სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნინო ანანიაშვილი და ნიკოლოზ ცისკარიძე კრემლის სახელმწიფო სასახლეში
ნინო ანანიაშვილი და ნიკოლოზ ცისკარიძე კრემლის სახელმწიფო სასახლეში

18 ივ­ნისს, მოს­კოვ­ში, კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნე­ბი და ბა­ლე­რო­ნე­ბი ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად შე­იკ­რიბ­ნენ.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ წელს, ივ­ნი­სის თვე­ში აგ­რი­ფი­ნა ვა­გა­ნო­ვას სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ა გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მოს აწყობს, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ცნო­ბი­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბი, ბა­ლე­ტის ოს­ტა­ტე­ბი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

2013 წლი­დან, ვა­გა­ნო­ვას რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეა. წელს აკა­დე­მი­ის გა­მო­საშ­ვებ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ცის­კა­რი­ძეს­თან ერ­თად მისი კო­ლე­გე­ბი, მსოფ­ლიო ბა­ლე­ტის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და მოს­კო­ვის დიდი თე­ატ­რის ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნე­ბი: ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ილზე ლი­ე­პა და ელე­ნა ან­დრი­ენ­კო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყ­ვნენ მიწ­ვე­ულ­ნი.

ერ­თობ­ლი­ვი ფოტო ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზე 55 წლის რუს­მა ბა­ლე­რი­ნამ, ილზე ლი­ე­პამ გა­ნა­თავ­სა:

"2019 წლის 18 ივ­ნისს, კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლის სცე­ნა­ზე შედ­გა გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მო ვა­გა­ნო­ვას აკა­დე­მი­ი­სა, რომ­ლის რექ­ტო­რიც ნი­კო­ლაი ცის­კა­რი­ძე გახ­ლავთ. ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის მი­სა­ლო­ცად, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ვიდ­ნენ სა­ხალ­ხო და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი: ნინა ანი­აშ­ვი­ლი, ელე­ნა ან­დრი­ენ­კო და ილზე ლი­ე­პა" - ნათ­ქვა­მია ლი­ე­პას "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უკვე 6 წე­ლია ცის­კა­რი­ძე ვა­გა­ნო­ვას აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რია და მისი აღ­საზ­რდე­ლე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში აწყო­ბენ საჩ­ვე­ნე­ბელ სა­ღა­მოს.

აგ­რი­ფი­ნა ვა­გა­ნო­ვას სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ა რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლაა. ის თა­ვი­სი დრო­ის უდი­დე­სი რუსი პე­და­გო­გი იყო. აგ­რი­ფი­ნამ 1917 წელს და­ტო­ვა სცე­ნა და თავი მი­უ­ძღვნა პე­და­გო­გო­ბას. 1921 წელს იგი გახ­და ქ. ლე­ნინ­გრა­დის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის პე­და­გო­გი (ოფი­ცი­ა­ლუ­რად პე­ტერ­ბურ­გის სა­მე­ფო ბა­ლე­ტის სკო­ლა) და და­ი­წყო ინ­სტრუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და რო­გორც ვა­გა­ნო­ვას სის­ტე­მა.

qeTo
0

ნამდვილად რუსი ხელოვნები არიან და თავად რატომ რცხვენიათ ამის? აშშ ში ყველა აშშ-ს მოქალაქეა: რუსი ხარ, ქართველი, თუ ებრაელი.... შეეგუეთ, რომ ხართ რუსები და დაგვანებეთ თავი'... მიხედეთ თქვენს სამშობლოს. გავძლებთ როგორმე უთქვენოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნინო ანანიაშვილი და ნიკოლოზ ცისკარიძე კრემლის სახელმწიფო სასახლეში

ნინო ანანიაშვილი და ნიკოლოზ ცისკარიძე კრემლის სახელმწიფო სასახლეში

18 ივნისს, მოსკოვში, კრემლის სახელმწიფო სასახლეში მსოფლიოში ცნობილი ბალერინები და ბალერონები ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.

ტრადიციულად, ყოველ წელს, ივნისის თვეში აგრიფინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია გამოსაშვებ საღამოს აწყობს, რომელსაც აღნიშნული აკადემიის ცნობილი აღსაზრდელები, ბალეტის ოსტატები და სხვა ცნობილი სახეები ესწრებიან.

2013 წლიდან, ვაგანოვას რუსული ბალეტის აკადემიის რექტორი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეა. წელს აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ცისკარიძესთან ერთად მისი კოლეგები, მსოფლიო ბალეტის ცნობილი სახეები და მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილი ბალერინები: ნინო ანანიაშვილი, ილზე ლიეპა და ელენა ანდრიენკო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეულნი.

ერთობლივი ფოტო ინსტაგრამის პირად გვერდზე 55 წლის რუსმა ბალერინამ, ილზე ლიეპამ განათავსა:

"2019 წლის 18 ივნისს, კრემლის სახელმწიფო სასახლის სცენაზე შედგა გამოსაშვები საღამო ვაგანოვას აკადემიისა, რომლის რექტორიც ნიკოლაი ცისკარიძე გახლავთ. ამ არაჩვეულებრივი მოვლენის მისალოცად, ღონისძიებაზე მივიდნენ სახალხო და დამსახურებული არტისტები: ნინა ანიაშვილი, ელენა ანდრიენკო და ილზე ლიეპა" - ნათქვამია ლიეპას "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უკვე 6 წელია ცისკარიძე ვაგანოვას აკადემიის რექტორია და მისი აღსაზრდელები ყოველწლიურად კრემლის სახელმწიფო სასახლეში აწყობენ საჩვენებელ საღამოს.

აგრიფინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია რუსეთის ყველაზე ძველი საბალეტო სკოლაა. ის თავისი დროის უდიდესი რუსი პედაგოგი იყო. აგრიფინამ 1917 წელს დატოვა სცენა და თავი მიუძღვნა პედაგოგობას. 1921 წელს იგი გახდა ქ. ლენინგრადის საბალეტო სკოლის პედაგოგი (ოფიციალურად პეტერბურგის სამეფო ბალეტის სკოლა) და დაიწყო ინსტრუქციული სისტემის განვითარება, რაც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც ვაგანოვას სისტემა.

კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ ფოთში 48 წლის ექთანი გარდაიცვალა

"მედიკამენტებით დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის" - ივანე ჩხაიძე COVID 19-ით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემაზე

40 000-მა ტესტმა ბოლო დღე-ღამეში 1 409 ახალი ინფიცირებული გამოავლინა - რამდენი პაციენტი ემსხვერპლა COVID 19-ს და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით