სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სარეველებთან ბრძოლის უმარტივესი საშუალება და მცენარეების სწორი მოვლის მეთოდები - გამოცდილი მებაღის რჩევები
სარეველებთან ბრძოლის უმარტივესი საშუალება და მცენარეების სწორი მოვლის მეთოდები - გამოცდილი მებაღის რჩევები

გას­ხვლა-ფორ­მი­რე­ბა მცე­ნა­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია. გას­ხვლა სხვა­დას­ხვა ხერ­ხით შე­იძ­ლე­ბა, თი­თო­ე­ულ მე­თოდს კი თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მცე­ნა­რის გას­ხვლა, რა არის გას­ხვლის მი­ზა­ნი და რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ყე­ნოს არას­წო­რად გას­ხვლამ მცე­ნა­რეს, ამის შე­სა­ხებ მე­ბა­ღე ზურა ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- მცე­ნა­რის ვარ­ჯის ფორ­მი­რე­ბა, ხში­რი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტო­ტე­ბის მო­რი­დე­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს არა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს, არა­მედ მის ვე­გე­ტა­ცი­ურ, სა­ნა­ყო­ფე-გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ჩა­სახ­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ტო­ტე­ბი არის ჯან­მრთე­ლი და მას­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ფო­თო­ლი თუ ყვა­ვი­ლი სრულ­ყო­ფი­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გას­ხვლა მცე­ნა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

გას­ხვლის მი­ზა­ნია მცე­ნა­რის გა­ხა­რე­ბა. გა­ხა­რე­ბა კი ნიშ­ნავს ჯან­მრთელ ტოტს, სრულ­ყო­ფილ ფო­თოლს, ყვა­ვი­ლო­ბას და მის­გან მი­ღე­ბულ და­უ­ზი­ა­ნე­ბელ ნა­ყოფს. გას­ხვლით ხელს ვუ­წყობთ მცე­ნა­რის აე­რა­ცი­ას. კარ­გად გა­ნი­ა­ვე­ბულ ვარ­ჯში ნაკ­ლე­ბი მავ­ნე და­ა­ვა­დე­ბა ბუ­დობს, რაც ამარ­ტი­ვებს და ამ­ცი­რებს წლის მან­ძილ­ზე ჩა­სა­ტა­რე­ბელ აგ­რო­ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს.

- წლის რო­მელ სე­ზონ­ზე სხლავთ მცე­ნა­რე­ებს?

- სხვლა-ფორ­მი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ფო­თოლცვე­ნი­დან 25-30 დღის შემ­დეგ, კვირ­ტე­ბის და­ბერ­ვამ­დე. ეს ნიშ­ნავს შე­მოდ­გო­მი­დან გა­ზა­ფხუ­ლამ­დე პე­რი­ოდს, რა დრო­საც მცე­ნა­რე მოს­ვე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ამ დროს მცე­ნა­რე­ში არ მოძ­რა­ობს წყა­ლი და მას­ში გახ­სნი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

- გას­ხვლის რა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს?

- გას­ხვლის სამი მე­თო­დი არ­სე­ბობს. ესე­ნია: ძლი­ე­რი სხვლა - რა დრო­საც ტო­ტის ორი მე­სა­მე­დი იჭ­რე­ბა; სა­შუ­ა­ლო სხვლა - იჭ­რე­ბა ტო­ტის ნა­ხე­ვა­რი; მსუ­ბუ­ქი სხვლა - იჭ­რე­ბა ტო­ტის ერთი მე­სა­მე­დი.

- სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გას­ხვლა სჭირ­დე­ბა?

- რა თქმა უნდა - სხვლა-ფორ­მი­რე­ბის მე­თო­დი სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ჯიშ­ზე, ფორ­მა­ზე, მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­ზე და იმის ცოდ­ნა­ზე, თუ რა ფუნ­ქცია აქვს. არის ასე­თი მცე­ნა­რე - ირ­მის რქა, მისი სა­ხე­ლი და გას­ხლუ­ლი ხის ვარ­ჯი ერ­თმა­ნეთს უნდა ემ­თხვე­ო­დეს. მე­ბა­ღემ ისე უნდა გა­ა­კე­თოს აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შაო, რომ ვარ­ჯი ნამ­დვი­ლი რქე­ბი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ეს მის სი­ლა­მა­ზეს ერ­თი­ო­რად აუმ­ჯო­ბე­სებს.

მაგ­რამ თუ წყავს ისე გავ­სხლავთ, რო­გორც ირ­მის რქას, ჯო­ბია, სულ არ გვედ­გას ასე­თი ფორ­მის მცე­ნა­რე, რად­გან მას სხვა­დას­ხვა გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფორ­მე­ბით სჭირ­დე­ბა ფორ­მი­რე­ბა.

- გას­ხვლი­სას რა უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რე­ბია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი? რა არის ის ზო­გა­დი წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გას­ხვლის პრო­ცეს­ში უნდა გვახ­სოვ­დეს?

- შე­ვეც­დე­ბი, გას­წავ­ლოთ გას­ხვლის მარ­ტი­ვი გზე­ბი:

პირ­ველ რიგ­ში მო­ა­ჭე­რით გამ­ხმა­რი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტო­ტე­ბი. მო­ა­ცი­ლეთ ისე­თი ტო­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ერ­თმა­ნეთ­სა და მი­მარ­თუ­ლია მცე­ნა­რის გუ­ლის­კენ. მო­ა­ჭე­რით სუს­ტი და მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი ტო­ტე­ბი. შე­ე­ცა­დეთ, მცე­ნა­რეს ვარ­ჯის სიღ­რმი­დან ამო­აჭ­რათ ის ტო­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მას აე­რა­ცი­ა­ში ხელს უშ­ლის. და ბო­ლოს, და­ა­მოკ­ლეთ დარ­ჩე­ნი­ლი ტო­ტე­ბი.

- რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ყე­ნოს არას­წო­რად გას­ხვლამ მცე­ნა­რეს?

- არას­წო­რად სხვლა-ფორ­მი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მცე­ნა­რეს და­უ­კარ­გოს სი­ლა­მა­ზე, ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, და­ა­ზი­ა­ნოს სხვა მცე­ნა­რე და, ყვე­ლა­ზე ცუდ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­იწ­ვი­ოს მისი ხმო­ბა.

ლა­მაზ, ხას­ხა­სა გა­ზონ­ზე სე­ირ­ნო­ბა ყვე­ლას ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებს. თვალ­საც ხიბ­ლავს მწვა­ნე ბა­ლა­ხი, თუმ­ცა მისი მოვ­ლა ად­ვი­ლი რო­დია. სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხი ძა­ლი­ან ძნე­ლი გა­სა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ის ყო­ველ­დღი­ურ ბრძო­ლას მო­ი­თხოვს, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ჩვენ კი ვეც­დე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზოთ სა­რე­ვე­ლას­თან ბრძო­ლის უმარ­ტი­ვე­სი და რაც მთა­ვა­რია, საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბი.

1. სოდა

თუ თქვენს ეზო­ში მომ­რავ­ლე­ბულ­მა სა­რე­ვე­ლა ბა­ლახ­მა ძა­ლი­ან შე­გა­წუ­ხათ, გირ­ჩევთ მო­ი­მა­რა­გოთ სოდა. ეს იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. უბ­რა­ლოდ, მო­ა­ყა­რეთ სოდა პრობ­ლე­მურ ად­გი­ლას და იქ სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხი აღარ გა­იზ­რდე­ბა.

2. მა­რი­ლი

ერთი ჭიქა მა­რი­ლი გახ­სე­ნით ორ ჭიქა ადუ­ღე­ბულ წყალ­ში და სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხსნა­რი მზად არის. მო­ას­ხით ეს ნა­ზა­ვი სა­ჭი­რო ად­გი­ლას და სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხი არა­თუ გაქ­რე­ბა, კარ­გა ხანი სხვაც არ ამო­ვა.

3. ძმა­რი

ჩა­ას­ხით ძმა­რი პუ­ლე­ვი­ზა­ტო­რი­ან ბოთ­ლში და მორ­წყით სა­რე­ვე­ლა. ეს პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ჩა­ა­ტა­როთ, რათა ძმა­რი მცე­ნა­რე­ებს არ მოხ­ვდეთ.

4. არა­ყი

აუ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში 30 მლ არა­ყი, რამ­დე­ნი­მე წვე­თი თხე­ვა­დი სა­პო­ნი და ორი ჭიქა წყა­ლი. ჩა­ას­ხით ასე­ვე პუ­ლე­ვი­ზა­ტო­რი­ან ბოთ­ლში და შე­ას­ხუ­რეთ სა­რე­ვე­ლას, რო­მელ­საც ეცე­მა მზე. ჩრდილ­ში ეს მე­თო­დი არ ამარ­თლებს.

5. ფუ­რა­ჟის მარ­ცვა­ლი

ეს პრო­დუქ­ტი ხელს უშ­ლის სა­რე­ვე­ლას ზრდას ნა­ხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სარეველებთან ბრძოლის უმარტივესი საშუალება და მცენარეების სწორი მოვლის მეთოდები - გამოცდილი მებაღის რჩევები

სარეველებთან ბრძოლის უმარტივესი საშუალება და მცენარეების სწორი მოვლის მეთოდები - გამოცდილი მებაღის რჩევები

გასხვლა-ფორმირება მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია. გასხვლა სხვადასხვა ხერხით შეიძლება, თითოეულ მეთოდს კი თავისი დანიშნულება აქვს. რამდენად მნიშვნელოვანია მცენარის გასხვლა, რა არის გასხვლის მიზანი და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არასწორად გასხვლამ მცენარეს, ამის შესახებ მებაღე ზურა ჩალათაშვილი გვესაუბრა.

- მცენარის ვარჯის ფორმირება, ხშირი და დაზიანებული ტოტების მორიდება აუმჯობესებს არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ მის ვეგეტაციურ, სანაყოფე-გენერაციული ორგანოების ჩასახვასა და განვითარებას. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ტოტები არის ჯანმრთელი და მასზე განვითარებული ფოთოლი თუ ყვავილი სრულყოფილია. აქედან გამომდინარე, გასხვლა მცენარისთვის მნიშვნელოვანია.

გასხვლის მიზანია მცენარის გახარება. გახარება კი ნიშნავს ჯანმრთელ ტოტს, სრულყოფილ ფოთოლს, ყვავილობას და მისგან მიღებულ დაუზიანებელ ნაყოფს. გასხვლით ხელს ვუწყობთ მცენარის აერაციას. კარგად განიავებულ ვარჯში ნაკლები მავნე დაავადება ბუდობს, რაც ამარტივებს და ამცირებს წლის მანძილზე ჩასატარებელ აგროტექნიკურ სამუშაოებს.

- წლის რომელ სეზონზე სხლავთ მცენარეებს?

- სხვლა-ფორმირება შესაძლებელია ფოთოლცვენიდან 25-30 დღის შემდეგ, კვირტების დაბერვამდე. ეს ნიშნავს შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდს, რა დროსაც მცენარე მოსვენების მდგომარეობაშია. ამ დროს მცენარეში არ მოძრაობს წყალი და მასში გახსნილი ნივთიერებები.

- გასხვლის რა მეთოდები არსებობს?

- გასხვლის სამი მეთოდი არსებობს. ესენია: ძლიერი სხვლა - რა დროსაც ტოტის ორი მესამედი იჭრება; საშუალო სხვლა - იჭრება ტოტის ნახევარი; მსუბუქი სხვლა - იჭრება ტოტის ერთი მესამედი.

- სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული გასხვლა სჭირდება?

- რა თქმა უნდა - სხვლა-ფორმირების მეთოდი სხვადასხვა მცენარეზე განსხვავებულია. რაც დამოკიდებულია მის ჯიშზე, ფორმაზე, მდგომარეობაზე, ადგილმდებარეობაზე და იმის ცოდნაზე, თუ რა ფუნქცია აქვს. არის ასეთი მცენარე - ირმის რქა, მისი სახელი და გასხლული ხის ვარჯი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მებაღემ ისე უნდა გააკეთოს აგროტექნიკური სამუშაო, რომ ვარჯი ნამდვილი რქებივით გამოიყურებოდეს, ეს მის სილამაზეს ერთიორად აუმჯობესებს.

მაგრამ თუ წყავს ისე გავსხლავთ, როგორც ირმის რქას, ჯობია, სულ არ გვედგას ასეთი ფორმის მცენარე, რადგან მას სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით სჭირდება ფორმირება.

- გასხვლისას რა უმთავრესი ფაქტორებია გასათვალისწინებელი? რა არის ის ზოგადი წესები, რომლებიც გასხვლის პროცესში უნდა გვახსოვდეს?

- შევეცდები, გასწავლოთ გასხვლის მარტივი გზები:

პირველ რიგში მოაჭერით გამხმარი და დაზიანებული ტოტები. მოაცილეთ ისეთი ტოტები, რომლებიც ხელს უშლიან ერთმანეთსა და მიმართულია მცენარის გულისკენ. მოაჭერით სუსტი და მოუმწიფებელი ტოტები. შეეცადეთ, მცენარეს ვარჯის სიღრმიდან ამოაჭრათ ის ტოტები, რომლებიც მას აერაციაში ხელს უშლის. და ბოლოს, დაამოკლეთ დარჩენილი ტოტები.

- რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არასწორად გასხვლამ მცენარეს?

- არასწორად სხვლა-ფორმირებამ შეიძლება მცენარეს დაუკარგოს სილამაზე, ნაყოფიერება, დააზიანოს სხვა მცენარე და, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გამოიწვიოს მისი ხმობა.

ლამაზ, ხასხასა გაზონზე სეირნობა ყველას ძალიან სიამოვნებს. თვალსაც ხიბლავს მწვანე ბალახი, თუმცა მისი მოვლა ადვილი როდია. სარეველა ბალახი ძალიან ძნელი გასანადგურებულია, ის ყოველდღიურ ბრძოლას მოითხოვს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ კი ვეცდებით შემოგთავაზოთ სარეველასთან ბრძოლის უმარტივესი და რაც მთავარია, საკმაოდ ეფექტური მეთოდები.

1. სოდა

თუ თქვენს ეზოში მომრავლებულმა სარეველა ბალახმა ძალიან შეგაწუხათ, გირჩევთ მოიმარაგოთ სოდა. ეს იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, მოაყარეთ სოდა პრობლემურ ადგილას და იქ სარეველა ბალახი აღარ გაიზრდება.

2. მარილი

ერთი ჭიქა მარილი გახსენით ორ ჭიქა ადუღებულ წყალში და სასწაულმოქმედი ხსნარი მზად არის. მოასხით ეს ნაზავი საჭირო ადგილას და სარეველა ბალახი არათუ გაქრება, კარგა ხანი სხვაც არ ამოვა.

3. ძმარი

ჩაასხით ძმარი პულევიზატორიან ბოთლში და მორწყით სარეველა. ეს პროცედურა ძალიან ფრთხილად უნდა ჩაატაროთ, რათა ძმარი მცენარეებს არ მოხვდეთ.

4. არაყი

აურიეთ ერთმანეთში 30 მლ არაყი, რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი და ორი ჭიქა წყალი. ჩაასხით ასევე პულევიზატორიან ბოთლში და შეასხურეთ სარეველას, რომელსაც ეცემა მზე. ჩრდილში ეს მეთოდი არ ამართლებს.

5. ფურაჟის მარცვალი

ეს პროდუქტი ხელს უშლის სარეველას ზრდას ნახეთ სრულად

შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები ქართული ნაგაზის ლეკვებით - ფოტოები მონასტრული ცხოვრებიდან

"ლეგენდარული, მარადიული ქალბატონები" - როგორ გამოიყურებიან 92 წლის ლანა ღოღობერიძე და 84 წლის ნანი ბრეგვაძე

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...