სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ანიტას სიმღერა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის მართლა ყროყინის ტოლფასია" - რას წერს პაატა ბურჭულაძე აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლაზე
"ანიტას სიმღერა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის მართლა ყროყინის ტოლფასია" - რას წერს პაატა ბურჭულაძე აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლაზე

გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის წინ აქ­ცი­ა­ზე ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი მი­ვი­და და იქ შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თა. სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ მან აქ­ცი­ა­ზე "ჰე­რიო ბი­ჭე­ბო" და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა. აქ­ცი­ა­ზე ანი­ტას გა­მოს­ვლას ოპე­რის კი­დევ ერთი მომ­ღე­რა­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლამ და სიმ­ღე­რამ დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია მთავ­რო­ბა­ში და იმა­ვე წუთ­ში ჩარ­თეს მათი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ია­რა­ღი - ტრო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვე­უ­ლი მონ­დო­მე­ბით და უხვი შე­უ­რა­ცხყო­ფით შე­ამ­კეს ანი­ტა.

აქ ახა­ლი არა­ფე­რი არ არის, რად­გან ამას ჩვე­ნი მთავ­რო­ბი­დან შეჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ მინ­და ერთ კო­მენ­ტარ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­ვა­მოწ­მე და ტრო­ლი არ არის. ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მი­წე­რა ანი­ტას: "ანი­ტა, ერთი ყრო­ყი­ნი შე­გიძ­ლია და რამ­დენს ბე­დავ". უცებ გა­მახ­სენ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მისი გა­რე­მოც­ვა და და­ვი­ნა­ხე ის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რომ ანი­ტას სიმ­ღე­რა მათ­თვის მარ­თლა ყრო­ყი­ნის ტოლ­ფა­სია.

ჩემო საყ­ვა­რე­ლო ანი­ტა, ღმერ­თს ვთხოვ, რომ მრა­ვა­ლი წელი ასე "გაყ­რო­ყი­ნოს" ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ბედ­ნი­ე­როდ. გკოც­ნი", - წერს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე.

დღეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მე-11 დღეა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვლავ შს მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

გუ­შინ­დე­ლი დღის მსგავ­სად, დღე­საც სცე­ნა ძი­რი­თა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ეთ­მოთ.

ია
0

იმდენად აგდებული ჰყავთ ქართველები ამ ნაცებს, რომ კომენტარებში ამბობენ -- მთავრობას დამხმარედ ტროლები ჰყავთო. მაგალითად მე არავის ტროლი არა ვარ და ჩემს მიერ დაწერილი ფაქტებიდან ერთი მოიყვანოს რომელიმემ მაგალითად, რომ ეს ასე არ ყოფილა. თუ კი მართალია, ამას ტროლი რად უნდა, უბრალოდ წერა-კითხვის ცოდნაა საჭირო, რომ ეს დააფიქსირო. სიმართლეს ტროლი არ ჭირდება, ის ტყუილისთვისაა მოსაშველებელი. ნაციონალები თავიანთ თვალში დირეს ვერ ხედავენ და სხვის თვალში ბეწვს ეძებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ანიტას სიმღერა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის მართლა ყროყინის ტოლფასია" - რას წერს პაატა ბურჭულაძე აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლაზე

"ანიტას სიმღერა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის მართლა ყროყინის ტოლფასია" - რას წერს პაატა ბურჭულაძე აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლაზე

გუშინ პარლამენტის წინ აქციაზე ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მივიდა და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან აქციაზე "ჰერიო ბიჭებო" და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. აქციაზე ანიტას გამოსვლას ოპერის კიდევ ერთი მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"საპროტესტო აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის სიტყვით გამოსვლამ და სიმღერამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობაში და იმავე წუთში ჩართეს მათი 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული იარაღი - ტროლები, რომლებმაც ჩვეული მონდომებით და უხვი შეურაცხყოფით შეამკეს ანიტა.

აქ ახალი არაფერი არ არის, რადგან ამას ჩვენი მთავრობიდან შეჩვეულები ვართ, მაგრამ მინდა ერთ კომენტარზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც გადავამოწმე და ტროლი არ არის. ერთმა ქალბატონმა მიწერა ანიტას: "ანიტა, ერთი ყროყინი შეგიძლია და რამდენს ბედავ". უცებ გამახსენდა ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და დავინახე ის სამწუხარო რეალობა, რომ ანიტას სიმღერა მათთვის მართლა ყროყინის ტოლფასია.

ჩემო საყვარელო ანიტა, ღმერთს ვთხოვ, რომ მრავალი წელი ასე "გაყროყინოს" ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ. გკოცნი", - წერს პაატა ბურჭულაძე.

დღეს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მე-11 დღეა, აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

გუშინდელი დღის მსგავსად, დღესაც სცენა ძირითადად, ხელოვნების წარმომადგენლებს დაეთმოთ.

"82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს "ასტრაზენეკას" ვაქცინას" - თეონა ჩარკვიანი კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?