სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ორსულობა არ არის ავადმყოფობა" - რა ეკრძალება და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად ორსულმა ქალმა
"ორსულობა არ არის ავადმყოფობა" - რა ეკრძალება და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად ორსულმა ქალმა

ორ­სუ­ლო­ბა ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და ამავდრო­უ­ლად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პე­რი­ო­დია. ახა­ლი სი­ცო­ცხლის ჩა­სახ­ვა, დიდ მო­ლო­დინ­სა და სი­ხა­რულ­თან ერ­თად, დიდ გა­მოწ­ვე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ქალ­მა სა­თა­ნა­დოდ უნდა უპა­სუ­ხოს.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და სწო­რი კვე­ბა ფეხ­მძი­მო­ბი­სას, რო­გორ და­ვიც­ვათ თავი სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან და რაც მთა­ვა­რია, შე­ვი­კა­ვოთ თუ არა თავი სა­კე­ის­რო კვე­თის­გან - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე "ოჯა­ხის მკურ­ნალს" მეან-გი­ნე­კო­ლო­გი თიკო გო­თუა ესა­უბ­რე­ბა:

"ორ­სუ­ლის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა დათ­რგუ­ნუ­ლია, ამი­ტომ მისი ორ­გა­ნიზ­მი უფრო მგრძნი­ბი­ა­რეა სე­ზო­ნუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. ის უნდა მო­ე­რი­დის ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს. რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, ოთა­ხე­ბის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა, სახ­ლი იქ­ნე­ბა ეს თუ სამ­სა­ხუ­რი. მკაც­რად უნდა და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი. ხში­რად ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნი­ღა­ბიც უნდა ვა­ტა­როთ.

კვე­ბა კი გა­ვაძ­ლი­ე­როთ ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ამაღ­ლე­ბენ ორ­სუ­ლის იმუ­ნურ სის­ტე­მას.

– რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­სუ­ლის­თვის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი, რა როლი ენი­ჭე­ბა ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას?

– სა­ნამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუხს გაგ­ცემ­დეთ, მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ორ­სუ­ლო­ბა არ არის ავად­მყო­ფო­ბა. ეს ერ­თგვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მელ­საც ქალი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­ე­კი­დოს. ფეხ­მძი­მო­ბი­სას, მთე­ლი დატ­ვირ­თვა ხერ­ხე­მალ­ზე და ძვლო­ვან სის­ტე­მა­ზე მო­დის. სწო­რედ ამი­ტომ, დი­ლის და სა­ღა­მოს მსუ­ბუ­ქი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბი და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ორ­გა­ნიზ­მზე – ამ­ცი­რებს წე­ლის და ზურ­გის ტკი­ვილს, რაც ორ­სუ­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ყო­ველ სა­ღა­მოს სე­ირ­ნო­ბა, წყლის აბა­ზა­ნე­ბი, ცურ­ვა და იოგა, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში.

არის რიგი სა­კი­თხე­ბი, სა­დაც სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. მა­გა­ლი­თის­თვის, ორ­სულ­თათ­ვის არ შე­იძ­ლე­ბა ცხენ­ზე ჯი­რი­თი, აე­რო­ბი­კა, ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რუ­ლი ან ხტუნ­ვა.

– სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, სა­კე­ის­რო კვე­თას აუ­ცი­ლებ­ლად ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მში­ბი­ა­რო­ბა სჯობს ეს მი­თია თუ რე­ა­ლო­ბა?

–ახ­ლა­ვე გან­გი­მარ­ტავთ. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, ბავ­შვი თვი­თო­ნაა ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბის პრო­ცეს­ში რის გა­მოც, შემ­დგომ, გა­რე­მოს­თან უფრო მარ­ტი­ვად ადაპ­ტირ­დე­ბა. სა­კე­ის­რო კვე­თი­სას კი ბავ­შვი მძი­ნა­რე პო­ზი­ცი­ა­შია და ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად მის­თვის სტრე­სია. მას გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბაც შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეს. ნა­ყო­ფის თავ­ზე რბი­ლი სამ­შო­ბი­ა­რო გზე­ბის, საშ­ვი­ლოს­ნო­სა და სა­შოს კუნ­თე­ბის "მო­ჭე­რა" იწ­ვევს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის იმ უბ­ნე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ას, რაც შემ­დგო­მი რეფ­ლექ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია.

თუ რა გზით უნდა იმ­შო­ბი­ა­როს ფეხ­მძი­მემ ეს ექიმ­მა უნდა და­ად­გი­ნოს, რა თქმა უნდა, ფეხ­მძი­მე ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე

დედა...
0

ორსულობა ბედნიერებაააა.ყველაფერი უნდა გააკეთო(ზუსტად მიყევი ექიმის მითითებას,განსაკუთრებით კვებაზე-სწორი კვება.) ჯანმრთელი იყო და შვილიც ჯანმრთელი გააჩინო.საქართველოშიც არიან კარგი ექიმები....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ორსულობა არ არის ავადმყოფობა" - რა ეკრძალება და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად ორსულმა ქალმა

"ორსულობა არ არის ავადმყოფობა" - რა ეკრძალება და რა უნდა გააკეთოს აუცილებლად ორსულმა ქალმა

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რომელსაც ქალმა სათანადოდ უნდა უპასუხოს.

რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება ფეხმძიმობისას, როგორ დავიცვათ თავი სხვადასხვა ვირუსული დაავადებებისგან და რაც მთავარია, შევიკავოთ თუ არა თავი საკეისრო კვეთისგან - ამ და სხვა საკითხებზე "ოჯახის მკურნალს" მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა ესაუბრება:

"ორსულის იმუნური სისტემა დათრგუნულია, ამიტომ მისი ორგანიზმი უფრო მგრძნიბიარეა სეზონური ინფექციების მიმართ. ის უნდა მოერიდის ხალხმრავალ ადგილებს. რეკომენდირებულია, ოთახების ხშირი განიავება, სახლი იქნება ეს თუ სამსახური. მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. ხშირად ვიბანოთ ხელები, საჭიროების შემთხვევაში ნიღაბიც უნდა ვატაროთ.

კვება კი გავაძლიეროთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ამაღლებენ ორსულის იმუნურ სისტემას.

– რამდენად მნიშვნელოვანია ორსულისთვის აქტიური ცხოვრების წესი, რა როლი ენიჭება ფიზიკურ დატვირთვას?

– სანამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორსულობა არ არის ავადმყოფობა. ეს ერთგვარი მდგომარეობაა, რომელსაც ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ფეხმძიმობისას, მთელი დატვირთვა ხერხემალზე და ძვლოვან სისტემაზე მოდის. სწორედ ამიტომ, დილის და საღამოს მსუბუქი გამამხნევებელი ვარჯიშები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე – ამცირებს წელის და ზურგის ტკივილს, რაც ორსულებისთვის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.

მნიშვნელოვანია ასევე ყოველ საღამოს სეირნობა, წყლის აბაზანები, ცურვა და იოგა, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში.

არის რიგი საკითხები, სადაც სიფრთხილე გვმართებს. მაგალითისთვის, ორსულთათვის არ შეიძლება ცხენზე ჯირითი, აერობიკა, ველოსიპედით სიარული ან ხტუნვა.

– საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საკეისრო კვეთას აუცილებლად ფიზიოლოგიური მშიბიარობა სჯობს ეს მითია თუ რეალობა?

–ახლავე განგიმარტავთ. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, ბავშვი თვითონაა ჩართული ქვეყნად მოვლინების პროცესში რის გამოც, შემდგომ, გარემოსთან უფრო მარტივად ადაპტირდება. საკეისრო კვეთისას კი ბავშვი მძინარე პოზიციაშია და ეს გარკვეულწილად მისთვის სტრესია. მას გარემო პირობებთან შეგუებაც შეიძლება გაუჭირდეს. ნაყოფის თავზე რბილი სამშობიარო გზების, საშვილოსნოსა და საშოს კუნთების "მოჭერა" იწვევს ნერვული სისტემის იმ უბნების აქტივაციას, რაც შემდგომი რეფლექსების განვითარების საწინდარია.

თუ რა გზით უნდა იმშობიაროს ფეხმძიმემ ეს ექიმმა უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, ფეხმძიმე ქალის მდგომარეობის გათვალისწინებით.

წაიკითხეთ ვრცლად mkurnali.ge-ზე

"კარგად ესმის და კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს" - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

"ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ..." - მაკო გომურს თვალზე კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა