სა­შუ­ა­ლო ასა­კის შემ­დეგ და სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ პი­რებს შო­რის. ადა­მი­ა­ნი ხმა­მაღ­ლა ხვრი­ნავს, თით­ქოს "ყლა­პავს" ჰა­ერს, დრო­დად­რო წყვეტს სუნ­თქვას. არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ძი­ლის გამო დღი­სი­თაც ეძი­ნე­ბა. ყელ-ყურ-ცხვი­რის ექი­მი გა­სინ­ჯვი­სას ხში­რად ავ­ლენს ცხვირ-ხა­ხის შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ზო­მებს. ღა­მის აპ­ნო­ეს სინ­დრო­მის უკუ­გან­ვი­თა­რე­ბი­სას ოფ­ლი­ა­ნო­ბაც ქრე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მიზეზი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს" -  რისი ბრალია ღამით ოფლიანობა?

"მიზეზი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს" -  რისი ბრალია ღამით ოფლიანობა?

ძილის დროს ოფლიანობას ბევრი უჩივის. ამ პრობლემას არაფერი აქვს საერთო ადგილობრივ, მაგალითად, ხელისგულებისა და ტერფების ოფლიანობასთან, რომელიც ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლას უკავშირდება. ძილის დროს აღმოცენებული ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი ზოგადი ოფლიანობის ერთ-ერთი სახეა, მისი არსებობა ექიმს მიზეზის ძიებისაკენ უბიძგებს, მიზეზი კი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს, მათ შორის - ტუბერკულოზი და ლიმფოგრანულომატოზი. ექიმი უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ პათოლოგიების გამორიცხვას მიიჩნევს საჭიროდ.

ლიმფოგრანულომატოზი სისხლის სისტემის, კერძოდ, ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადებაა. არცთუ იშვიათად ღამის ოფლიანობა მისი ერთადერთი ნიშანია, ტიპურ შემთხვევებში კი წამყვანი სიმპტომები ლიმფური კვანძების გადიდება და გამკვრივება გახლავთ. დაავადება ერთი ლიმფური კვანძიდან მეორეზე ვრცელდება. ლიმფური კვანძები დიდდება კისრის, იღლიის არეებში, გულმკერდისა და მუცლის ღრუში, საზარდულისა და სხვა მიდამოებში. დაზიანებული ლიმფური კვანძი დიდი ზომისაა, მკვრივია, ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) უმტკივნეულოა.

ზოგ შემთხვევაში ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: სისუსტე, წონის დაქვეითება, ძლიერი ოფლიანობა, - რომლებიც სხვა დაავადების, მაგალითად, ტუბერკულოზის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს, ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით ტარდება ლიმფური კვანძის ბიოფსია - მისი ამოკვეთა და მიკროსკოპიული შესწავლა. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ იწყება მკურნალობა. ამისთვის იყენებენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას და ამ მეთოდების კომბინაციას.

მკურნალობის შემდეგ ოფლიანობა ქრება. უნდა ითქვას, რომ პროცესის გავრცელების (შორეული მეტასტაზების არსებობის) შემთხვევაში ძლიერი ოფლიანობა და ცხელება შეიძლება ნებისმიერ სიმსივნურ დაავადებას ახლდეს თან, თუმცა ლიმფოგრანულომატოზისა და სხვა ლიმფომებისთვის ჭარბი ოფლიანობა მეტად დამახასიათებელი სიმპტომია. ღამით ოფლიანობა ტიპურია ტუბერკულოზისთვისაც. ამ დროს, გარდა ოფლიანობისა და ლიმფური კვანძების გადიდებისა, ყურადღებას იპყრობს ხველა, ნახველის არსებობა, ტემპერატურის მომატება 37-38 C-ის ფარგლებში, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ცვლილებები, ნახველში დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიის აღმოჩენა.

ღამის ოფლიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვა ინფექციური დაავადებებიც: შიდსი, ინფექციური მონონუკლეოზი, სოკოვანი ინფექცია, ფილტვის აბსცესი, ენდოკარდიტი, - თუმცა ისიც სათქმელია, რომ ინფექციური დაავადებების დროს ჭარბ ოფლიანობას თავისებურებები ახასიათებს. ინფექციის შემთხვევაში ოფლიანობას ხშირად წინ უძღვის შემცივნება, ტემპერატურის მომატება.ღამის ოფლიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ღამის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ის საკმაოდ ხშირია საშუალო ასაკის შემდეგ და სიმსუქნით დაავადებულ პირებს შორის. ადამიანი ხმამაღლა ხვრინავს, თითქოს "ყლაპავს" ჰაერს, დროდადრო წყვეტს სუნთქვას. არასრულფასოვანი ძილის გამო დღისითაც ეძინება. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გასინჯვისას ხშირად ავლენს ცხვირ-ხახის შედარებით პატარა ზომებს. ღამის აპნოეს სინდრომის უკუგანვითარებისას ოფლიანობაც ქრება. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს