სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაკო გომურს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს
მაკო გომურს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს

19 წლის მაკო გო­მურს, რო­მელ­მაც 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სას თვა­ლი და­კარ­გა, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს შეს­თა­ვა­ზებს. ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მომ­ხდა­რის გამო, ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი ნაც­ნო­ბია და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის. მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც წლე­ბია ვთა­ნამ­შრომ­ლობ, ვიც­ნობ, პა­ტივს ვცემ და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და ძა­ლი­ან მტკი­ვა მათ­თან ერ­თად, ისე­ვე რო­გორც ძა­ლი­ან მტკი­ვა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ტკი­ვი­ლიც.

შე­იძ­ლე­ბა ეს არ იყოს მათ­თვის ბო­ლომ­დე ნუ­გე­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ უცხო­ე­თის სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კებ­ში, რომ მათი ჯან­მრთე­ლო­ბა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­დგე­ნი­ლი, მათ შო­რის იმ გო­გო­ნა­სი, რო­მე­ლიც დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს. ყვე­ლა ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

გო­გო­ნა, რო­მელ­მაც 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს თვა­ლი და­კარ­გა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს. 19 წლის მაკო გო­მურ­მა „ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის" შე­ნო­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და­ტო­ვა. გო­მურს სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით და ბუშ­ტე­ბით დახ­ვდნენ და სა­ჩუქ­რად კნუ­ტი გა­დას­ცეს.

"ვდგა­ვარ მყა­რად და მინ­და თქვენც და­გა­ნა­ხოთ, რომ მყა­რად ვდგა­ვარ. არ შევ­წყვეტ ბრძო­ლას ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, რომ მი­ვიყ­ვა­ნო ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე და და­ვიბ­რუ­ნო ჩემი პა­ტა­რა თვა­ლი," - გა­ნა­ცხა­და მაკო გო­მურ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მაკო გომურს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს

მაკო გომურს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს

19 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

"ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობია დაშავებულებს შორის. მათ შორის ჟურნალისტები, რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობ, ვიცნობ, პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მტკივა მათთან ერთად, ისევე როგორც ძალიან მტკივა სრულიად უცნობი ადამიანების ტკივილიც.

შეიძლება ეს არ იყოს მათთვის ბოლომდე ნუგეში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად აღდგენილი, მათ შორის იმ გოგონასი, რომელიც დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ყველა ადამიანს ჩაუტარდება მაქსიმალური მკურნალობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს. 19 წლის მაკო გომურმა „ნიუ ჰოსპიტალის" შენობა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. გომურს საავადმყოფოსთან გულშემატკივრები ყვავილებით და ბუშტებით დახვდნენ და საჩუქრად კნუტი გადასცეს.

"ვდგავარ მყარად და მინდა თქვენც დაგანახოთ, რომ მყარად ვდგავარ. არ შევწყვეტ ბრძოლას ჩემი ჯანმრთელობის გამო, რომ მივიყვანო ყველაფერი ბოლომდე და დავიბრუნო ჩემი პატარა თვალი," - განაცხადა მაკო გომურმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ