ავტორი:

20 ივნისს მძიმედ დაშავებული მამაკაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

20 ივნისს მძიმედ დაშავებული მამაკაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

20 ივნისს, აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დღეს უკვე გაემგზავრა ერთი პირი, მეორე კი ქვეყანას გამთენიისას დატოვებს.

ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა კლინიკაში 5 პაციენტი განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.