სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დოროთეი დბარი VS ბესარიონ აპლია - აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს
დოროთეი დბარი VS ბესარიონ აპლია - აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს

გუ­შინ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ახალ ათონ­ში ე.წ. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი კი­დევ ერთხელ შე­იკ­რიბ­ნენ და რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლის­თვის მი­სა­წე­რი ტექ­სტი გა­ნი­ხი­ლეს. ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში აფხა­ზი სა­სუ­ლი­ე­რო პირი დო­რო­თეი დბა­რი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის "მთა­ვარ ეკ­ლე­სი­ას­თან" და მის წი­ნამ­ძღოლ ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია, ამ­ბობს, რომ რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია და ეს უნდა დას­რულ­დეს.

ცნო­ბის­თვის, სო­ხუ­მი-ბიჭ­ვინ­თი­ის ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი თით­ქმის სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაძ­რის ეზო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა­საც თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და - უკვე წლე­ბია, აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა: დბა­რი და მისი მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ე.წ. აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია უნდა აღ­დგეს, თუმ­ცა, ამის მი­საღ­წე­ვად გრძე­ლი გზის გავ­ლა მო­უ­წევთ. ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ა­სა და მისი გუნ­დის პო­ზი­ცი­ის თა­ნახ­მად კი, ისი­ნი რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ბევ­რად უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბი­ან.

და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ბა­ნა­კე­ბის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მრევ­ლშიც თა­ვი­ან­თი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავთ - "აფხა­ზე­თის წმინ­და მიტ­რო­პო­ლი­ას" დო­რო­თეი დბა­რი მე­თა­უ­რობს, "სო­ხუმ-ბიჭ­ვინ­თის ეპარ­ქი­ას" კი - ბე­სა­რი­ონ აპ­ლია.

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მდუ­მა­რე და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დეგ, მარ­ტის და­სა­წყის­ში მხა­რე­ებს შო­რის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ახა­ლი ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზებ­სა და "აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად", ერ­თობ­ლივ მუ­შა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რეს. თუმ­ცა, პირ­ველ­მა და შემ­დეგ­მა შეხ­ვედ­რებ­მაც უშე­დე­გოდ ჩა­ი­ა­რა და მხა­რე­ბი თა­ვინთ პო­ზი­ცი­ებ­ზე დარ­ჩნენ.

დბა­რი აფხა­ზურ ე.წ. აპ­ლი­ას მმარ­თვე­ლო­ბას 2011 წლი­დან არ ემორ­ჩი­ლე­ბა, მან "სო­ხუ­მი-ბიჭ­ვინ­თის" სა­პირ­წო­ნედ "აფხა­ზე­თის წმინ­და მიტ­რო­პო­ლია" შექ­მნა და ახა­ლი ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მრევლსაც იღებს და საკ­მა­ოდ დიდი მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფიც შე­მო­იკ­რი­ბა. მათ შო­რის არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც ე.წ. აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ას ერ­თგუ­ლო­ბენ და რუ­სეთ­თან "კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას" ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

დბა­რი თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, უკვე წლე­ბია კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ეკ­ლე­სი­ის­გან "აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის­თვის" ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის, ანუ ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვს.

მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბე­სა­რი­ონ აპ­ლია რუ­სე­თის­კენ იხ­რე­ბა და, თა­ვის მხრივ, არც რუ­სე­თი რჩე­ბა ვალ­ში - რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რილს აფხა­ზე­თის სა­ხე­ლით ის უკვე არა­ერ­თხელ ეწ­ვია და კრემ­ლმაც "აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რად" აღი­ა­რა. აპ­ლი­ას ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მყა­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დბა­რის ავ­ტო­რი­ტე­ტი უფრო მა­ღა­ლია.

დო­რო­თეი დბა­რი გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com-თან ამ­ბობს:

"თა­ვი­დან მათ კე­ლი­ე­ბი და­ვუთ­მეთ და აქ ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ ტაძ­რის დიდ კა­რიბ­ჭე­ში შე­ვიდ­ნენ და იქ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას შე­უდ­გნენ. შა­ბათს კი უკვე ტა­ძარ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და იქ და­ი­წყეს ლოც­ვა. ეს ნიშ­ნავ­და, რომ მათ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­დათ იქ დარ­ჩე­ნა, ისე, რომ ეს არა­ვის­თვის ეკი­თხათ. სა­ღა­მოს ლოც­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ, რა დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შიც ისი­ნი უკან ის­ხდნენ. შემ­დეგ, რო­დე­საც ჩვენ ლოც­ვა და­ვას­რუ­ლეთ, ბე­სა­რი­ონ აპ­ლია და კი­დევ ორი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის­კენ წა­ვიდ­ნენ. ეს თვით­ნე­ბუ­რი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბას ნიშ­ნავ­და და ვთხო­ვე ბე­სა­რი­ონს, ეს არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, არ წა­სუ­ლი­ყო ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ღვთის სახ­ლში ვი­ყა­ვით. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი დის­კუ­სი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და. აპ­ლია გა­მო­ვი­და ტაძ­რი­დან, მაგ­რამ მისი გუნ­დის წევ­რე­ბი იქ დარ­ჩნენ. ამა­სო­ბა­ში ტაძ­რის გარ­შე­მო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი. მათი უმე­ტე­სო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი და ჩვე­ნი ტაძ­რის მრევ­ლი იყო. მე მათ ვთხო­ვე, თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ ემო­ცი­უ­რი კა­მა­თის­გან, რათა ტა­ძარ­ში ყვი­რი­ლი არ და­ე­წყოთ, მით უფრო, რომ იქ უკვე იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბე­სა­რი­ონს უჭე­რენ მხარს. თუმ­ცა, ჩემი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, იქ მყოფ­თა შო­რის ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი ყვი­რილ­ში გა­და­ი­ზარ­და".

დბა­რის თქმით, არ აპი­რებს არც წყევ­ლას, არც კა­მათს და არც რა­ი­მე სა­ხის სა­უ­ბარ­ში შეს­ვლას მათ­თან. მე­ტიც, მოს­კოვ­ში პატ­რი­არქ კი­რი­ლის­თვის წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზეც თა­ნახ­მაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­აჩ­ნია, რომ ეს მხო­ლოდ აფხაზ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ეხე­ბათ და მისი "პო­ზი­ცია, რო­მელ­საც წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აქვს, ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ისე­დაც განკვე­თილს მი­წო­დე­ბენ. რის­თვის ვარ აქ ამ­დე­ნი წე­ლია? რის­თვის კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა? რა­ტომ ამ­ბობს მამა ბე­სა­რი­ო­ნი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ჩემ­თან ერ­თად არას­დროს იმ­სა­ხუ­რებს? მე არ მინ­და და­ძა­ბუ­ლო­ბა და მზად ვარ მის გვერ­დით ვიდ­გე ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის დროს, რად­გან მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ მსურს და­ყო­ფა", - ამ­ბობს დბა­რი, რომ­ლის თქმი­თაც, "თუ მოს­კო­ვი­დან თან­ხმო­ბას მი­ი­ღე­ბენ, ის მზად არის, ახლი ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში აპ­ლი­ას­თან ერ­თად იმ­სა­ხუ­როს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფხა­ზეთ­ში "სა­ეკ­ლე­სიო და­პი­რის­პი­რე­ბა" პიკს აღ­წევს, მოს­კო­ვის ეპარ­ქია ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მე­ში ჩა­რე­ვას არ ჩქა­რობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დოროთეი დბარი VS ბესარიონ აპლია - აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს

დოროთეი დბარი VS ბესარიონ აპლია - აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს

გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალ ათონში ე.წ. სასულიერო პირები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და რუსეთის პატრიარქ კირილისთვის მისაწერი ტექსტი განიხილეს. ekhokavkaza.com-თან საუბარში აფხაზი სასულიერო პირი დოროთეი დბარი, რომელიც აფხაზეთის "მთავარ ეკლესიასთან" და მის წინამძღოლ ბესარიონ აპლიასთან დაპირისპირებულია, ამბობს, რომ რეგიონში დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ეს უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, სოხუმი-ბიჭვინთიის ეპარქიის სასულიერო პირები თითქმის სამი კვირის განმავლობაში ტაძრის ეზოში იმყოფებოდნენ, რასაც თავისი წინაპირობები ჰქონდა - უკვე წლებია, აფხაზეთის ეკლესიაში განხეთქილებაა: დბარი და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღდგეს, თუმცა, ამის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მოუწევთ. ბესარიონ აპლიასა და მისი გუნდის პოზიციის თანახმად კი, ისინი რუსული ეკლესიის წიაღში ბევრად უსაფრთხოდ იქნებიან.

დაპირისპირებული ბანაკების სასულიერო პირებს მრევლშიც თავიანთი მხარდამჭერები ჰყავთ - "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას" დოროთეი დბარი მეთაურობს, "სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიას" კი - ბესარიონ აპლია.

რამდენიმეწლიანი მდუმარე დაპირისპირებისა და დაძაბულობის შემდეგ, მარტის დასაწყისში მხარეებს შორის პირველი შეხვედრა ახალი ათონის მონასტერში გაიმართა, სადაც განხეთქილების მიზეზებსა და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მისაღწევად", ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრეს. თუმცა, პირველმა და შემდეგმა შეხვედრებმაც უშედეგოდ ჩაიარა და მხარები თავინთ პოზიციებზე დარჩნენ.

დბარი აფხაზურ ე.წ. აპლიას მმართველობას 2011 წლიდან არ ემორჩილება, მან "სოხუმი-ბიჭვინთის" საპირწონედ "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია" შექმნა და ახალი ათონის მონასტერში გადავიდა, სადაც მრევლსაც იღებს და საკმაოდ დიდი მხარდამჭერთა ჯგუფიც შემოიკრიბა. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას ერთგულობენ და რუსეთთან "კეთილმეზობლურ ურთიერთობას" ამჯობინებენ.

დბარი თავის მხარდამჭერებთან ერთად, უკვე წლებია კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან "აფხაზეთის ეკლესიისთვის" ავტოკეფალიის, ანუ ავტონომიის მინიჭებას ითხოვს.

მისგან განსხვავებით, ბესარიონ აპლია რუსეთისკენ იხრება და, თავის მხრივ, არც რუსეთი რჩება ვალში - რუსეთის პატრიარქ კირილს აფხაზეთის სახელით ის უკვე არაერთხელ ეწვია და კრემლმაც "აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად" აღიარა. აპლიას ხაჯიმბას ხელისუფლების მყარი მხარდაჭერა აქვს, თუმცა მოსახლეობაში დბარის ავტორიტეტი უფრო მაღალია.

დოროთეი დბარი გამოცემა ekhokavkaza.com-თან ამბობს:

"თავიდან მათ კელიები დავუთმეთ და აქ ცხოვრობდნენ, შემდეგ ტაძრის დიდ კარიბჭეში შევიდნენ და იქ ღვთისმსახურებას შეუდგნენ. შაბათს კი უკვე ტაძარში გადაინაცვლეს და იქ დაიწყეს ლოცვა. ეს ნიშნავდა, რომ მათ განზრახული ჰქონდათ იქ დარჩენა, ისე, რომ ეს არავისთვის ეკითხათ. საღამოს ლოცვა ჩავატარეთ, რა დროის განმავლობაშიც ისინი უკან ისხდნენ. შემდეგ, როდესაც ჩვენ ლოცვა დავასრულეთ, ბესარიონ აპლია და კიდევ ორი სასულიერო პირი ტაძრის საკურთხევლისკენ წავიდნენ. ეს თვითნებური ღვთისმსახურების დაწყებას ნიშნავდა და ვთხოვე ბესარიონს, ეს არ გაეკეთებინა, არ წასულიყო ამ პროვოკაციაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ღვთის სახლში ვიყავით. თუმცა, ყველაფერი დისკუსიაში გადაიზარდა. აპლია გამოვიდა ტაძრიდან, მაგრამ მისი გუნდის წევრები იქ დარჩნენ. ამასობაში ტაძრის გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათი უმეტესობა ადგილობრივი და ჩვენი ტაძრის მრევლი იყო. მე მათ ვთხოვე, თავი შეეკავებინათ ემოციური კამათისგან, რათა ტაძარში ყვირილი არ დაეწყოთ, მით უფრო, რომ იქ უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბესარიონს უჭერენ მხარს. თუმცა, ჩემი თხოვნის მიუხედავად, იქ მყოფთა შორის ხმამაღალი საუბარი ყვირილში გადაიზარდა".

დბარის თქმით, არ აპირებს არც წყევლას, არც კამათს და არც რაიმე სახის საუბარში შესვლას მათთან. მეტიც, მოსკოვში პატრიარქ კირილისთვის წერილის გაგზავნაში მონაწილეობის მიღებაზეც თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ აფხაზ სასულიერო პირებს ეხებათ და მისი "პოზიცია, რომელსაც წინაპირობები აქვს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ისედაც განკვეთილს მიწოდებენ. რისთვის ვარ აქ ამდენი წელია? რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რას ემსახურება? რატომ ამბობს მამა ბესარიონი ამ ხნის განმავლობაში, რომ ჩემთან ერთად არასდროს იმსახურებს? მე არ მინდა დაძაბულობა და მზად ვარ მის გვერდით ვიდგე ღვთისმსახურების დროს, რადგან მისგან განსხვავებით, არ მსურს დაყოფა", - ამბობს დბარი, რომლის თქმითაც, "თუ მოსკოვიდან თანხმობას მიიღებენ, ის მზად არის, ახლი ათონის მონასტერში აპლიასთან ერთად იმსახუროს.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს, მოსკოვის ეპარქია ჯერჯერობით საქმეში ჩარევას არ ჩქარობს.

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია