სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ლარმა ბოლო დროს ორმაგი დარტყმა მიიღო" - რა ახდენს გავლენას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე
"ლარმა ბოლო დროს ორმაგი დარტყმა მიიღო" - რა ახდენს გავლენას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე

პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ გა­სუ­ლი კვი­რა ლა­რის­თვი­საც მძი­მე იყო - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სად მა­საც "და­უც­და ფეხი" და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ლა­რის მი­მართ და­ახ­ლო­ე­ბით 10 თეთ­რით გა­უ­ფა­სურ­და. სა­მუ­შაო კვი­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ვაჭ­რო­ბის ბოლო დღეს ლარ­მა­ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა სცა­და და მცი­რე­დით - 1 თეთ­რით გამ­ყარ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვარ­წმუ­ნებს, რომ ლარს ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა არ უარ­ყოფს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა და ნე­გა­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც თუნ­დაც რუ­სე­თის უკვე გა­დად­გმულ თუ მო­სა­ლოდ­ნელ ნა­ბი­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს.

"ლარ­მა ბოლო დროს ორ­მა­გი დარ­ტყმა მი­ი­ღო", - ასე­თია ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა. პუ­ტი­ნის მიერ რუ­სეთ­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აკ­რძალ­ვი­სა და ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის­თვის თი­თის დაქ­ნე­ვის შემ­დგომ, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დი ჯერ ოდ­ნავ არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი მძი­მეა, რა­მაც უკვე და­ა­ტყო ლარს კვა­ლი. გარ­და ამი­სა, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, რაც უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა აქ­ცი­ე­ბი, ლარს გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ახალ-ახა­ლი რე­კორ­დის მოხ­სნა მო­უ­წევს. ლა­რის აჟი­ო­ტა­ჟუ­რი კურ­სით სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი (სებ) ისე შე­წუხ­და, რომ პირ­ვე­ლად ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბაც კი გა­ავ­რცე­ლა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­მარ­ტე­ბით, სა­ვა­ლუ­ტო კურ­სზე გავ­ლე­ნას ახ­დენს სხვა­დას­ხვა შიდა და გარე ფაქ­ტო­რი, მათ შო­რის მო­ლო­დი­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, მი­აჩ­ნი­ათ, რომ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თი­დან ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ბოლო დღე­ებ­ში სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზეც აი­სა­ხა.

პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რი, "ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მენ­თა და ფი­ნან­სის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი: "ლარ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მა­ის­ში და­ი­წყო და პირ­ვე­ლი ან­ტირ­ე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა - 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ პირ­ვე­ლად შე­ად­გი­ნა 2,80 ლარი. იმ დროს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ორ ძი­რი­თად ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბო­და: პირ­ვე­ლი იყო M2 (ფუ­ლის მასა) აგ­რე­გა­ტი, რო­მე­ლიც შარ­შან­დელ იმა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით თით­ქმის 2 მლრდ ლა­რით იყო გაზ­რდი­ლი, რაც, ცხა­დია, ზე­წო­ლას ახ­დენ­და კურ­სზე; მე­ო­რე და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო თურ­ქუ­ლი ლი­რის მკვეთ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რაც სრუ­ლი­ სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უ­მის გამო პა­ნი­კა­ში გა­და­ი­ზარ­და. ორი­ვე ამ გა­რე­მო­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ცენ­ტრა­ლურ ბანკს სწო­რი პოლ­იტი­კით შე­ეძ­ლო, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი, რაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან მო­ვის­მი­ნეთ, ის იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­პა­ნი­კო არა­ფე­რი ჰქონ­და.

პა­ნი­კის გა­დავ­ლის შემ­დგომ ლარ­მა იმ პო­ზი­ტი­უ­რი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­თა­ვი­სე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად გვქონ­და ბა­ზარ­ზე და ივ­ნი­სი­დან გამ­ყა­რე­ბას შე­უდ­გა. თუმ­ცა აქ უკვე "არ და­აგ­ვი­ა­ნა" სებ-მა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა ინ­ტერ­ვენ­ცია სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე - ბაზ­რი­დან 10 მლნ დო­ლა­რი ამო­ი­ღო, რი­თიც ლა­რის გამ­ყა­რე­ბა შე­ა­ჩე­რა და გა­უ­ფა­სუ­რე­ბა წა­ა­ხა­ლი­სა.

მე­ო­რე ან­ტირ­ე­კორ­დი ეროვ­ნულ­მა ვა­ლუ­ტამ 28 ივ­ნისს ბლუმ­ბერ­გის პლატ­ფორ­მა­ზე და­ამ­ყა­რა, როცა 1 დო­ლა­რი 2,86 თეთ­რად ივაჭ­რე­ბო­და და კი­დევ უფრო ძვი­რი ღირ­და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში.გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ეს მე­ო­რე ტალ­ღაც, თა­ვის­ მხრივ, რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა: პირ­ვე­ლი იყო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია, რო­მელ­მაც გა­უ­ფა­სუ­რე­ბა წა­ა­ხა­ლი­სა. ამას და­ერ­თო რუ­სე­თის რო­გორც ამოქ­მე­დე­ბუ­ლი, ისე პო­ტენ­ცი­უ­რი სან­ქცი­ე­ბი. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად შე­უძ­ლია უკვე არ­სე­ბულ სან­ქცი­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ტყმა­ მი­ა­ყე­ნოს ჩვენს ეკო­ნო­მი­კას? სან­ქცი­ე­ბი ორ მი­მარ­თუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს: პირ­ვე­ლია ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს საგ­ზუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა, ხოლო მე­ო­რე - ფრე­ნე­ბის. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს, მათი მომ­სა­ხუ­რე­ბით რუსი ვი­ზი­ტო­რე­ბის მხო­ლოდ 1,7% სარ­გებ­ლობს, ხოლო სახ­მე­ლე­თო გზით რუსი ტუ­რის­ტე­ბის თით­ქმის 90% შე­მო­დის.

თუ გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მე­ო­რე ტალ­ღას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, და­ვი­ნა­ხავთ, რომ მკვეთ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სან­ქცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყო. ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი სტა­ტის­ტი­კა რომც არ მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ, დრო­ის ასეთ მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში არა­ნა­ირ სან­ქცი­ას არ შე­უძ­ლია ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე მსგავ­სი დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ისევ მივ­დი­ვართ აჟი­ო­ტა­ჟურ კურსთან. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში არა­ვის აუხ­სნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჰქონ­და თუ არა პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი, თუ არ ჩავ­თვლით ჩემს რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას. შე­სა­ბა­მი­სად, ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მაც სწრა­ფად და­ი­წყეს ლა­რის მო­შო­რე­ბა და დო­ლა­რის ყიდ­ვა, რა­მაც ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე წნე­ხი გა­ზარ­და. ეროვ­ნულ ბანკს მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა სწო­რი პო­ლი­ტი­კი­თა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ით შე­ეძ­ლო..

ამ ვი­თა­რე­ბა­ში ეროვ­ნულ ბანკთან უფრო უნდა იმარ­თე­ბო­დეს აქ­ცი­ე­ბი, ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტთან. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა ლა­რის შე­სა­ხებ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, რად­გან ის შო­კუ­რი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც უნდა მო­ეხ­დი­ნა პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბებს, უკვე მო­ახ­დი­ნა. იმა­ვე დღეს უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. თუმ­ცა არა­თუ იმა­ვე დღეს, მომ­დევ­ნო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც არა­ფე­რი მოგ­ვის­მე­ნია. არა­და, ბა­ზარ­ზე ის­ტე­რი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, ხალ­ხმა, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­მა გა­მა­ლე­ბით და­ი­წყეს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მო­შო­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ლარ­მა რე­კორ­დუ­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო, ერთი და ისიც წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ეროვ­ნულ­მა ბან­კმა. სხვა­თა შო­რის, მე­ო­რე დღეს­ვე კურ­სმა გა­ჯან­სა­ღე­ბა და­ი­წყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დრო­უ­ლად მომ­ხდა­რი­ყო, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შეგ­ვეძ­ლო.ლარ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რის აქ­ცი­ე­ბი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით.

მე მეს­მის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტეს­ტის, მაგ­რამ რაც უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ასე­თი ვი­თა­რე­ბა, მით უფრო დიდი რის­კის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა. ეს ყვე­ლა­ფე­რი აფერ­ხებს რო­გორც უცხო­ელ, ისე ად­გი­ლობ­რივ ინ­ვეს­ტორს, ყვე­ლა ვი­თა­რე­ბის დამ­შვი­დე­ბას ელო­დე­ბა"...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ლარმა ბოლო დროს ორმაგი დარტყმა მიიღო" - რა ახდენს გავლენას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე

"ლარმა ბოლო დროს ორმაგი დარტყმა მიიღო" - რა ახდენს გავლენას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე

პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ გასული კვირა ლარისთვისაც მძიმე იყო - ხელისუფლების მსგავსად მასაც "დაუცდა ფეხი" და ეროვნული ვალუტა 1 კვირის განმავლობაში დოლარის მიმართ დაახლოებით 10 თეთრით გაუფასურდა. სამუშაო კვირისა და შესაბამისად, ვაჭრობის ბოლო დღეს ლარმა ფეხზე წამოდგომა სცადა და მცირედით - 1 თეთრით გამყარდა. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ლარს ხანგრძლივ პერსპექტივაში არაფერი ემუქრება, თუმცა არ უარყოფს, რომ ქვეყანაში არასტაბილურობა და ნეგატიური მოლოდინი, რომელიც თუნდაც რუსეთის უკვე გადადგმულ თუ მოსალოდნელ ნაბიჯებს უკავშირდება, ეროვნულ ვალუტაზე ცუდად მოქმედებს.

"ლარმა ბოლო დროს ორმაგი დარტყმა მიიღო", - ასეთია ექსპერტების შეფასება. პუტინის მიერ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვისა და ტუროპერატორებისთვის თითის დაქნევის შემდგომ, ტურისტული ნაკადი ჯერ ოდნავ არის შემცირებული, თუმცა მოლოდინი მძიმეა, რამაც უკვე დაატყო ლარს კვალი. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აქციები, ლარს გაუფასურების ახალ-ახალი რეკორდის მოხსნა მოუწევს. ლარის აჟიოტაჟური კურსით საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ისე შეწუხდა, რომ პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუფასურების მიზეზების შესახებ განცხადებაც კი გაავრცელა. ეროვნული ბანკის განმარტებით, სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინი და შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც აისახა.

პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი: "ლარმა გაუფასურება მაისში დაიწყო და პირველი ანტირეკორდიც დაამყარა - 1 დოლარის ღირებულებამ პირველად შეადგინა 2,80 ლარი. იმ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა: პირველი იყო M2 (ფულის მასა) აგრეგატი, რომელიც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 2 მლრდ ლარით იყო გაზრდილი, რაც, ცხადია, ზეწოლას ახდენდა კურსზე; მეორე და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება და ამით გამოწვეული ფსიქოლოგიური ფაქტორები, რაც სრული საინფორმაციო ვაკუუმის გამო პანიკაში გადაიზარდა. ორივე ამ გარემოების განეიტრალება ცენტრალურ ბანკს სწორი პოლიტიკით შეეძლო, თუმცა ერთადერთი, რაც ეროვნული ბანკისგან მოვისმინეთ, ის იყო, რომ საზოგადოებას საპანიკო არაფერი ჰქონდა.

პანიკის გადავლის შემდგომ ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების გათავისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარებას შეუდგა. თუმცა აქ უკვე "არ დააგვიანა" სებ-მა და დაუყოვნებლივ მოახდინა ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე - ბაზრიდან 10 მლნ დოლარი ამოიღო, რითიც ლარის გამყარება შეაჩერა და გაუფასურება წაახალისა.

მეორე ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ 28 ივნისს ბლუმბერგის პლატფორმაზე დაამყარა, როცა 1 დოლარი 2,86 თეთრად ივაჭრებოდა და კიდევ უფრო ძვირი ღირდა კომერციულ ბანკებში.გაუფასურების ეს მეორე ტალღაც, თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი იყო ეროვნული ბანკის სრულიად გაუმართლებელი ინტერვენცია, რომელმაც გაუფასურება წაახალისა. ამას დაერთო რუსეთის როგორც ამოქმედებული, ისე პოტენციური სანქციები. თუმცა რეალურად რამდენად შეუძლია უკვე არსებულ სანქციებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას? სანქციები ორ მიმართულებას ითვალისწინებს: პირველია ტუროპერატორებისთვის საქართველოს საგზურების შეზღუდვა, ხოლო მეორე - ფრენების. რაც შეეხება რუსულ ტუროპერატორებს, მათი მომსახურებით რუსი ვიზიტორების მხოლოდ 1,7% სარგებლობს, ხოლო სახმელეთო გზით რუსი ტურისტების თითქმის 90% შემოდის.

თუ გაუფასურების მეორე ტალღას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მკვეთრი გაუფასურება სანქციების დაანონსების მეორე დღესვე დაიწყო. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა რომც არ მოვიშველიოთ, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში არანაირ სანქციას არ შეუძლია ეროვნულ ვალუტაზე მსგავსი დარტყმის მიყენება. შესაბამისად, ისევ მივდივართ აჟიოტაჟურ კურსთან. ასეთ ვითარებაში არავის აუხსნია საზოგადოებისთვის, ჰქონდა თუ არა პანიკის საფუძველი, თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე კოლეგას. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებმაც სწრაფად დაიწყეს ლარის მოშორება და დოლარის ყიდვა, რამაც ეროვნულ ვალუტაზე წნეხი გაზარდა. ეროვნულ ბანკს მისი განეიტრალება სწორი პოლიტიკითა და კომუნიკაციით შეეძლო..

ამ ვითარებაში ეროვნულ ბანკთან უფრო უნდა იმართებოდეს აქციები, ვიდრე პარლამენტთან. ეროვნული ბანკის განცხადება ლარის შესახებ უკვე დაგვიანებული იყო, რადგან ის შოკური ეფექტი, რომელიც უნდა მოეხდინა პუტინის განცხადებებს, უკვე მოახდინა. იმავე დღეს უნდა გამოსულიყო ეროვნული ბანკი და განმარტებები გაეკეთებინა. თუმცა არათუ იმავე დღეს, მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც არაფერი მოგვისმენია. არადა, ბაზარზე ისტერიკული ვითარება შეიქმნა, ხალხმა, ბიზნესოპერატორებმა გამალებით დაიწყეს ეროვნული ვალუტის მოშორება და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლარმა რეკორდული გაუფასურება დაიწყო, ერთი და ისიც წერილობითი განცხადება გააკეთა ეროვნულმა ბანკმა. სხვათა შორის, მეორე დღესვე კურსმა გაჯანსაღება დაიწყო. ეს ყველაფერი რომ დროულად მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პრობლემების თავიდან აცილება შეგვეძლო.ლარზე გავლენას ახდენს არასტაბილური ვითარება, მათ შორის აქციები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

მე მესმის ამ ადამიანების პროტესტის, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასეთი ვითარება, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი აფერხებს როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორს, ყველა ვითარების დამშვიდებას ელოდება"...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ