სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადვოკატმა პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება
ადვოკატმა პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება

ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის საქ­მის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ად­ვო­კატ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შო­რის წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან ცნო­ბა წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც ჯი­ბღაშ­ვი­ლის პი­როვ­ნულ და­ხა­სი­ა­თე­ბას ეხე­ბა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, სა­დაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ, დაც­ვის მხა­რემ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდაო გა­ხა­და.

რო­გორც ჯი­ბღაშ­ვი­ლის ად­ვი­ო­კა­ტი, ანა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რად­გან ჯი­ბღაშ­ვილ­მა ბრა­ლი აღი­ა­რა, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდაო გა­ხა­დეს.

"ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი მის მი­მართ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას აღი­ა­რებს, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უდა­ოდ მი­ვიჩ­ნი­ეთ. ჩვენს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი იყო, მათ შო­რის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან ცნო­ბას, ეს არის სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თის და­ხა­სი­ა­თე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კო­ტე­ტიშ­ვილ­მა.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

VIDEO: ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე ეკ­ლე­სი­ი­დან ცნო­ბა წა­რად­გი­ნეს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის პი­როვ­ნულ და­ხა­სი­ა­თე­ბას ეხე­ბა - ად­ვო­კა­ტის კო­მენ­ტა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 21 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 0.5 გრა­მი კო­კა­ი­ნი და 2 ნა­ტე­ხი ტაბ­ლე­ტი ე.წ. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი ამო­ი­ღეს. ჯი­ბღაშ­ვილს ბრა­ლი სსკ-ის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ადვოკატმა პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება

ადვოკატმა პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაო გახადა.

როგორც ჯიბღაშვილის ადვიოკატი, ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რადგან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, ყველა მტკიცებულება უდაო გახადეს.

"ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდაოდ მივიჩნიეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი", - განაცხადა კოტეტიშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

VIDEO: ლევან ჯიბღაშვილის სასამართლოზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინეს, რომელიც მსახიობის პიროვნულ დახასიათებას ეხება - ადვოკატის კომენტარი მტკიცებულებებზე

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე