სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
20 ივნისის აქციაზე დაკავებული სამი პირი ლევან მურუსიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა
20 ივნისის აქციაზე დაკავებული სამი პირი ლევან მურუსიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

20 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი, ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი და იო­სებ თხე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად სცნო, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნა, რომ იო­სებ თხე­ლი­ძე, ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი და ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და მას გა­ნე­სა­ზღვრა 3 დღე ღა­მის ვა­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა, რაც მათი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან აით­ვა­ლა.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ვე პირი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ გა­მო­ა­ცხა­და. და­კა­ვე­ბუ­ლებს 9,11,12 დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ ჰქონ­დათ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­კა­ვე­ბულ პი­რებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე და 166-ე მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რაც პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას და წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

20 ივნისის აქციაზე დაკავებული სამი პირი ლევან მურუსიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

20 ივნისის აქციაზე დაკავებული სამი პირი ლევან მურუსიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე დაკავებულები ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ იოსებ თხელიძე, ირაკლი ხვადაგიანი და ცოტნე ცხვედიანი სამართალდამრღვევია წარდგენილ ბრალდებაში და მას განესაზღვრა 3 დღე ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა.

შესაბამისად, სამივე პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გამოაცხადა. დაკავებულებს 9,11,12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს