ავტორი:

ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა - კადრებს რუსი ტელეწამყვანი ავრცელებს

ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა - კადრებს რუსი ტელეწამყვანი ავრცელებს

ქართველმა მუსიკოსმა და მსოფლიოში პოპულარულმა შემსრულებელმა ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. სიმღერის ვიდეოკადრებს რუსი ტელე-რადიო წამყვანი, ალექს დუბასი ინსტაგრამზე ავრცელებს.

"ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია, მე კი ვუთხარი, რომ მსმენელების გულები მასთანაა, ესე იგი, მსმენელების გულებიც საქართველოშია. ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ჰყვებოდნენ მას სიმღერაში და როგორ უკრავდნენ ტაშს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ თქვენი უმრავლესობა რუსოფობი არაა... ადრე ნინომ მითხრა, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სიტყვა «ладонь», არის მისი შესატყვისი - "ხელის გული"... და ახლა, როცა მე ხელს ვართმევ ან ტაშს ვუკრავ ადამიანს, მახსენდება, რომ ამას ვაკეთებ გულით..." - წერს ტელეწამყვანი ვიდეოს კომენტირებისას.

საერთაშორისო ღია ფესტივალი "Усадьба Jazz" მასშტაბური ფესტივალია, რომელიც ჯაზსა და ფანკს, სოულსა და ელექტრონულ მუსიკას ეთმობა და ყოველწლიურად იმართება 2004 წლიდან. წელს ფესტივალში რუს შემსრულებლებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები ღებულობდნენ მონაწილეობას, მათ შორის: The Black Eyed Peas (ამერიკულმა ჯგუფმა რამდენიმე დღის შეკვეთილში გამართა კონცერტი), როკ-ბენდი Сплин, ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი და სხვები. ნინო ქათამაძემ & Insight-მა ფესტივალში მონაწილეობა 2014 წელსაც მიიღეს.

ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით AMBEBI.GE ნინო ქათამაძეს გუშინვე დაუკავშირდა, თუმცა მან WhatsApp-ში ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ