ავტორი:

რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გალუნოვის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ

რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გალუნოვის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ

ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გალუნოვის დაკავებამ ქვეყანაში მოსახლეობისა და რეპორტიორების უკმაყოფილება გამოიწვია. დღეს მთელი რიგი რუსული გაზეთები, მათ შორის „კომერსანტი“ და „ვედომოსტი“ ერთნაირი ფოტოთი და წარწერით - „ჩვენ ივან გალუნოვი ვართ“ გამოვა. მსგავსი წარწერით უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ გალუნოვის კოლეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეპორტიორები ჟურნალისტის დაკავებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.

სამართალდამცველებმა ჟურნალისტს ბრალად დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობა და გასაღება წაუყენა. ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკები სამართალდამცველებმა ჩაუდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი ორ თვეს შინაპატიმრობაში გაატარებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"