სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ სწორი ნაწლავის კიბოს
როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ სწორი ნაწლავის კიბოს

ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის საგ­რძნობ­ლა­დაა გაზ­რდი­ლი სწო­რი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნის შემ­თხვე­ვე­ბი, რა­საც 2018 წლის ამე­რი­კის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც მოწ­მობს. ქა­ლებ­ში ის ძუ­ძუს კი­ბოს შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზეა, მა­მა­კა­ცებ­ში კი, ფილ­ტვი­სა და პროს­ტა­ტის კი­ბოს შემ­დეგ - მე­სა­მე­ზე.

კო­ლო­რექ­ტულ სიმ­სივ­ნე­ებ­თან ბრძო­ლის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად, მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვა­ზე ბევ­რად შე­დე­გი­ა­ნი სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბაა. ამ მე­თოდს უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრიც.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ სწო­რი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნის სიმპტო­მე­ბი და რა­ტომ არის მისი მკურ­ნა­ლო­ბის სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და­წყე­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გის მომ­ტა­ნი?

ამ თე­მებ­ზე აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­ტა­ლია ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს სწო­რი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნეს და რო­დის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია?

პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ სის­ხლი­ა­ნი ან ლორ­წო­ი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი უკა­ნა ტა­ნი­დან, ფა­ღა­რა­თი­სა და შეკ­რუ­ლო­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა, კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, რა­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად უყუ­რა­დღე­ბოდ ტო­ვე­ბენ. იტა­რე­ბენ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­მარ­თა­ვენ ექიმს, რის გა­მოც და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სი­რებს და სიმპტო­მე­ბი მე­ტად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ მას შემ­დეგ იწყე­ბენ კვლე­ვას, როცა თვით­მკურ­ნა­ლო­ბით და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ. იმა­ტებს სის­ხლდე­ნა, ტკი­ვი­ლი და შე­საძ­ლოა, გა­უ­ვა­ლო­ბაც გან­ვი­თარ­დეს, რა­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

რო­მე­ლი კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა პა­ცი­ენტს პირ­ველ ეტაპ­ზე და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას უნდა ფლობ­დეს ექი­მი მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვამ­დე?

პირ­ველ ეტაპ­ზე ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვა და სიმ­სივ­ნის კლი­ნი­კუ­რად და­დას­ტუ­რე­ბა. სა­ნამ მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გია და­ი­გეგ­მე­ბა და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტი დე­ტა­ლუ­რად იქ­ნას გა­მოკ­ვლე­უ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს მუც­ლი­სა და მენ­ჯის ღრუს მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ას, გულ-მკერ­დის კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას, კო­ლო­ნოს­კო­პი­ა­სა და სიმ­სივ­ნუ­რი უბ­ნი­დან აღე­ბუ­ლი უჯრე­დუ­ლი მა­სა­ლის კვლე­ვას, ონ­კო­ლო­გი­უ­რი მარ­კე­რე­ბის გან­სა­ზღვრას.

წი­ნას­წარ უნდა გა­ვარ­კვი­ოთ, ზუს­ტად რა პა­თო­ლო­გი­ას­თან გვაქვს საქ­მე და რო­გო­რია მისი გავ­რცე­ლე­ბა. ამის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა კონ­სი­ლი­უმ­ზე, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქი­რურ­გი, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი, კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი, დი­აგ­ნოს­ტე­ბი და ისი­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ურ­ჩე­ვენ პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდს. თუ დად­გინ­და, რომ და­ა­ვა­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბი­საა, რაც სწორ ნაწ­ლავ­ში და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­სა და მენ­ჯის ღრუს ლიმ­ფურ კვან­ძებ­ში მე­ტას­ტა­ზი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ეფექ­ტი­ა­ნია, მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყოს სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ით.

რა შემ­თხვე­ვა­შია ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გა­და­უ­დე­ბე­ლი და ვინ იღებს ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვით მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იწყე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა, თუ სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი არ სცდე­ბა სწორ ნაწ­ლავს, არ აზი­ა­ნებს მისი კედ­ლის გა­რე­თა შრეს და არის მცი­რე ზო­მის. ეს ეხე­ბა მხო­ლოდ T1, T2 ტი­პის სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ უნდა მი­ი­ღოს მხო­ლოდ ქი­რურ­გმა, არა­მედ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­ირ­ჩეს სხი­ვურ და ქი­მი­ო­თე­რა­პევტთან ერ­თად და ამის შემ­დეგ გა­და­წყდეს, რა მკურ­ნა­ლო­ბა უნდა შევ­თა­ვა­ზოთ პა­ცი­ენტს.

და თუ სიმ­სივ­ნე ნაწ­ლა­ვის ყვე­ლა შრეს მო­ი­ცავს, მიმ­დე­ბა­რე ცხიმ­ში ვრცელ­დე­ბა და მით უმე­ტეს, ლიმ­ფურ კვან­ძებ­ში მე­ტას­ტა­ზირ­დე­ბა, ამ დროს წამ­ყვა­ნი მე­თო­დი სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ით მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბაა. ეს არის წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 6 კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა.

ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გა­და­უ­დე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია გა­უ­ვა­ლო­ბა. ასეთ დრო­საც ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გუ­ლის­ხმობს სტო­მის ფორ­მი­რე­ბას, ანუ ნაწ­ლა­ვის მუ­ცელ­ზე გა­მო­ტა­ნას.

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სხი­ვუ­რი თე­რა­პია და რა სიხ­ში­რით ხდე­ბა და­ზი­ა­ნე­ბულ უბ­ნებ­ზე დას­ხი­ვე­ბა?

ეს არის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი. პა­ცი­ენ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად მო­დის კლი­ნი­კა­ში, იტა­რებს დას­ხი­ვე­ბას და სახ­ლში ბრუნ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში იღებს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ულ მე­დი­კა­მენტს, რომ­ლის მი­ზა­ნია, გა­აძ­ლი­ე­როს სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის მოქ­მე­დე­ბა სიმ­სივ­ნურ წარ­მო­ნაქ­მნებ­ზე და უფრო ეფექ­ტი­ა­ნი გა­ხა­დოს მკურ­ნა­ლო­ბა. რო­გორც წესი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის არ არის რთუ­ლი. ისი­ნი ინარ­ჩუ­ნე­ბენ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი რიტ­მით ცხოვ­რო­ბენ. დას­ხი­ვე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთი სჭირ­დე­ბა და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა.

აქვს თუ არა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ამ პრო­ცე­დუ­რებს და რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მათი მარ­თვა?

სხი­ვურ თე­რა­პი­ა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა. ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ასე რომ, მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ არის ხში­რი და თუ მა­ინც გან­ვი­თარ­და, მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში ვლინ­დე­ბა და ძი­რი­თა­დად მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად მარ­თვა­დია. შე­საძ­ლოა, გა­მოვ­ლინ­დეს ფა­ღა­რა­თი, ხში­რი შარ­დვა, წვა შარ­დვის დროს. რად­გან პა­ცი­ენტს ერ­თდრო­უ­ლად ორი რთუ­ლი მე­თო­დით უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა (სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პია), გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლია ორი­ვე ექი­მი: რო­გორც სხი­ვუ­რი, ისე ქი­მი­ო­თე­რა­პევ­ტი.

რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს მკურ­ნა­ლო­ბის სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ით და­წყე­ბას, რის­გან იცავს ეს პა­ცი­ენტს?

ათა­სო­ბით პა­ცი­ენტზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ით მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბით იზ­რდე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა, რაც სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მაქ­სი­მა­ლურ მო­შო­რე­ბას გუ­ლის­ხმობს; ასე­ვე, მი­ნი­მუ­მამ­დე ვამ­ცი­რებთ სწო­რი ნაწ­ლა­ვის გან­მე­ო­რე­ბის რისკს და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მცირ­დე­ბა კო­ლოს­ტო­მის, ანუ ოპე­რა­ცი­ის დროს ნაწ­ლა­ვის მუც­ლის წინა კე­დელ­ზე გა­მო­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ეს სამი ფაქ­ტო­რი არის ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა მივ­მარ­თოთ სხი­ვურ და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას. ასე­ვე, სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბით და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 თვე­ში იგეგ­მე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ვაკ­ვირ­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხი­სა და და­ა­ვა­დე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბუ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბას. ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში მკურ­ნა­ლო­ბის დროს და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სი­რებს, ჩნდე­ბა ახა­ლი კე­რე­ბი. ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში შე­საძ­ლოა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა მკურ­ნა­ლო­ბის ციკ­ლი­დან ამო­ვარ­დეს და სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით, ანუ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით ჩა­ნაც­ვლდეს.

რა პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა და რამ­დე­ნად იო­ლია პა­ცი­ენ­ტის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია?

სხი­ვუ­რი და ქი­მი­ო­თე­რა­პი­უ­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 6 კვი­რა გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ამ პე­რი­ოდ­ში ვნა­ხუ­ლობთ შე­დეგს, ვა­კე­თებთ სა­კონ­ტრო­ლო გა­მოკ­ვლე­ვებს, ვა­ფა­სებთ, რამ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სიმ­სივ­ნე, რად­გან, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას აგ­რე­სი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს, მენ­ჯის ღრუ­ში მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის შე­საძ­ლოა, სხვა ად­გილ­ზეც გავ­რცელ­დეს. მა­გა­ლი­თად, ახა­ლი კერა გაჩ­ნდეს ღვიძ­ლში ან ფილ­ტვში. ამ დროს შე­უძ­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა და პა­ცი­ენტს გა­უგ­რძელ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ხოლო თუ ახა­ლი კე­რე­ბი არ წარ­მო­იქ­მნა და და­ა­ვა­დე­ბა უკან იხევს, პა­ცი­ენ­ტი ემ­ზა­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის­თვის.

რამ­დე­ნად ზუს­ტი და უსაფრ­თხოა სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის აპა­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი იყე­ნებს?

კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია ამე­რი­კუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „ვა­რი­ა­ნის“ თა­ნა­მედ­რო­ვე წრფი­ვი ამაჩ­ქა­რებ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სამ­კურ­ნა­ლო დოზა და­სას­ხი­ვე­ბელ არემ­დე მი­ვი­ტა­ნოთ და, ამავდრო­უ­ლად, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლე­ბი. ასე­თი ზუს­ტი დას­ხი­ვე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს მი­ნი­მა­ლუ­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვას. ასე­ვე, დე­პარ­ტა­მენ­ტის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი - რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სე­ბი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი თე­რა­პი­ის ტექ­ნი­კო­სე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში.

თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით ტარ­დე­ბა. პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია, ერთ სივ­რცე­ში და მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში ჩა­ი­ტა­როს ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა თუ მკურ­ნა­ლო­ბა და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კლი­ნი­კა­ში მოქ­მე­დებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, რაც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბას სრუ­ლად აფი­ნან­სებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ სწორი ნაწლავის კიბოს

როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ სწორი ნაწლავის კიბოს

ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საგრძნობლადაა გაზრდილი სწორი ნაწლავის სიმსივნის შემთხვევები, რასაც 2018 წლის ამერიკის სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. ქალებში ის ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა, მამაკაცებში კი, ფილტვისა და პროსტატის კიბოს შემდეგ - მესამეზე.

კოლორექტულ სიმსივნეებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, მსოფლიო მედიცინა მივიდა დასკვნამდე, რომ მკურნალობის პირველ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევაზე ბევრად შედეგიანი სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციის გამოყენებაა. ამ მეთოდს უპირატესობას ანიჭებს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრიც.

როგორ ამოვიცნოთ სწორი ნაწლავის სიმსივნის სიმპტომები და რატომ არის მისი მკურნალობის სხივური და ქიმიოთერაპიით დაწყება გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი?

ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნატალია ჯანყარაშვილი გვესაუბრება.

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის სიმსივნეს და როდის არის აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია?

პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ სისხლიანი ან ლორწოიანი გამონადენი უკანა ტანიდან, ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა, კუჭის მოქმედების გაძნელება, რასაც პაციენტები ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ. იტარებენ თვითმკურნალობას და დიდი ხნის განმავლობაში არ მიმართავენ ექიმს, რის გამოც დაავადება პროგრესირებს და სიმპტომები მეტად შემაწუხებელი ხდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ კვლევას, როცა თვითმკურნალობით დაავადების მართვას ვეღარ ახერხებენ. იმატებს სისხლდენა, ტკივილი და შესაძლოა, გაუვალობაც განვითარდეს, რასაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

რომელი კვლევები უტარდება პაციენტს პირველ ეტაპზე და რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს ექიმი მკურნალობის დაგეგმვამდე?

პირველ ეტაპზე ხდება პაციენტის გასინჯვა და სიმსივნის კლინიკურად დადასტურება. სანამ მკურნალობის სტრატეგია დაიგეგმება და ჩამოყალიბდება, აუცილებელია, პაციენტი დეტალურად იქნას გამოკვლეული, რაც გულისხმობს მუცლისა და მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, კოლონოსკოპიასა და სიმსივნური უბნიდან აღებული უჯრედული მასალის კვლევას, ონკოლოგიური მარკერების განსაზღვრას.

წინასწარ უნდა გავარკვიოთ, ზუსტად რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და როგორია მისი გავრცელება. ამის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა განიხილება კონსილიუმზე, რომელშიც მონაწილეობენ ქირურგი, რადიაციული ონკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, დიაგნოსტები და ისინი ინდივიდუალურად ურჩევენ პაციენტს მკურნალობის მეთოდს. თუ დადგინდა, რომ დაავადება ადგილობრივი გავრცელებისაა, რაც სწორ ნაწლავში დაავადების არსებობასა და მენჯის ღრუს ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირებას გულისხმობს, ამ შემთხვევაში უფრო ეფექტიანია, მკურნალობა დაიწყოს სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით.

რა შემთხვევაშია ქირურგიული ჩარევა გადაუდებელი და ვინ იღებს ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილებას?

ოპერაციული ჩარევით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება მკურნალობა, თუ სიმსივნური წარმონაქმნები არ სცდება სწორ ნაწლავს, არ აზიანებს მისი კედლის გარეთა შრეს და არის მცირე ზომის. ეს ეხება მხოლოდ T1, T2 ტიპის სიმსივნურ დაავადებებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მხოლოდ ქირურგმა, არამედ პაციენტის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა გაირჩეს სხივურ და ქიმიოთერაპევტთან ერთად და ამის შემდეგ გადაწყდეს, რა მკურნალობა უნდა შევთავაზოთ პაციენტს.

და თუ სიმსივნე ნაწლავის ყველა შრეს მოიცავს, მიმდებარე ცხიმში ვრცელდება და მით უმეტეს, ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირდება, ამ დროს წამყვანი მეთოდი სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით მკურნალობის დაწყებაა. ეს არის წინასაოპერაციო მკურნალობა, რომელიც დაახლოებით 6 კვირამდე გრძელდება.

ქირურგიული ჩარევა გადაუდებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩამოყალიბებულია გაუვალობა. ასეთ დროსაც ქირურგიული ჩარევა გულისხმობს სტომის ფორმირებას, ანუ ნაწლავის მუცელზე გამოტანას.

როგორ მიმდინარეობს სხივური თერაპია და რა სიხშირით ხდება დაზიანებულ უბნებზე დასხივება?

ეს არის ამბულატორიული მკურნალობის მეთოდი. პაციენტი ყოველდღიურად მოდის კლინიკაში, იტარებს დასხივებას და სახლში ბრუნდება. ამავდროულად ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ქიმიოთერაპიულ მედიკამენტს, რომლის მიზანია, გააძლიეროს სხივური თერაპიის მოქმედება სიმსივნურ წარმონაქმნებზე და უფრო ეფექტიანი გახადოს მკურნალობა. როგორც წესი, აღნიშნული პროცესი პაციენტებისთვის არ არის რთული. ისინი ინარჩუნებენ შრომისუნარიანობას და ცხოვრების ჩვეული რიტმით ცხოვრობენ. დასხივებას ყოველდღიურად დაახლოებით 15 წუთი სჭირდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები ამ პროცედურებს და რამდენად მარტივად შეიძლება მათი მართვა?

სხივურ თერაპიაში ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა მკურნალობის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენების ალბათობის მკვეთრი შემცირება. ჩვენი სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. ასე რომ, მკურნალობის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები არ არის ხშირი და თუ მაინც განვითარდა, მსუბუქ ფორმებში ვლინდება და ძირითადად მედიკამენტოზურად მართვადია. შესაძლოა, გამოვლინდეს ფაღარათი, ხშირი შარდვა, წვა შარდვის დროს. რადგან პაციენტს ერთდროულად ორი რთული მეთოდით უტარდება მკურნალობა (სხივური და ქიმიოთერაპია), გვერდითი მოვლენების მართვაში ჩართულია ორივე ექიმი: როგორც სხივური, ისე ქიმიოთერაპევტი.

რა უპირატესობა აქვს მკურნალობის სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით დაწყებას, რისგან იცავს ეს პაციენტს?

ათასობით პაციენტზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაციით მკურნალობის დაწყებით იზრდება რადიკალური ოპერაციის ჩატარების ალბათობა, რაც სიმსივნური წარმონაქმნების მაქსიმალურ მოშორებას გულისხმობს; ასევე, მინიმუმამდე ვამცირებთ სწორი ნაწლავის განმეორების რისკს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მცირდება კოლოსტომის, ანუ ოპერაციის დროს ნაწლავის მუცლის წინა კედელზე გამოტანის აუცილებლობა. ეს სამი ფაქტორი არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მკურნალობის პირველ ეტაპზე უნდა მივმართოთ სხივურ და ქიმიოთერაპიას. ასევე, სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინირებული მკურნალობით დაწყების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა დიაგნოზის დასმიდან დაახლოებით 3-4 თვეში იგეგმება. ამ პერიოდში ვაკვირდებით დაავადების მიმდინარეობას, რაც გულისხმობს დაავადების მკურნალობაზე პასუხისა და დაავადების ბიოლოგიური ბუნების შეფასებას. ზოგიერთ პაციენტში მკურნალობის დროს დაავადება პროგრესირებს, ჩნდება ახალი კერები. ასეთ პაციენტებში შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა მკურნალობის ციკლიდან ამოვარდეს და სისტემური მკურნალობით, ანუ ქიმიოთერაპიით ჩანაცვლდეს.

რა პერიოდი სჭირდება და რამდენად იოლია პაციენტისთვის მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია?

სხივური და ქიმიოთერაპიული კომბინირებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი დაახლოებით 6 კვირა გადის რეაბილიტაციას. ამ პერიოდში ვნახულობთ შედეგს, ვაკეთებთ საკონტროლო გამოკვლევებს, ვაფასებთ, რამდენად აგრესიულად მიმდინარეობს სიმსივნე, რადგან, როგორც აღვნიშნე, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ მას აგრესიული მიმდინარეობა აქვს, მენჯის ღრუში მკურნალობის მიუხედავად, ის შესაძლოა, სხვა ადგილზეც გავრცელდეს. მაგალითად, ახალი კერა გაჩნდეს ღვიძლში ან ფილტვში. ამ დროს შეუძლებელია ოპერაციული ჩარევა და პაციენტს გაუგრძელდება სისტემური მკურნალობა, ხოლო თუ ახალი კერები არ წარმოიქმნა და დაავადება უკან იხევს, პაციენტი ემზადება ოპერაციისთვის.

რამდენად ზუსტი და უსაფრთხოა სხივური თერაპიის აპარატურა, რომელსაც თოდუას სამედიცინო ცენტრი იყენებს?

კლინიკა აღჭურვილია ამერიკული მწარმოებელი კომპანია „ვარიანის“ თანამედროვე წრფივი ამაჩქარებლებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, სამკურნალო დოზა დასასხივებელ არემდე მივიტანოთ და, ამავდროულად, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანსაღი ქსოვილები. ასეთი ზუსტი დასხივება განაპირობებს მინიმალური გვერდითი მოვლენების ფონზე მაქსიმალური შედეგის მიღწევას. ასევე, დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი - რადიაციული ონკოლოგები, სამედიცინო ფიზიკოსები და რადიაციული თერაპიის ტექნიკოსები მომზადებულები არიან ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.

თოდუას სამედიცინო ცენტრში დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ტარდება. პაციენტს შეუძლია, ერთ სივრცეში და მოკლე მონაკვეთში ჩაიტაროს ყველა საჭირო კვლევა თუ მკურნალობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რაც, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობას სრულად აფინანსებს.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი