სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თურმე დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, ჩემი შვილი ყოფილა" - ინტერვიუ მაკო გომურის დედასთან
"თურმე დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, ჩემი შვილი ყოფილა" - ინტერვიუ მაკო გომურის დედასთან

20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას, 19 წლის სტუ­დენ­ტმა, მაკო გო­მურ­მა თვა­ლი და­კარ­გა. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან იგი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­წე­რეს. მაკო გუ­შინ სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა. ჟურ­ნალ­ში "გზა" გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ მა­კოს დე­დას­თან, მაია ინი­აშ­ვილ­თან. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:

"ემო­ცი­უ­რად ძა­ლინ მძი­მედ ვარ. ჩვენ არაგ­ვის­პირ­ში ვცხოვ­რობთ. 3 გოგო და ერთი ბიჭი მყავს. იმ ღა­მეს აქ­ცი­ას ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ­დი არ ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლე­ბი იქ თუ იყ­ვნენ. სა­ღა­მოს რომ ვე­ლა­პა­რა­კე, მი­თხრეს, მა­ღა­ზია რომ და­ი­კე­ტე­ბა (ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მუ­შა­ო­ბენ), სახ­ლში წა­ვალ­თო. 12 სა­ა­თის შემ­დეგ და­ვუ­რე­კე, მო­მა­ტყუ­ეს, სახ­ლში მივ­დი­ვარ­თო. თურ­მე აქ­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლან და არ გა­მიმ­ხი­ლეს, გა­მიფრ­თხილ­დნენ, არ მა­ნერ­ვი­უ­ლეს.

იმ ღა­მეს ტე­ლე­ვი­ზორ­თან გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­რჩი, დარ­ბე­ვის კად­რებს ვუ­ყუ­რე და მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, ეს გოგო ჩვენს მა­კოს რო­გორ ჰგავს-მეთ­ქი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ის სახ­ლში იყო და და­ვი­ძი­ნე. თურ­მე ის დაჭ­რი­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ გაჰ­ყავ­დათ, ჩემი შვი­ლი ყო­ფი­ლა. მე­ო­რე დღეს დი­ლა­ად­რი­ან ავ­დე­ქი. ჩემი გოგო და ბიჭი მო­ვიდ­ნენ, მათ არ ვე­ლო­დე­ბო­დი და და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რა­ღაც მოხ­და. და­მამ­შვი­დეს, ნუ გე­ში­ნია ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი ვართ, მაგ­რამ მა­კოს თვა­ლი და­უ­ზი­ან­დაო. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ ახლა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი მყავს.

"შვი­ლე­ბის პრო­ტესტს მეც ვუ­ერ­თდე­ბი. ვი­თხოვ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­სა­ჯოს ის, ვინც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­მე­ტა. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯა­ლა­თია".

"იმ კად­რე­ბის გახ­სე­ნე­ბი­სას მაკო ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. ამ­ბობს, უკვე გა­მოვ­დი­ო­დი, და­ვი­ნა­ხე ვი­ღაც და­ე­ცა, მის­კენ მივ­ბრუნ­დი და ტყვი­აც ამ დროს მომ­ხვდაო".

ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად იხი­ლეთ ჟურ­ნალ "გზის" 27 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თურმე დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, ჩემი შვილი ყოფილა" - ინტერვიუ მაკო გომურის დედასთან

"თურმე დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, ჩემი შვილი ყოფილა" - ინტერვიუ მაკო გომურის დედასთან

20-21 ივნისის აქციის დარბევისას, 19 წლის სტუდენტმა, მაკო გომურმა თვალი დაკარგა. საავადმყოფოდან იგი რამდენიმე დღის წინ გამოწერეს. მაკო გუშინ სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა. ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა ინტერვიუ მაკოს დედასთან, მაია ინიაშვილთან. გთავაზობთ ამონარიდებს:

"ემოციურად ძალინ მძიმედ ვარ. ჩვენ არაგვისპირში ვცხოვრობთ. 3 გოგო და ერთი ბიჭი მყავს. იმ ღამეს აქციას ტელევიზიით ვუყურებდი არ ვიცოდი, ჩემი შვილები იქ თუ იყვნენ. საღამოს რომ ველაპარაკე, მითხრეს, მაღაზია რომ დაიკეტება (ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობენ), სახლში წავალთო. 12 საათის შემდეგ დავურეკე, მომატყუეს, სახლში მივდივართო. თურმე აქციაზე ყოფილან და არ გამიმხილეს, გამიფრთხილდნენ, არ მანერვიულეს.

იმ ღამეს ტელევიზორთან გვიანობამდე შევრჩი, დარბევის კადრებს ვუყურე და მეუღლეს ვუთხარი, ეს გოგო ჩვენს მაკოს როგორ ჰგავს-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სახლში იყო და დავიძინე. თურმე ის დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, როგორ გაჰყავდათ, ჩემი შვილი ყოფილა. მეორე დღეს დილაადრიან ავდექი. ჩემი გოგო და ბიჭი მოვიდნენ, მათ არ ველოდებოდი და დანახვისთანავე მივხვდი, რაღაც მოხდა. დამამშვიდეს, ნუ გეშინია ყველანი ცოცხლები ვართ, მაგრამ მაკოს თვალი დაუზიანდაო. ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, მაგრამ ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შვილი ცოცხალი მყავს.

"შვილების პროტესტს მეც ვუერთდები. ვითხოვ, აუცილებლად დაისაჯოს ის, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა. ის ჩვეულებრივი ჯალათია".

"იმ კადრების გახსენებისას მაკო ძალიან ემოციურია. ამბობს, უკვე გამოვდიოდი, დავინახე ვიღაც დაეცა, მისკენ მივბრუნდი და ტყვიაც ამ დროს მომხვდაო".

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 27 ივნისის ნომერში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ