სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელმაც თბილისში საპროტესტო ტალღა ააგორა
რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელმაც თბილისში საპროტესტო ტალღა ააგორა

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე დღეა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლეა იმარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლისს 25-მდე ქვეყ­ნის 100 დე­ლე­გა­ტი ეწ­ვია, რომ­ლებ­მაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის 26-ე სე­სია გახ­სნეს.

სე­სი­ას რუსი დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბო­და, რო­გორც თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის, რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი. გავ­რი­ლოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რა­მაც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკი­დუ­რე­სი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა აგორ­და და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ნა­ბი­ჯი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლეა, ვინ არი­ან მისი წევ­რე­ბი და რა­ტომ იმარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ როცა უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი მის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღე­ბენ.

ასამ­ბლე­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად 2017 წლის ივ­ლის­ში გაჟ­ღერ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის (IAO) სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია, გა­ნა­ცხა­და, რომ ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ­ში მი­ი­ღეს.

მა­შინ ქუც­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით: ეს გაზ­რდი­და ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბას და რე­ლი­გი­უ­რი ტუ­რიზ­მი­სად­მი ინ­ტე­რესს, ამას­თან, ეს იქ­ნე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი პლატ­ფორ­მა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

"ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრებ­თან ერ­თად აღი­ა­რებს და იცავს სა­ეკ­ლე­სიო სა­ზღვრე­ბის მთლი­ა­ნო­ბას, ეს არის მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა. ჩვენ გვაქვს კარ­გი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ მოს­კო­ვის პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა არ აღი­ა­რა რე­გი­ო­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

მან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­იც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცია, თუმ­ცა გვაქვს მე­ო­რე სამ­წუ­ხა­რო პრაქ­ტი­კა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მედ­ვე­დევ-პუ­ტი­ნის სა­ხით არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს პლატ­ფორ­მა, რომ ეკ­ლე­სი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც“, - აცხა­დებ­და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა 2017 წელს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ა­ში მუდ­მივ­მოქ­მე­დი დე­ლე­გა­ცია 2013 წლი­დან ჰყავს. დე­ლე­გა­ცი­ას ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ადა მარ­შა­ნია, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლეა 25 წევ­რი ქვეყ­ნის­გან შედ­გე­ბა. მათ შო­რი­საა: ალ­ბა­ნე­თი, სომ­ხე­თი, ბე­ლო­რუ­სი, ეს­ტო­ნე­თი, ფი­ნე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ლატ­ვია, პო­ლო­ნე­თი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა, კვიპ­რო­სი და სხვა ქვეყ­ნე­ბი.

ასამ­ბლეა 1994 წელს სა­ბერ­ძნე­თის პარ­ლა­მენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ფუძნ­და. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ასამ­ბლეა უზ­რუნ­ველ­ყოფს მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის, ქრის­ტი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვით.

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლეა ყო­ველ­წლი­უ­რად ივ­ნი­სის თვე­ში იკ­რი­ბე­ბა. გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბულ 25-ე სე­სი­ას სა­ბერ­ძნეთ­მა, ათენ­მა უმას­პინ­ძლა.

წელს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის 26-ე გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სე­სი­ის თე­მაა - "პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის წვლი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, პარ­ლა­მენ­ტის ვებ-გვერ­დზე იძებ­ნე­ბა 19-22 ივ­ნი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­რი­გი, რო­მელ­შიც სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სამდღი­ა­ნი პროგ­რა­მაა გა­წე­რი­ლი. პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დღე­ვან­დე­ლი სე­სია მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით უნდა გახ­სნი­ლი­ყო, თუმ­ცა გა­მომ­სვლე­ლებს შო­რის გავ­რი­ლო­ვის გვა­რი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი არ არის (იხი­ლეთ სქ­რი­ნი)

გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის გახ­სნის ცე­რე­მო­ნია გუ­შინ სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა. ის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გახ­სნა, ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს კი სი­ტყვით მი­მარ­თა სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრემ, მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ, რო­მელ­მაც დამ­სწრე­ებს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რის მი­მარ­თვა გა­აც­ნო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელმაც თბილისში საპროტესტო ტალღა ააგორა

რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელმაც თბილისში საპროტესტო ტალღა ააგორა

საქართველოში მეორე დღეა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართება. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის 100 დელეგატი ეწვია, რომლებმაც დღეს საქართველოს პარლამენტში საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია გახსნეს.

სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, რუსეთის წარმომადგენელი და ასამბლეის პრეზიდენტი. გავრილოვმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რამაც ქართულ საზოგადოებაში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო ტალღა აგორდა და მოქალაქეებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკეს.

დავინტერესდით, რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, ვინ არიან მისი წევრები და რატომ იმართება ღონისძიება საქართველოში, მაშინ როცა უმაღლესი პირები მის ქვეყანაში ჩატარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

ასამბლეის საქართველოში ჩატარების შესახებ ინფორმაცია პირველად 2017 წლის ივლისში გაჟღერდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში მიიღეს.

მაშინ ქუცნაშვილი ამბობდა, რომ ასამბლეის ჩატარება საქართველოში უმნიშვნელოვანესი იყო რამდენიმე მიზეზით: ეს გაზრდიდა ქვეყნის ცნობადობას და რელიგიური ტურიზმისადმი ინტერესს, ამასთან, ეს იქნებოდა დამატებითი პლატფორმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

"ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საზღვრებთან ერთად აღიარებს და იცავს საეკლესიო საზღვრების მთლიანობას, ეს არის მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, რომ მოსკოვის პატრიარქმა კირილმა არ აღიარა რეგიონების ეკლესიების დამოუკიდებლობა.

მან თავიდან ბოლომდე დაიცვა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, თუმცა გვაქვს მეორე სამწუხარო პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მედვედევ-პუტინის სახით არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, რომ ეკლესიის წარმატებული მაგალითი გამოყენებული იყოს საერო ხელისუფლებასთან მიმართებაშიც“, - აცხადებდა ზაქარია ქუცნაშვილმა 2017 წელს.

საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს. დელეგაციას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზვიად ძიძიგური და გედევან ფოფხაძე არიან. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 25 წევრი ქვეყნისგან შედგება. მათ შორისაა: ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, ლატვია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, კვიპროსი და სხვა ქვეყნები.

ასამბლეა 1994 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის მიზნებშია აღნიშნული, ასამბლეა უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციას წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს შორის, ქრისტიანობის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვით.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ყოველწლიურად ივნისის თვეში იკრიბება. გასულ წელს ჩატარებულ 25-ე სესიას საბერძნეთმა, ათენმა უმასპინძლა.

წელს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა - "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში“.

აღსანიშნავია რომ, პარლამენტის ვებ-გვერდზე იძებნება 19-22 ივნისის ღონისძიების განრიგი, რომელშიც საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სამდღიანი პროგრამაა გაწერილი. პროგრამის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სესია მისასალმებელი სიტყვებით უნდა გახსნილიყო, თუმცა გამომსვლელებს შორის გავრილოვის გვარი მოხსენიებული არ არის (იხილეთ სქრინი)

გენერალური ასამბლეის გახსნის ცერემონია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა, ფორუმის მონაწილეებს კი სიტყვით მიმართა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, რომელმაც დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიმართვა გააცნო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები