სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამუკა ბახტაძე შს მინისტრსა და სამინისტროს მადლობას უხდის
მამუკა ბახტაძე შს მინისტრსა და სამინისტროს მადლობას უხდის

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე შს მი­ნის­ტრსა და სა­მი­ნის­ტროს მად­ლო­ბას უხ­დის. პრე­მი­ერ­მა ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­მარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ბრი­ფინგზე, ბახ­ტა­ძემ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტი იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მიერ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის და რომ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბას, შს სა­მი­ნის­ტრომ და მი­ნის­ტრმა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვეს თავი.

„და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ორ­ჯერ მოხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს, რომ შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტზე და ორი­ვე შემ­თხვე­ვა დას­რულ­და უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ამან მო­ი­ტა­ნა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია, ძმა­თა მკვლე­ლი ომი, ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი და სრუ­ლი ქა­ო­სი ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენ დღემ­დე ვგრძნობთ ამ უმ­ძი­მე­სი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გებს.

ამის მცდე­ლო­ბა იყო მე­სა­მე­ჯერ. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ იყ­ვნენ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. ვი­ნა­ი­დან ეს იყო მათი მო­ვა­ლე­ო­ბა, რომ მა­შინ აღეკ­ვე­თათ ეს უმ­ძი­მეს სცე­ნა­რი. დღეს არის სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა და შსს-მ შეძ­ლო და აგ­ვა­ცი­ლა ეს უმ­ძი­მე­სი სცე­ნა­რი და უმ­ძი­მე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ნისტრს, ისე­ვე რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩემ­გან პი­რა­დად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რი­დან ეკუთ­ვნის მად­ლო­ბა და მხარ­და­ჭე­რა. ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არის ერ­თა­დერ­თი გზა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო შედ­გეს, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მამუკა ბახტაძე შს მინისტრსა და სამინისტროს მადლობას უხდის

მამუკა ბახტაძე შს მინისტრსა და სამინისტროს მადლობას უხდის

მამუკა ბახტაძე შს მინისტრსა და სამინისტროს მადლობას უხდის. პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი იქნა გამოყენებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის და რომ კრიზისულ ვითარებას, შს სამინისტრომ და მინისტრმა წარმატებით გაართვეს თავი.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ორივე შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს.

ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმეს სცენარი. დღეს არის სხვა მდგომარეობა და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება.

აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრიდან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო შედგეს, როგორც წარმატებული ევროპული სახელმწიფო,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები