სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში თავისი ბორტი გამოაგზავნა
უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში თავისი ბორტი გამოაგზავნა

10 უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვის სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი ბორ­ტი გა­მო­აგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა დღეს იგეგ­მე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბავ­შვებს, მათ გა­სამ­გზავ­რებ­ლად უკვე ამ­ზა­დე­ბენ. მცი­რე­წლოვ­ნებს კა­ხე­თი­დან თბი­ლი­სამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს. ად­გი­ლობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ნა­თია კევ­ლიშ­ვი­ლის ინ­ფო­მა­ცი­ით, ბავ­შვებს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში გა­და­იყ­ვა­ნენ, სა­დაც მათ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი დახ­ვდე­ბი­ან.

ბრალ­დე­ბუ­ლი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ბავ­შვე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ოთხი ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა იუ­ლია სუს­ლი­ა­კია, ხოლო ათი­ვე ბავ­შვს ჰყავს ერთი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 6 ბავ­შვი იუ­ლია და იური სუს­ლი­ა­კებს სუ­რო­გა­ცი­ის გზით ჰყავთ გა­ჩე­ნი­ლი. ეს ბავ­შვე­ბი ბი­ო­ლო­გი­უ­რი და-ძმა­ნი არი­ან მა­მის ხა­ზით.

ცნო­ბის­თვის, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად რუ­სე­თი­დან 2019 წლის 8 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 10-ვე ბავ­შვი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის შვი­ლია და მის გვარს ატა­რებს, თუმ­ცა მცი­რე­წლოვ­ნე­ბი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს, რა­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ტრე­ფი­კინ­გის ეჭვი გა­უ­ჩი­ნა.

შსს-ს ცნო­ბით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი უკ­რა­ი­ნი­დან რუ­სეთ­ში 11 ბავ­შვის თან­ხლე­ბით გა­და­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 10 ბავ­შვი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გი) ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე 2-პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 14-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში თავისი ბორტი გამოაგზავნა

უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად ზელენსკიმ თბილისში თავისი ბორტი გამოაგზავნა

10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თბილისში საკუთარი ბორტი გამოაგზავნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბავშვების უკრაინაში დაბრუნება დღეს იგეგმება.

რაც შეეხება თავად ბავშვებს, მათ გასამგზავრებლად უკვე ამზადებენ. მცირეწლოვნებს კახეთიდან თბილისამდე ტრანსპორტირებას სოციალური სამსახური უზრუნველყოფს. ადგილობრივი სოციალური მუშაკის ნათია კევლიშვილის ინფომაციით, ბავშვებს თბილისის აეროპორტში გადაიყვანენ, სადაც მათ უკრაინული მხარის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდებიან.

ბრალდებული იულია სუსლიაკის ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. უფრო კონკრეტულად, 6 ბავშვი იულია და იური სუსლიაკებს სუროგაციის გზით ჰყავთ გაჩენილი. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ