სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაიცანით 22 წლის ქართველი გოგონა, რომელიც eBay-ში იმუშავებს
გაიცანით 22 წლის ქართველი გოგონა, რომელიც eBay-ში იმუშავებს

თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლის სტუ­დენ­ტი, 22 წლის ანა გურ­გე­ნი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს კომ­პა­ნი­ა­ში eBay-ში იმუ­შა­ვებს.

რა ეტა­პე­ბი გა­ი­ა­რა ანამ, ვიდ­რე eBay სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზებ­და, ამის შე­სა­ხებ იგი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- რო­გორ მოხ­ვდი eBay-ში და რა პო­ზი­ცი­ა­ზე იმუ­შა­ვებ?

- eBay-ის ბერ­ლი­ნის ოფის­ში ოთხი თვით Software Engineer-ის პო­ზი­ცი­ა­ზე ვი­მუ­შა­ვებ. მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე შარ­შან გა­ნა­ცხა­დი გავ­გზავ­ნე და მა­ლე­ვე და­მი­კავ­შირ­დნენ. ოქ­ტომ­ბრი­დან დღემ­დე რამ­დე­ნი­მე გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რე და თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი ეტა­პის დროს საკ­მა­ოდ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო, თა­ნაც eBay-ის ბერ­ლი­ნის ოფის­ში სულ 100 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მათ­გან მხო­ლოდ 35-ია პროგ­რა­მის­ტი. გა­სა­უბ­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­სნას გუ­ლის­ხმობ­და და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ფერს წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თვი თავი.

- რო­გორ ფიქ­რობ, ცოდ­ნის გარ­და კი­დევ რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს?

- ვფიქ­რობ, შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ჩემი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაც და­მეხ­მა­რა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კარგ კომ­პა­ნი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე (TBC Bank, Realtyna, Hand4Help). ახლა ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად სტარ­ტაპ "ძი­ა­ლოგ­ზე" ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მალე გა­მოჩ­ნდე­ბა.

- ამ­ჟა­მად ოთხი თვით მი­დი­ხარ სა­მუ­შა­ოდ, დი­დია შან­სი, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­გი­ფორ­მონ...

- დიახ, ახლა მხო­ლოდ ოთხი თვით მივ­დი­ვარ. სტა­ჟი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზონ.

ცნო­ბის­თვის, eBay ამე­რი­კუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-კორ­პო­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც ფლობს eBay.com-ს, ონ­ლა­ინ აუქ­ცი­ონს და მა­ღა­ზი­ას, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ი­სა და სერ­ვი­სის შე­ძე­ნა. და­არ­სდა 1995 წელს და დღე­ი­სათ­ვის ოპე­რი­რებს 30-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი ძი­რი­თა­დად აუქ­ცი­ო­ნის რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, და­არ­სე­ბის შემ­დეგ მას ასე­ვე და­ე­მა­ტა რე­ჟი­მი Buy It Now, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა (წყა­რო: wikipedia).

მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გაიცანით 22 წლის ქართველი გოგონა, რომელიც eBay-ში იმუშავებს

გაიცანით 22 წლის ქართველი გოგონა, რომელიც eBay-ში იმუშავებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის სტუდენტი, 22 წლის ანა გურგენიძე პირველი ქართველია, ვინც ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში eBay-ში იმუშავებს.

რა ეტაპები გაიარა ანამ, ვიდრე eBay სამსახურს შესთავაზებდა, ამის შესახებ იგი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- როგორ მოხვდი eBay-ში და რა პოზიციაზე იმუშავებ?

- eBay-ის ბერლინის ოფისში ოთხი თვით Software Engineer-ის პოზიციაზე ვიმუშავებ. მათ მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე შარშან განაცხადი გავგზავნე და მალევე დამიკავშირდნენ. ოქტომბრიდან დღემდე რამდენიმე გასაუბრება გავიარე და თითოეული ახალი ეტაპის დროს საკმაოდ ვნერვიულობდი. დიდი კონკურენცია იყო, თანაც eBay-ის ბერლინის ოფისში სულ 100 ადამიანი მუშაობს, მათგან მხოლოდ 35-ია პროგრამისტი. გასაუბრება ტექნიკური ამოცანების ამოხსნას გულისხმობდა და, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერს წარმატებით გავართვი თავი.

- როგორ ფიქრობ, ცოდნის გარდა კიდევ რატომ შეგარჩიეს?

- ვფიქრობ, შერჩევის პროცესში ჩემი სამუშაო გამოცდილებაც დამეხმარა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე კარგ კომპანიაში ვიმუშავე (TBC Bank, Realtyna, Hand4Help). ახლა ჩემს მეგობრებთან ერთად სტარტაპ "ძიალოგზე" ვმუშაობ, რომელიც ქართულ ბაზარზე მალე გამოჩნდება.

- ამჟამად ოთხი თვით მიდიხარ სამუშაოდ, დიდია შანსი, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი გაგიფორმონ...

- დიახ, ახლა მხოლოდ ოთხი თვით მივდივარ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შესაძლოა, სრულ განაკვეთზე მუშაობაც შემომთავაზონ.

ცნობისთვის, eBay ამერიკული ინტერნეტ-კორპორაციაა, რომელიც ფლობს eBay.com-ს, ონლაინ აუქციონს და მაღაზიას, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენა. დაარსდა 1995 წელს და დღეისათვის ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად აუქციონის რეჟიმში ფუნქციონირებს, დაარსების შემდეგ მას ასევე დაემატა რეჟიმი Buy It Now, რომელიც პროდუქტის დაუყოვნებლივ შეძენის საშუალებასაც იძლევა (წყარო: wikipedia).

მარიამ ტურძილაძე

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო