მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ. ამის შესახებ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია - AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება - A2 ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.
ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით).
ამასთან, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა. წაიკითხეთ სრულად