სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ასეულობით ადამიანი ზის იზოლატორში და ელოდება თავის რიგს - ირაკლი ხვადაგიანის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ასეულობით ადამიანი ზის იზოლატორში და ელოდება თავის რიგს - ირაკლი ხვადაგიანის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აქ­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მი­მართ მე­ქა­ნი­კუ­რი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ხელ­მწი­ფო იყე­ნებს შე­და­რე­ბით რბილ სა­დამ­სჯე­ლო ზო­მებს და არ აღი­ა­რებს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ დარ­ღვე­ვას.

"ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან და­წყე­ბუ­ლი დღე­ის ჩათ­ვლით, ეს არის ფიქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სი და არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლო­ვე არ აქვს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას­თან. ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი შე­ფა­სე­ბა, ეს არის ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც ახლა სხე­დან იზო­ლა­ტორ­ში და ელო­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ რიგს. ვხე­დავთ მე­ქა­ნი­კურ მოვ­ლე­ნას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. შე­და­რე­ბით რბილ სა­დამ­სჯე­ლო ზო­მებს და არა­ღი­ა­რე­ბას ჩვენს მი­მართ დარ­ღვე­ვას", - გა­ნა­ცხა­და ხვა­და­გი­ან­მა.

მან გან­მარ­ტა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­ტეს­ტის არსი და აღ­ნიშ­ნა, რომ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი მო­სა­მარ­თლე, ამი­ტომ არ უნ­დო­და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დო­კუ­მენტზე მუ­რუ­სი­ძის ხელ­მო­წე­რა ყო­ფი­ლი­ყო.

"პრო­ტეს­ტი არის ის, რომ რო­გორც მო­ქა­ლა­ქე სა­სა­მარ­თლოს პა­ტივს ვცემთ, მაგ­რამ არ ვე­თან­მე­ბი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მას შემ­დეგ, რაც ბე­დის ირო­ნი­ით სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩემი სა­ჩი­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის ხელ­ში, რო­მე­ლიც არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი, ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო იყო და არ მინ­დო­და მისი ხელ­მო­წე­რა ყო­ფი­ლი­ყო ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც მან დამ­ნა­შა­ვედ მი­მიჩ­ნია, ასე თუ ისე, ორი­ვე მხა­რე კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა", - გა­ნა­ცხა­და ხვა­და­გი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი - ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი, ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი და იო­სებ თხე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად სცნო, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნა, რომ იო­სებ თხე­ლი­ძე, ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი და ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და მათ გა­ნე­სა­ზღვრა 3-3 დღე-ღა­მის ვა­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა, რაც მათი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან აით­ვა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ვე პირი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, 9,11,12 დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ ჰქონ­დათ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­კა­ვე­ბულ პი­რებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე და 166-ე მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რაც პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას და წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ასეულობით ადამიანი ზის იზოლატორში და ელოდება თავის რიგს - ირაკლი ხვადაგიანის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ასეულობით ადამიანი ზის იზოლატორში და ელოდება თავის რიგს - ირაკლი ხვადაგიანის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

20 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ირაკლი ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქციისას დაკავებული ყველა მოქალაქის მიმართ მექანიკური პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფო იყენებს შედარებით რბილ სადამსჯელო ზომებს და არ აღიარებს დაკავებულების მიმართ დარღვევას.

"ჩვენ ვნახეთ, რომ საქალაქო სასამართლოდან დაწყებული დღეის ჩათვლით, ეს არის ფიქტიური პროცესი და არანაირი სიახლოვე არ აქვს სამართლიანობასთან. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ასეულობით ადამიანის მოცემულობა, რომლებიც ახლა სხედან იზოლატორში და ელოდებიან თავიანთ რიგს. ვხედავთ მექანიკურ მოვლენას სახელმწიფოს მხრიდან. შედარებით რბილ სადამსჯელო ზომებს და არაღიარებას ჩვენს მიმართ დარღვევას", - განაცხადა ხვადაგიანმა.

მან განმარტა სასამართლო დარბაზში გამოხატული პროტესტის არსი და აღნიშნა, რომ ლევან მურუსიძე არის ხელისუფლების ნების აღმსრულებელი მოსამართლე, ამიტომ არ უნდოდა მისი გათავისუფლების დოკუმენტზე მურუსიძის ხელმოწერა ყოფილიყო.

"პროტესტი არის ის, რომ როგორც მოქალაქე სასამართლოს პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვეთანმები მის გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც ბედის ირონიით სააპელაციო სასამართლოში ჩემი საჩივარი აღმოჩნდა ლევან მურუსიძის ხელში, რომელიც არის ხელისუფლების ნების აღმსრულებელი, ძალიან უსიამოვნო იყო და არ მინდოდა მისი ხელმოწერა ყოფილიყო ჩემს გათავისუფლებაზე. მას შემდეგ, რაც მან დამნაშავედ მიმიჩნია, ასე თუ ისე, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა", - განაცხადა ხვადაგიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე დაკავებულები - ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ იოსებ თხელიძე, ირაკლი ხვადაგიანი და ცოტნე ცხვედიანი სამართალდამრღვევია წარდგენილ ბრალდებაში და მათ განესაზღვრა 3-3 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, სამივე პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს, შესაბამისად, 9,11,12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს