ავტორი:

რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში 32 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში 32 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 32 წლამდე ქალის ცხედარი ნახეს. არსებული ინფორმაციით, სახლში მისულ ქმარს კარი ჩაკეტილი დახვდა, ადგილზე გამოიძახეს მაშველები, კარის გახსნის შემდეგ, მათ ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც დადგინდება ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია