სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მატჩების გარიგების საქმეზე ბრალდებულ ხუთ ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა
მატჩების გარიგების საქმეზე ბრალდებულ ხუთ ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტეტ­მა მატ­ჩე­ბის გა­რი­გე­ბის საქ­მის გამო, თბი­ლი­სის „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ხუთ მო­თა­მა­შეს - გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს, ჯონი შე­რო­ზი­ას, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძეს, ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე­სა და პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­ურს სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მუ­და­მოდ აუკ­რძა­ლა, ხოლო თა­ვად კლუბს ექ­ვსი ქულა და­აკ­ლდა და 50 ათა­სი ლა­რით და­ჯა­რიმ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

კო­მი­ტეტ­მა ასე­ვე იმ­სჯე­ლა ლან­ჩხუ­თის „გუ­რი­ას“ ორი მო­თა­მა­შის (რო­ბერტ იმერ­ლიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძის) სა­კი­თხზე, ისე­ვე რო­გორც, „ჭი­ა­თუ­რის“ მო­თა­მა­შის (ირაკ­ლი ხუ­ჭუ­ას) სა­კი­თხზე და და­ად­გი­ნა: სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, დრო­ე­ბით აეკ­რძა­ლოთ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს.

„4 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში სა­დის­ციპ­ლი­ნო და სა­ფეხ­ბურ­თო და­ვე­ბის გან­მხილ­ვე­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა შედ­გა, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნის საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა და რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და.

კო­მი­ტეტ­მა მო­ის­მი­ნა მატ­ჩის შე­დეგ­სა და მსვლე­ლო­ბა­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­კი­თხი და მი­ი­ღო შემ­დე­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: თბი­ლი­სის „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ხუთ მო­თა­მა­შეს, გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს, ჯონი შე­რო­ზი­ას, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძეს, ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე­სა და პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­ურს სან­ქცი­ის სა­ხით და­ე­კის­რათ სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­მუ­და­მო აკ­რძალ­ვა. ხოლო თა­ვად კლუბს და­აკ­ლდა ექ­ვსი ქულა და და­ჯა­რიმ­და 50 ათა­სი ლა­რით.

კო­მი­ტეტ­მა ასე­ვე იმ­სჯე­ლა ლან­ჩხუ­თის „გუ­რი­ას“ ორი მო­თა­მა­შის (რო­ბერტ იმერ­ლიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძის) სა­კი­თხზე, ისე­ვე რო­გორც „ჭი­ა­თუ­რის“ მო­თა­მა­შის (ირაკ­ლი ხუ­ჭუ­ას) სა­კი­თხზე და და­ად­გი­ნა: სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, დრო­ე­ბით აეკ­რძა­ლოთ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მატჩების გარიგების საქმეზე ბრალდებულ ხუთ ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა

მატჩების გარიგების საქმეზე ბრალდებულ ხუთ ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„4 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა. ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ