სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თორნიკე შარაშენიძე - "ოცნებას" აწყობს, რომ გახარია მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს
თორნიკე შარაშენიძე - "ოცნებას" აწყობს, რომ გახარია მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს

"დღეს დავ­რწმუნ­დი, რომ გა­ხა­რია თა­ვის თავ­ზე იღებს არა მხო­ლოდ თა­ვის არა­მედ სხვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც" - ეს გან­ცხა­დე­ბა ექ­სპერ­ტმა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ა­კე­თა. შა­რა­შე­ნი­ძემ ექ­სპერ­ტე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის შეხ­ვედ­რის შემ­დე­გაც ბუნ­დო­ვა­ნი დარ­ჩა, თუ ვინ გას­ცა 21 ივ­ნი­სის ღა­მეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი­თა და მხუ­თა­ვი აი­რით დაშ­ლის ბრძა­ნე­ბა.

"რო­გორც ვიცი 20-21 ივ­ნი­სის ღა­მეს რუს­თა­ველ­ზე არ იყო მხო­ლოდ შსს, იქ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ასე­ვე სამ­თავ­რო­ბო დაც­ვა, სუს-ი, ეს უწყე­ბე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი და თუ ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა მოხ­და და ფაქ­ტია ეს მოხ­და, მარ­ტო შსს არ იყო დამ­ნა­შა­ვე. მე მგო­ნია გა­ხა­რი­ას მოს­წონს და უნდა თა­ვის თავ­ზე აი­ღოს ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მან ეს დღეს ჩვენ­თა­ნაც და­ა­ფიქ­სი­რა: მე გა­ვე­ცი ბრძა­ნე­ბაო და თუ ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, თა­ვის თავ­ზე იღებს ყვე­ლა­ფერს. სი­მარ­თლე გი­თხრათ მე ეს მიკ­ვირს. ასე­ვე გვი­თხრა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სათ­ქმე­ლი და შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. ეს რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვა არ ვიცი, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ უარ­ყო­ფი­თი ფო­ნია შექ­მნი­ლი" - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წას­ვლა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ყვე­ლა მხა­რეს აწყობს მათ შო­რის მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც.

"მისი წას­ვლა ყვე­ლა მხა­რეს აწყობს, აწყობს ოპო­ზი­ცი­ას, რომ მო­ი­შო­როს ძლი­ე­რი მი­ნის­ტრი მთავ­რო­ბი­დან, ამას გარ­და აწყობს ახალ­გაზ­რდო­ბას, რო­მე­ლიც მას­ში ხე­დავს იმ ღა­მის შე­მოქ­მედს, მოხ­და პერ­სო­ნიფ­ცი­რე­ბა, მთავ­რო­ბის ყვე­ლა ნე­გა­ტი­ვი მას­ზე წა­ვი­და და ჩემი აზ­რით აწყობს "ოც­ნე­ბას" რომ ეს კაცი მო­ი­შო­რონ, რად­გან იქაც ბევ­რს არ უყ­ვარს. ის კი ამ დროს ჯი­უ­ტად ამ­ბობს, ყვე­ლა­ფერს ჩემს თავ­ზე ვი­ღე­ბო, მაგ­რამ არ მივ­დი­ვა­რო. მე დამ­რჩა გან­ცდა, რომ მან გა­ცი­ლე­ბით მეტი აიღო თა­ვის თავ­ზე, ვიდ­რე ეკუთ­ვნის. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯა­ლა­თა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ისევ ეს კა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ივა­ნიშ­ვი­ლი ზღვა­ზეა წა­სუ­ლი, ნუ პრე­მი­ე­რი ხან­და­ხან ბრი­ფინ­გებს მარ­თავს" - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თორნიკე შარაშენიძე - "ოცნებას" აწყობს, რომ გახარია მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს

თორნიკე შარაშენიძე - "ოცნებას" აწყობს, რომ გახარია მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს

"დღეს დავრწმუნდი, რომ გახარია თავის თავზე იღებს არა მხოლოდ თავის არამედ სხვის პასუხისმგებლობასაც" - ეს განცხადება ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა. შარაშენიძემ ექსპერტებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის შეხვედრის შემდეგაც ბუნდოვანი დარჩა, თუ ვინ გასცა 21 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეების რეზინის ტყვიებითა და მხუთავი აირით დაშლის ბრძანება.

"როგორც ვიცი 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველზე არ იყო მხოლოდ შსს, იქ იყო წარმოდგენილი ასევე სამთავრობო დაცვა, სუს-ი, ეს უწყებები იყვნენ ჩართულები და თუ ძალის გადამეტება მოხდა და ფაქტია ეს მოხდა, მარტო შსს არ იყო დამნაშავე. მე მგონია გახარიას მოსწონს და უნდა თავის თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა და მან ეს დღეს ჩვენთანაც დააფიქსირა: მე გავეცი ბრძანებაო და თუ ბრალეულობა გამოიკვეთა, თავის თავზე იღებს ყველაფერს. სიმართლე გითხრათ მე ეს მიკვირს. ასევე გვითხრა, რომ უახლოეს მომავალში ექნება საზოგადოებისთვის სათქმელი და შეეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას. ეს რამდენად გამოუვა არ ვიცი, რადგან მის წინააღმდეგ უარყოფითი ფონია შექმნილი" - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და იქვე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას წასვლა თანამდებობიდან ყველა მხარეს აწყობს მათ შორის მოქმედ ხელისუფლებასაც.

"მისი წასვლა ყველა მხარეს აწყობს, აწყობს ოპოზიციას, რომ მოიშოროს ძლიერი მინისტრი მთავრობიდან, ამას გარდა აწყობს ახალგაზრდობას, რომელიც მასში ხედავს იმ ღამის შემოქმედს, მოხდა პერსონიფცირება, მთავრობის ყველა ნეგატივი მასზე წავიდა და ჩემი აზრით აწყობს "ოცნებას" რომ ეს კაცი მოიშორონ, რადგან იქაც ბევრს არ უყვარს. ის კი ამ დროს ჯიუტად ამბობს, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებო, მაგრამ არ მივდივარო. მე დამრჩა განცდა, რომ მან გაცილებით მეტი აიღო თავის თავზე, ვიდრე ეკუთვნის. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჯალათადაა გამოცხადებული, ისევ ეს კაცია საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. ივანიშვილი ზღვაზეა წასული, ნუ პრემიერი ხანდახან ბრიფინგებს მართავს" - განაცხადა შარაშენიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები