სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პო­ლი­ტი­კუ­რად აწყობს ვი­ღა­ცას" -  რას უკავშირებენ მიხეილ კალანდიას დაკავებას მისი ოჯახის წევრები
"პო­ლი­ტი­კუ­რად აწყობს ვი­ღა­ცას" -  რას უკავშირებენ მიხეილ კალანდიას დაკავებას მისი ოჯახის წევრები

ჩემი ძმა, მი­ხე­ილ კა­ლან­დია უდა­ნა­შა­უ­ლოა და ამას და­ვამ­ტკი­ცებთ, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ძმამ, ლუკა კა­ლან­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს შსს-სთან გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია მა­შინ აიყ­ვა­ნეს, როცა ქა­ლაქს ტო­ვებ­და, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­სა­მარ­თლო­ში მი­დი­ო­და. ლუკა კა­ლან­დი­ას თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი ძმა სწო­რედ ამ დროს და­ა­კა­ვეს.

"ყვე­ლამ იცო­დეს, მი­ხე­ი­ლი არის უდა­ნა­შა­უ­ლო. რო­გორც აქამ­დე ვიბ­რძო­ლეთ, რომ ვი­თომ უნდა და­ე­ჭი­რათ, ახლა ვიბ­რძო­ლებთ იმის­თვის, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეს. ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე. არ ვიცი, რა­ტომ და­ა­კა­ვეს, არ ვიცი, რა მოხ­და. ფაქ­ტია, რომ ჩემი ძმა უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ა­კა­ვეს. რა და რო­გორ მოხ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვნა­ხავთ. გე­უბ­ნე­ბით, რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა და ამას და­ვამ­ტკი­ცებთ", - გა­ნა­ცხა­და ლუკა კა­ლან­დი­ამ.

უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და­კა­ვე­ბულს მა­მა­მი­სი, თენ­გიზ კა­ლან­დი­აც. თენ­გიზ კა­ლან­დია ცოტა ხნის წინ შსს-ს შე­ნო­ბას­თან მი­ვი­და, სა­დაც მისი და­კა­ვე­ბუ­ლი შვი­ლია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მისი გან­მარ­ტე­ბით, ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რა­დაა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

"ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს "რუს­თა­ვი 2"- ის მო­თხოვ­ნით. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო ჩემი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი არ და­ი­ჭერ­დნენ?! არ ვიცი, ალ­ბათ, პო­ლი­ტი­კუ­რად აწყობს ვი­ღა­ცას. არ ვიცი, ვის აწყობს", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ კა­ლან­დი­ამ.

მი­ხი­ელ კა­ლან­დი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მის­მა ად­ვო­კატ­მა, ანი კო­ტე­ტიშ­ვილ­მაც. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, მი­ხე­ილ კა­ლან­დია ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებ­და და ის სა­სა­მარ­თლოს­კენ გზად მი­მა­ვა­ლი და­ა­კა­ვეს.

კო­ტე­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თვის ბრა­ლი ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წა­რუდ­გე­ნი­ათ.

„დღეს, 11:00 სა­ათ­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი და­რახ­ვე­ლი­ძეს­თან სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, სა­დაც მოწ­მის სა­ხით მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას უნდა და­ე­კი­თხათ. და­ახ­ლო­ე­ბით, თერ­თმეტს რომ აკ­ლდა წუ­თე­ბი, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გზა­ში და­ა­კა­ვეს.

ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა ამ წუ­თებ­ში ჩემ­თვის უც­ნო­ბია, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა პო­ზი­ცი­ას, ჩვენ როცა გა­ვეც­ნო­ბით ბრალს, ამის შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ.

მე მას შევ­ხვდი, თუმ­ცა არ გვი­სა­უბ­რია დე­ტა­ლებ­ზე. მას ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პო­ზი­ცია არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

კა­ლან­დი­ას და­კა­ვე­ბის სა­კი­თხზე უწყე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უ­ჩე­რებ­ლად აწარ­მო­ებს ინ­ტენ­სი­ურ გა­მო­ძი­ე­ბას ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში დღემ­დე სხვა­დას­ხვა მუხ­ლით 10-მდე პი­რია მი­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და მკვლე­ლო­ბა­ში მ. კ.-ს შე­საძ­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ, ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მ. კ.-ს მხრი­დან მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი გა­უმ­ყა­რა.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 3 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რომ­ლი­თაც გ.ჯ. ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სის­წო­რე, გა­მო­ძი­ე­ბას გა­უმ­ყა­რა პო­ზი­ცია და შექ­მნა და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სა­ფუძ­ვე­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მ. კ.-ს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

შე­სა­ბა­მი­სად, 2019 წლის 4 ივ­ნისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ, ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია მ. კ.

და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის ან უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 8 ივ­ლისს და­ტო­ვებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"პო­ლი­ტი­კუ­რად აწყობს ვი­ღა­ცას" -  რას უკავშირებენ მიხეილ კალანდიას დაკავებას მისი ოჯახის წევრები

"პო­ლი­ტი­კუ­რად აწყობს ვი­ღა­ცას" -  რას უკავშირებენ მიხეილ კალანდიას დაკავებას მისი ოჯახის წევრები

ჩემი ძმა, მიხეილ კალანდია უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს შსს-სთან განუცხადა.

მისი განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ კალანდია მაშინ აიყვანეს, როცა ქალაქს ტოვებდა, თუმცა, სინამდვილეში სასამართლოში მიდიოდა. ლუკა კალანდიას თქმით, სამართალდამცავებმა მისი ძმა სწორედ ამ დროს დააკავეს.

"ყველამ იცოდეს, მიხეილი არის უდანაშაულო. როგორც აქამდე ვიბრძოლეთ, რომ ვითომ უნდა დაეჭირათ, ახლა ვიბრძოლებთ იმისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს. ყველაფერი გაირკვევა, სავარაუდოდ, მალე. არ ვიცი, რატომ დააკავეს, არ ვიცი, რა მოხდა. ფაქტია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოდ დააკავეს. რა და როგორ მოხდება, ყველაფერს ერთად ვნახავთ. გეუბნებით, რომ ის უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

უდანაშაულოდ მიიჩნევს დაკავებულს მამამისი, თენგიზ კალანდიაც. თენგიზ კალანდია ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობასთან მივიდა, სადაც მისი დაკავებული შვილია გადაყვანილი. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს "რუსთავი 2"- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს", - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

მიხიელ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმაც. როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა და ის სასამართლოსკენ გზად მიმავალი დააკავეს.

კოტეტიშვილის განცხადებით, მიხეილ კალანდიასთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

„დღეს, 11:00 საათზე იყო დანიშნული მოსამართლე გიორგი დარახველიძესთან სასამართლო სხდომა, სადაც მოწმის სახით მიხეილ კალანდიას უნდა დაეკითხათ. დაახლოებით, თერთმეტს რომ აკლდა წუთები, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გზაში დააკავეს.

ბრალის ფორმულირება ამ წუთებში ჩემთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება პოზიციას, ჩვენ როცა გავეცნობით ბრალს, ამის შემდეგ ვისაუბრებთ.

მე მას შევხვდი, თუმცა არ გვისაუბრია დეტალებზე. მას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

კალანდიას დაკავების საკითხზე უწყებაში რამდენიმე საათის წინ ბრიფინგი გაიმართა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ. კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.

შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს