სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა რეაქცია ჰქონდა ლედი გაგას, როცა ფანებმა ბრედლი კუპერის შესახებ კითხვებით შეაწუხეს
რა რეაქცია ჰქონდა ლედი გაგას, როცა ფანებმა ბრედლი კუპერის შესახებ კითხვებით შეაწუხეს

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პოპ-ვარ­სკვლა­ვი ლედი გაგა ფა­ნებს გა­ნუ­რის­ხდა იმის გამო, რომ მათ მსა­ხი­ობ ბრედ­ლი კუ­პე­რის შე­სა­ხებ შე­კი­თხვე­ბით შე­ა­წუ­ხეს.

ინ­ცი­დენ­ტი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 4-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ კუ­პე­რი და სუ­პერ­მო­დე­ლი ირი­ნა შე­ი­კი და­შორ­დნენ. მე­დი­ა­ში და სკან­და­ლის მოყ­ვა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი, რომ ეს შე­საძ­ლოა ლედი გა­გას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა.

ინ­ცი­დენ­ტი ლოს ან­ჯე­ლეს­ში მოხ­და, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი კონ­ცერტს მარ­თავ­და. გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ კონ­ცერ­ტზე მი­სუ­ლი მსმე­ნე­ლე­ბი შე­უ­ჩე­რებ­ლად უყ­ვი­როდ­ნენ მომ­ღე­რალს, სად იყო ბრედ­ლი კუ­პე­რი. ვიდ­რე ლედი გაგა მსა­ხი­ობ­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ჰი­ტის Shallow-ს შეს­რუ­ლე­ბას და­ი­წყებ­და, გან­რის­ხე­ბულ­მა, უხამ­სი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მსმე­ნელს: "one more thing, be kind or f**k off" ("კი­დევ ერთი: ან კარ­გად მო­ი­ქე­ცით, ან და­ახ­ვი­ეთ").

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ლედი გაგა და­შორ­და საქმროს კრის­ტი­ან კა­რი­ნოს, რო­მელ­ზეც ორი წელი იყო და­ნიშ­ნუ­ლი. გა­სულ კვი­რას კი ირი­ნა შე­ი­კი გა­და­ვი­და იმ სახ­ლი­დან, სა­დაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კუ­პერ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მო­დელს და მსა­ხი­ობს ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

რო­გორც ჩანს, ირი­ნა შე­იკ­მა და­შო­რე­ბა მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნა, მან ცოტა ხნის წინ "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ის­ლან­დი­ა­ში, ფო­ტო­სე­სი­ა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა რეაქცია ჰქონდა ლედი გაგას, როცა ფანებმა ბრედლი კუპერის შესახებ კითხვებით შეაწუხეს

რა რეაქცია ჰქონდა ლედი გაგას, როცა ფანებმა ბრედლი კუპერის შესახებ კითხვებით შეაწუხეს

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა ფანებს განურისხდა იმის გამო, რომ მათ მსახიობ ბრედლი კუპერის შესახებ შეკითხვებით შეაწუხეს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კუპერი და სუპერმოდელი ირინა შეიკი დაშორდნენ. მედიაში და სკანდალის მოყვარულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვები, რომ ეს შესაძლოა ლედი გაგასთან დაკავშირებული ისტორიის გაგრძელებაა.

ინციდენტი ლოს ანჯელესში მოხდა, სადაც მომღერალი კონცერტს მართავდა. გამოცემა იუწყება, რომ კონცერტზე მისული მსმენელები შეუჩერებლად უყვიროდნენ მომღერალს, სად იყო ბრედლი კუპერი. ვიდრე ლედი გაგა მსახიობთან ერთად შესრულებული ცნობილი ჰიტის Shallow-ს შესრულებას დაიწყებდა, განრისხებულმა, უხამსი სიტყვებით მიმართა მსმენელს: "one more thing, be kind or f**k off" ("კიდევ ერთი: ან კარგად მოიქეცით, ან დაახვიეთ").

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ლედი გაგა დაშორდა საქმროს კრისტიან კარინოს, რომელზეც ორი წელი იყო დანიშნული. გასულ კვირას კი ირინა შეიკი გადავიდა იმ სახლიდან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში კუპერთან ერთად ცხოვრობდა. მოდელს და მსახიობს ორი წლის ქალიშვილი ჰყავთ.

როგორც ჩანს, ირინა შეიკმა დაშორება მარტივად გადაიტანა, მან ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ისლანდიაში, ფოტოსესიაზეა გადაღებული.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს