სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"წონის გამო, მჯდომარეს მეძინა"  - 20 წლის ბიჭის გასაოცარი ისტორია, რომელმაც 120 კილოგრამი დაიკლო
"წონის გამო, მჯდომარეს მეძინა"  - 20 წლის ბიჭის გასაოცარი ისტორია, რომელმაც 120 კილოგრამი დაიკლო

20 წლის გი­ორ­გი ბი­ბი­ლა­უ­რი, არის ბიჭი გა­სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ით - მან ვარ­ჯი­შით და დიდი მონ­დო­მე­ბით 120 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო!

მა­ნამ­დე კი, 260 კი­ლოგ­რა­მის მქო­ნე ახალ­გაზ­რდას, გარ­და იმი­სა, რომ მძი­მე წო­ნის გამო სი­ა­რუ­ლი, გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი უჭირ­და, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და­ცინ­ვის ობი­ექ­ტიც იყო. ამ­ბობს, რომ ბუ­ლინ­გმა მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია...

"ხში­რად, ჩემი წო­ნის გამო აგ­რე­სია მო­დი­ო­და ჩემ­ზე და თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვგრძნობ­დი. არა­და, ჩემ­თვის ვი­ყა­ვი, არა­ვის არა­ფერს ვუ­შა­ვებ­დი, მაგ­რამ სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მუ­დამ შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­დნენ.

ამი­ტომ, ვცდი­ლობ­დი, ის ხალ­ხი „და­მე­იგ­ნო­რე­ბი­ნა“, მათ გავ­ცლო­დი“ - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ბუ­ლინ­გის გამო არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­კუ­თარ მძი­მე წო­ნას და­პი­რის­პი­რე­ბო­და.

„ეს უფრო ჩემი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა იყო, რად­გა­ნაც წონა ბევრ რა­მე­ში მზღუ­დავ­და. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, წო­ნის გამო დამ­ჯდარს მე­ძი­ნა, ასე­ვე პრობ­ლე­მა იყო ტან­საც­მე­ლი - ერ­თად ბევ­რმა რა­მემ იმოქ­მე­და და გა­დავ­წყვი­ტე, მი­მეღ­წია სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის­თვის“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი.

VIDEO: 20 წლის გი­ორ­გი ბი­ბი­ლა­უ­რი ყვე­ბა, რო­გორ და­იკ­ლო 140 კილო

იმ აგ­რე­სი­ის გამო, რა­საც მისი მი­სა­მარ­თით ის­მენ­და, დეპ­რე­სია და­ე­წყო - 13-14 წლის ასაკ­ში 260 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, რა­მაც სახ­ლში ჩა­კე­ტა. ცდი­ლობ­და, გა­რეთ არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

„რას გავ­ხარ? პატ­რო­ნი არ გყავს?" - ის­მო­და გი­ნე­ბაც. მოკ­ლედ, 15 წლი­სა სა­ბო­ლო­ოდ მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ წო­ნა­ში უნდა და­მეკ­ლო, რათა და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩემი თა­ვის­თვის და სხვე­ბის­თვი­საც, რომ ეს შე­მიძ­ლია! მე ეს შევ­ძე­ლი! თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ურ­თუ­ლე­სი იყო, გა­მი­ჭირ­და, ბევრ რა­მეს ვერ ვა­კე­თებ­დი.

თან, მა­შინ არ იყო ამ­დე­ნი სპორტდარ­ბა­ზი, ფიტ­ნესკლუ­ბი. მაგ­რამ იმას ვგრძნობ­დი, რომ შე­მეძ­ლო, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ერთ წე­ლი­წად­ში 120 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი. ახლა ვარ და­ახ­ლო­ე­ბით 140 კი­ლოგ­რა­მი და ფიტ­ნე­სი ჩემი ცხოვ­რე­ბაა“ - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­მაც კუ­ჭის ე.წ „და­პა­ტა­რა­ვე­ბის“ ოპე­რა­ცი­ა­ზე უარი თქვა და წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის­თვის სწო­რი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში არ­ჩია.

"15 წლი­სას ამ ოპე­რა­ცი­ას არა­ვინ გა­მი­კე­თებ­და, 18 წლის მა­ინც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი,“ - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი ბი­ბი­ლა­უ­რი, რო­მელ­მაც გარ­და იმი­სა, რომ და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წია, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სხვა ადა­მი­ა­ნებს იმა­ვე მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. ის ფიტ­ნეს მწვრთნე­ლიც გახ­და.

"მინ­და, ადა­მი­ა­ნებს სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­ვეხ­მა­რო, ამის­თვის მე და ჩემ­მა მწვრთნელ­მა, ბა­ტონ­მა მიშა ან­დღუ­ლა­ძემ სულ ახალ-ახა­ლი ჯგუ­ფუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი შე­ვი­მუ­შა­ვეთ, რომ­ლის მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ არის. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, ჯგუ­ფუ­რად ივარ­ჯი­შონ, ასე­ვე ვარ პერ­სო­ნა­ლუ­რი ტრე­ნე­რიც.

რო­დე­საც დიდი წო­ნის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან, მა­შინ­ვე სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, და­ვეხ­მა­რო. თავ­ში, ტვინ­ში, გო­ნე­ბა­ში ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მო­ვი­ა­რე, ერ­თად მახ­სენ­დე­ბა და მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩქა­რა და ხა­რის­ხი­ა­ნად გვერ­დით და­ვუდ­გე. წო­ნას დღემ­დე ვებ­რძვი, ციფ­რებ­ში არ ვიცი, რამ­დე­ნი მინ­და ვიყო, მე გა­რეგ­ნო­ბას ვუ­ყუ­რებ და იმას, თუ რო­გორ ფორ­მა­ში ვარ“.

- გი­ორ­გი, მძი­მე წო­ნამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­შიც შე­გი­შა­ლა ხელი?

- წო­ნამ ბევრ რა­მე­ში შე­მი­შა­ლა ხელი, ჩემს რე­ჟიმს ხომ რე­ჟი­მი არ ერ­ქვა: ღამე ვცხოვ­რობ­დი, დღე მე­ძი­ნა. სკო­ლა­ში რომ მივ­დი­ო­დი, გაკ­ვე­თილ­ზე არა­ერ­თხელ ჩამ­ძი­ნე­ბია. შემ­დეგ კი რა­ღაც პე­რი­ო­დი, რო­გორც ვთქვი, სახ­ლში ჩავ­ჯე­ქი, თუმ­ცა მძი­მე დღე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, თა­ვის­თვის მი­მე­ხე­და, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჯან­მრთე­ლი.

სახ­ლში ერ­თწ­ლი­ა­ნი ჯდო­მის შემ­დეგ, მივ­ხვდი, რომ შან­სი მქონ­და, გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ფიტ­ნეს­მა ეს იმე­დი მომ­ცა და ისიც, რომ შე­მეძ­ლო, რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა...

მყავს ჩემ­ზე 8 წლით უფ­რო­სი და, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მას­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ტრე­ნე­რი, მაგ­რამ ჩემი პა­სუ­ხი იყო ასე­თი - მინ­და, ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვეხ­მა­რო! ამის­თვის და­ვამ­თავ­რე ბო­დი­ბილ­დინ­გი­სა და ფიტ­ნე­სის აკა­დე­მია, ასე­ვე „სნე­პის აკა­დე­მია“, მათი სა­ხეც ვარ. მო­მა­ვალ­შიც ვა­პი­რებ, მე­ტად განვვი­თარ­დე და მეტი ვის­წავ­ლო. ჩემს თავს სულ ვე­უბ­ნე­ბი - ან გან­ვი­თარ­დი, ან მოკ­ვდი!

- გან­ვლი­ლი წლე­ბი­დან რა დას­კვნებს აკე­თებ და უმ­თავ­რე­სად რას ურ­ჩევ სხვებს?

- და­სა­ხულ მი­ზანს უნდა მი­აღ­წიო და არას­დროს და­ნებ­დე, არ მო­ეშ­ვა, ვი­ღა­ცე­ბი სულ იქ­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც დაგ­ცი­ნე­ბენ, რა­ღა­ცას იტყვი­ან. რაც უნდა გა­ა­კე­თო და რა შე­დე­გიც უნდა დადო, ნუ მი­აქ­ცევ ნუ­რა­ვის ყუ­რა­დღე­ბას. აკე­თე შენი საქ­მე, ყო­ველ­თვის და­გი­ფას­დე­ბა.

მძი­მე წონა ცუ­დია, მე­ტიც, სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ადა­მი­ანს მას­თან ბრძო­ლა შე­უძ­ლია. მთა­ვა­რია, არას­დროს და­ვი­ხი­ოთ უკან. შე­დე­გი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა!

- ბავ­შვო­ბი­დან სა­მე­გობ­რო წრე შე­ი­ნარ­ჩუ­ნე თუ შე­მო­გე­ცალ­ნენ?

- ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი­დან დღეს გვერ­დით მხო­ლოდ ერთი მყავს. დიახ, აღარ მაქვს სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­დღაც წა­ვიდ­ნენ, გაქ­რნენ... და ისი­ნიც გაქ­რნენ, ვინც დამ­ცი­ნო­და...

ამ რთულ გზა­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რა დე­დის­გან მქონ­და. მხარ­ში მედ­გა დაც - არად­როს მაკ­რი­ტი­კებ­დნენ და ჩემს ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეთან­ხმე­ბოდ­ნენ.

2013 წელს, რო­დე­საც ფიტ­ნესს ვი­წყებ­დი, ისე­თი ფაქ­ტი მოხ­და, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დე­მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის იყო, ან პი­რი­ქით - მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის.

ერთ ადა­მი­ანს 30 კი­ლოგ­რა­მი ჰქონ­და დაკ­ლე­ბუ­ლი. მას­თან მი­ვე­დი, რომ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა, მე­გო­ნა, რა­ღაც ჯა­დოს­ნურ მე­თოდს იტყო­და, არა­და, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფერს შრო­მა უნდა... მოკ­ლედ, მი­თხრა, შა­ქა­რი და ცო­მე­უ­ლი არ მი­ი­ღოო. ეს ნათ­ქვა­მი რომ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, ვუ­თხა­რი, - ამას ვერ ვი­ზამ-მეთ­ქი. შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, შენ ისე­დაც ვე­რა­ფერს იზა­მო. ის პი­როვ­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, აღარ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ­დი, მა­ინ­ტე­რე­სებს, მისი რე­აქ­ცია ჩემი და­ნახ­ვი­სას რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და?!

მიშა ან­დღუ­ლა­ძე, გი­ორ­გი ბი­ბი­ლა­უ­რის ტრე­ნე­რი:

- "გი­ორ­გის­თან წლე­ბია ვურ­თი­ერ­თობ, ერ­თად ვვარ­ჯი­შობთ. მას კარ­გი შე­დე­გი აქვს, რაც სტი­მუ­ლია იმის­თვის, რომ კი­დევ წინ წა­ვი­დეს. როცა საქ­მეს აკე­თებ და არ გა­მოგ­დის, შე­იძ­ლე­ბა, ად­ვი­ლად და­ყა­რო ფარ-ხმა­ლი, მაგ­რამ გი­ორ­გი ჭკვი­ა­ნუ­რად მი­უდ­გა საქ­მეს, მი­ი­ღო შე­დე­გი, რა­მაც უფ­ლე­ბა აღარ მის­ცა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო.

ეს არ არის ად­ვი­ლი საქ­მე. თუ და­ი­ღა­ლე, და­ხუ­რე მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და მე­ო­რე დღეს გა­გაგ­რძე­ლე. ეს კი დიდი ბრძო­ლა და გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია. და­ი­ღა­ლე, ენერ­გია არ გაქვს, არც კა­ლო­რი­ე­ბი და მა­ინც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვარ­ჯი­შობ! ამი­ტომ ყო­ვე­ლი დღე იწყე­ბა ბრძო­ლის­თვის და ასე­ვე გრძელ­დე­ბა.

არ მახ­სოვს, გი­ორ­გის ეთ­ქვას, აღარ შე­მიძ­ლია. ვი­ღა­ცას კი­თხვა გა­უჩ­ნდე­ბა - სა­დამ­დე უნდა ით­მი­ნოს და აკე­თოს ადა­მი­ან­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი? მაგ­რამ აქ შე­დე­გი აძ­ლევს სტი­მულს, ძა­ლას, ღო­ნეს, ენერ­გი­ას და ხა­ლისს.

მან მო­ინ­დო­მა, ღრმად ჩა­ძი­ე­ბო­და ყვე­ლა­ფერს, მეტი ეს­წავ­ლა, რომ უკეთ დახ­მა­რე­ბო­და რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ასე­ვე სხვებს, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია... მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნია და ეს ბევ­რს ნიშ­ნავს. ამას­თან, არა­ერ­თი კარ­გი თვი­სე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა: ვაჟ­კა­ცია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ასე მივ­დი­ვართ წინ. გვინ­და, მეტს და უკე­თეს შე­დე­გებს მი­ვაღ­წი­ოთ - ბევრ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­როთ!

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"წონის გამო, მჯდომარეს მეძინა"  - 20 წლის ბიჭის გასაოცარი ისტორია, რომელმაც 120 კილოგრამი დაიკლო

"წონის გამო, მჯდომარეს მეძინა"  - 20 წლის ბიჭის გასაოცარი ისტორია, რომელმაც 120 კილოგრამი დაიკლო

20 წლის გიორგი ბიბილაური, არის ბიჭი გასაოცარი ისტორიით - მან ვარჯიშით და დიდი მონდომებით 120 კილოგრამი დაიკლო!

მანამდე კი, 260 კილოგრამის მქონე ახალგაზრდას, გარდა იმისა, რომ მძიმე წონის გამო სიარული, გადაადგილებაც კი უჭირდა, ის საზოგადოების მხრიდან დაცინვის ობიექტიც იყო. ამბობს, რომ ბულინგმა მასზე დიდი გავლენა იქონია...

"ხშირად, ჩემი წონის გამო აგრესია მოდიოდა ჩემზე და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. არადა, ჩემთვის ვიყავი, არავის არაფერს ვუშავებდი, მაგრამ სადაც უნდა წავსულიყავი, მუდამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ.

ამიტომ, ვცდილობდი, ის ხალხი „დამეიგნორებინა“, მათ გავცლოდი“ - გვეუბნება გიორგი, რომელსაც მხოლოდ ბულინგის გამო არ მიუღია გადაწყვეტილება, საკუთარ მძიმე წონას დაპირისპირებოდა.

„ეს უფრო ჩემი შინაგანი განწყობა იყო, რადგანაც წონა ბევრ რამეში მზღუდავდა. ელემენტარულად, წონის გამო დამჯდარს მეძინა, ასევე პრობლემა იყო ტანსაცმელი - ერთად ბევრმა რამემ იმოქმედა და გადავწყვიტე, მიმეღწია სასურველი მიზნისთვის“ - აღნიშნავს გიორგი.

VIDEO: 20 წლის გიორგი ბიბილაური ყვება, როგორ დაიკლო 140 კილო

იმ აგრესიის გამო, რასაც მისი მისამართით ისმენდა, დეპრესია დაეწყო - 13-14 წლის ასაკში 260 კილოგრამს იწონიდა, რამაც სახლში ჩაკეტა. ცდილობდა, გარეთ არ გამოსულიყო.

„რას გავხარ? პატრონი არ გყავს?" - ისმოდა გინებაც. მოკლედ, 15 წლისა საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ წონაში უნდა დამეკლო, რათა დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის და სხვებისთვისაც, რომ ეს შემიძლია! მე ეს შევძელი! თუმცა, პირველი ნაბიჯები ურთულესი იყო, გამიჭირდა, ბევრ რამეს ვერ ვაკეთებდი.

თან, მაშინ არ იყო ამდენი სპორტდარბაზი, ფიტნესკლუბი. მაგრამ იმას ვგრძნობდი, რომ შემეძლო, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. ერთ წელიწადში 120 კილოგრამი დავიკელი. ახლა ვარ დაახლოებით 140 კილოგრამი და ფიტნესი ჩემი ცხოვრებაა“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომელმაც კუჭის ე.წ „დაპატარავების“ ოპერაციაზე უარი თქვა და წონაში დაკლებისთვის სწორი კვება და ვარჯიში არჩია.

"15 წლისას ამ ოპერაციას არავინ გამიკეთებდა, 18 წლის მაინც უნდა ვყოფილიყავი,“ - განმარტავს გიორგი ბიბილაური, რომელმაც გარდა იმისა, რომ დასახულ მიზანს მიაღწია, საკუთარი გადაწყვეტილებით, სხვა ადამიანებს იმავე მიზნის მიღწევაში ეხმარება. ის ფიტნეს მწვრთნელიც გახდა.

"მინდა, ადამიანებს სასურველი მიზნის მიღწევაში დავეხმარო, ამისთვის მე და ჩემმა მწვრთნელმა, ბატონმა მიშა ანდღულაძემ სულ ახალ-ახალი ჯგუფური ვარჯიშები შევიმუშავეთ, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ არის. მისი საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, ჯგუფურად ივარჯიშონ, ასევე ვარ პერსონალური ტრენერიც.

როდესაც დიდი წონის ადამიანები მოდიან, მაშინვე სურვილი მიჩნდება, დავეხმარო. თავში, ტვინში, გონებაში ის ყველაფერი, რაც გამოვიარე, ერთად მახსენდება და მინდა, მაქსიმალურად ჩქარა და ხარისხიანად გვერდით დავუდგე. წონას დღემდე ვებრძვი, ციფრებში არ ვიცი, რამდენი მინდა ვიყო, მე გარეგნობას ვუყურებ და იმას, თუ როგორ ფორმაში ვარ“.

- გიორგი, მძიმე წონამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაშიც შეგიშალა ხელი?

- წონამ ბევრ რამეში შემიშალა ხელი, ჩემს რეჟიმს ხომ რეჟიმი არ ერქვა: ღამე ვცხოვრობდი, დღე მეძინა. სკოლაში რომ მივდიოდი, გაკვეთილზე არაერთხელ ჩამძინებია. შემდეგ კი რაღაც პერიოდი, როგორც ვთქვი, სახლში ჩავჯექი, თუმცა მძიმე დღეების მიუხედავად, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თავისთვის მიმეხედა, რომ ვყოფილიყავი ჯანმრთელი.

სახლში ერთწლიანი ჯდომის შემდეგ, მივხვდი, რომ შანსი მქონდა, გადავრჩენილიყავი. ფიტნესმა ეს იმედი მომცა და ისიც, რომ შემეძლო, რაღაც სერიოზული გამეკეთებინა...

მყავს ჩემზე 8 წლით უფროსი და, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მქონდა შესაძლებლობა, მასთან წავსულიყავი, ვყოფილიყავი ტრენერი, მაგრამ ჩემი პასუხი იყო ასეთი - მინდა, ხალხს საქართველოში დავეხმარო! ამისთვის დავამთავრე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის აკადემია, ასევე „სნეპის აკადემია“, მათი სახეც ვარ. მომავალშიც ვაპირებ, მეტად განვვითარდე და მეტი ვისწავლო. ჩემს თავს სულ ვეუბნები - ან განვითარდი, ან მოკვდი!

- განვლილი წლებიდან რა დასკვნებს აკეთებ და უმთავრესად რას ურჩევ სხვებს?

- დასახულ მიზანს უნდა მიაღწიო და არასდროს დანებდე, არ მოეშვა, ვიღაცები სულ იქნებიან, რომლებიც დაგცინებენ, რაღაცას იტყვიან. რაც უნდა გააკეთო და რა შედეგიც უნდა დადო, ნუ მიაქცევ ნურავის ყურადღებას. აკეთე შენი საქმე, ყოველთვის დაგიფასდება.

მძიმე წონა ცუდია, მეტიც, საშინელებაა, მაგრამ ადამიანს მასთან ბრძოლა შეუძლია. მთავარია, არასდროს დავიხიოთ უკან. შედეგი ყოველთვის იქნება!

- ბავშვობიდან სამეგობრო წრე შეინარჩუნე თუ შემოგეცალნენ?

- ბავშვობის მეგობრებიდან დღეს გვერდით მხოლოდ ერთი მყავს. დიახ, აღარ მაქვს სხვებთან ურთიერთობა. სადღაც წავიდნენ, გაქრნენ... და ისინიც გაქრნენ, ვინც დამცინოდა...

ამ რთულ გზაზე ოჯახის წევრებიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა დედისგან მქონდა. მხარში მედგა დაც - არადროს მაკრიტიკებდნენ და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმებოდნენ.

2013 წელს, როდესაც ფიტნესს ვიწყებდი, ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში დემოტივაციისთვის იყო, ან პირიქით - მოტივაციისთვის.

ერთ ადამიანს 30 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. მასთან მივედი, რომ საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა, მეგონა, რაღაც ჯადოსნურ მეთოდს იტყოდა, არადა, ასეთი რაღაცები არ არსებობს, ყველაფერს შრომა უნდა... მოკლედ, მითხრა, შაქარი და ცომეული არ მიიღოო. ეს ნათქვამი რომ გავაანალიზე, ვუთხარი, - ამას ვერ ვიზამ-მეთქი. შემომხედა და მითხრა, შენ ისედაც ვერაფერს იზამო. ის პიროვნება სამწუხაროდ, აღარ მინახავს, თუმცა სიამოვნებით ვნახავდი, მაინტერესებს, მისი რეაქცია ჩემი დანახვისას როგორი იქნებოდა?!

მიშა ანდღულაძე, გიორგი ბიბილაურის ტრენერი:

- "გიორგისთან წლებია ვურთიერთობ, ერთად ვვარჯიშობთ. მას კარგი შედეგი აქვს, რაც სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ წინ წავიდეს. როცა საქმეს აკეთებ და არ გამოგდის, შეიძლება, ადვილად დაყარო ფარ-ხმალი, მაგრამ გიორგი ჭკვიანურად მიუდგა საქმეს, მიიღო შედეგი, რამაც უფლება აღარ მისცა შეჩერებულიყო.

ეს არ არის ადვილი საქმე. თუ დაიღალე, დახურე მათემატიკის სახელმძღვანელო და მეორე დღეს გაგაგრძელე. ეს კი დიდი ბრძოლა და გმირობის ტოლფასია. დაიღალე, ენერგია არ გაქვს, არც კალორიები და მაინც თავდაუზოგავად ვარჯიშობ! ამიტომ ყოველი დღე იწყება ბრძოლისთვის და ასევე გრძელდება.

არ მახსოვს, გიორგის ეთქვას, აღარ შემიძლია. ვიღაცას კითხვა გაუჩნდება - სადამდე უნდა ითმინოს და აკეთოს ადამიანმა ეს ყველაფერი? მაგრამ აქ შედეგი აძლევს სტიმულს, ძალას, ღონეს, ენერგიას და ხალისს.

მან მოინდომა, ღრმად ჩაძიებოდა ყველაფერს, მეტი ესწავლა, რომ უკეთ დახმარებოდა როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს, რაც ძალიან მიხარია... მებრძოლი ადამიანია და ეს ბევრს ნიშნავს. ამასთან, არაერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა: ვაჟკაცია, თავდაჯერებული, მიზანდასახული და ასე მივდივართ წინ. გვინდა, მეტს და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ - ბევრ ადამიანს დავეხმაროთ!

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე