სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახლო აღმოსავლეთს მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - როგორია უცხოელი ექსპერტების მოლოდინი სირიაში დაძაბულ ვითარებაზე
"ახლო აღმოსავლეთს მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - როგორია უცხოელი ექსპერტების მოლოდინი სირიაში დაძაბულ ვითარებაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის­რა­ელ­მა სი­რია ისევ და­ბომ­ბა. გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს უკვე მე­ო­რე ავი­ა­ი­ე­რი­შია, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­მა სი­რი­ა­ზე მი­ი­ტა­ნა. ამის შე­სა­ხებ Jerusalem Post-ი წერს.

ამ­ჯე­რად სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი ჰომ­სის პრო­ვინ­ცი­ა­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. და­მას­კო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ავი­ა­ი­ე­რი­ში­სას და­ი­ღუ­პა 5 და და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

და­ბომბვის შე­დე­გად სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რა­მაც და­ზი­ან­და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის სა­წყო­ბი და სხვა შე­ნო­ბე­ბიც. ის­რა­ე­ლის სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ესაა სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც სი­რი­ის მხრი­დან ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის­კენ რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბას მოჰ­ყვა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ცნო­ბით, ნებ­სმი­ე­რი მსგავს ნა­ბიჯ­ზე ასე­თი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა.

“ის­რა­ე­ლის პო­ზი­ცია, რო­გორც ყო­ველ­თვის ნა­თე­ლია, ჩვენ არ ვართ მზად, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის აგ­რე­სია, რო­მე­ლიც ჩვენ­სკენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი,მო­ვით­მი­ნოთ. მას ვუ­პა­სუ­ხებთ ძა­ლის­მი­ე­რად და აგ­რე­სი­უ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და მან.

28 მა­ისს, სი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ კი­დევ ერთ ავი­ა­ი­ე­რიშ­ზე გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გად, ერთი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, ერთი კი და­შავ­და. ის­რა­ე­ლის მტკი­ცე­ბით, სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გეგ­მურ ფრე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­და, როცა სი­რი­ის ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან მას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს...

ფაქ­ტია, რომ სი­რი­ა­ში ომი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მე­ტიც, ახლა ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ მძი­მე და სა­ხი­ფა­თო ფა­ზა­ში გა­და­დის... მით უფრო რომ რუ­სეთ-თურ­ქეთს შო­რის სი­რი­ის სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვე­ბი და­ი­წყეს, რა­ზეც ცხა­დია, რუ­სე­თის მიერ კონ­ტრი­ლი­რე­ბა­დი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია დუმს. თუმ­ცა და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სი­რი­ის ჯი­ჰა­დის­ტურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ 7 პირ­ზე გა­ი­ლაშ­ქრეს - ყვე­ლა მათ­გა­ნი დახ­ვრი­ტეს...

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს, რომ თურ­ქეთ­მა სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით კურ­სი შეც­ვა­ლა. ამის დას­ტუ­რია თურ­ქე­თის უარი S 400-ის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ერ­დო­ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უარი რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე ამე­რი­კის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

ria.ru-ს ცნო­ბით, ბოლო დამ­ბომბვის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა, ამე­რი­კამ და ის­რა­ელ­მა სი­რი­ის, ზო­გა­დად, ახლო არ­მო­სავ­ლე­თის სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს. რუსი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტის ნი­კი­ტა სმა­გი­ნის შე­ფა­სე­ბით, მხა­რე­ებ­მა რუ­სეთს შეს­თა­ვა­ზეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის შეძ­ლებს სი­რი­ა­ში თე­ი­რა­ნის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ზღუდ­ვას, ისი­ნი ასა­დის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას აღი­ა­რე­ბენ და სი­რი­ას გარ­კვე­ულ სან­ქცი­ებს მო­უხ­სნი­ან. ექ­სე­პერ­ტის ცნო­ბით, რუ­სე­თი ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე რომ წა­ვი­დეს მის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი უნდა შეს­თა­ვა­ზონ, რა­საც ამე­რი­კა ჯერ­ჯე­რო­ბით არ სთა­ვა­ზობს.

გა­მო­ცე­მა Asharq Al-Awsat-ს და­სავ­ლე­თელ დიპ­ლო­მა­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ამ­გვა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სამ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, უკან არც ერთი მხა­რე არ იხევს, მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­რია ზა­რალ­დე­ბა.

"ის­რა­ე­ლი მწვა­ვედ გა­ნიც­დის იმას, რომ ირა­ნი უხე­შად ერე­ვა სი­რი­ის სამ­ხედ­რო საქ­მე­ებ­ში. ეს კი თავს მხრივ პრო­ი­რა­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰეზ­ბო­ლას" გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ასა­დის სამ­ხედ­რო გა­მარ­ჯვე­ბა და მისი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მოქ­მე­დებს.

ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ახ­ლაც კი უი­მე­დოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რად­გან ფაქ­ტია, რომ მოს­კო­ვი და და­მას­კო იმ­დე­ნად შო­რის არი­ან წა­სუ­ლი, რომ დათ­მო­ბას არ აპი­რე­ბენ... არა­და, თუ ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ამის გა­მო­ყე­ნე­ბა ასა­დის რე­ჟიმ­საც კი სა­თა­ვი­სოდ შე­ეძ­ლო, რად­გან ის დიპ­ლო­მა­ტი­ურ აღი­ა­რე­ბას მი­ი­ღებ­და, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბო­და და­სავ­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი, ამე­რი­კი­სა და მისი მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის­გან, რაც სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლი ქვეყ­ნის აღ­დგე­ნას წა­ად­გე­ბო­და" - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სი­რი­ის სხვა­დას­ხვა პრო­ვინ­ცი­ა­ში მოშ­ლი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გამო, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო -ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­ცე­მა "კას­სა­დის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ბო­რის რო­ჟი­ნის შე­ფა­სე­ბით, თე­ი­რა­ნი სი­რი­ა­ში ვი­თა­რე­ბის არე­ვას გა­ნაგ­რძობს, ის­რა­ელს აღი­ზი­ა­ნებს და არც ერთი მხა­რე, მათ შო­რის, არც ასა­დი და მისი მხარ­დამ­ჭე­რი რუ­სე­თი არ ფიქ­რო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფის პი­რას არის მი­სუ­ლი.

"საქ­მე ის არის, რომ ის­რა­ე­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შებს იმ რა­ი­ო­ნებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს, სა­დაც ირა­ნის გავ­ლე­ნა დი­დია და სა­ი­და­ნაც "ჰეზ­ბო­ლა" ლი­ბა­ნის­კენ ტვირ­თსა და შე­ი­ა­რა­ღე­ბას ეზი­დე­ბა. ირა­ნიც დაბ­ნე­უ­ლია, ისე­ვე რო­გორც ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან რო­გორც ჩანს ასეთ პა­სუხს არ ელო­და. თუკი ბოლო დღე­ე­ბის პრო­ცე­სებს გა­დავ­ხე­დავთ, მით უფრო თურ­ქე­თის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, სი­რი­ას და მით უფრო ახლო აღ­მო­სავ­ლეთს, მშვი­დო­ბა კარ­გა ხანს არ უწე­რია" - წერს ექ­სპერ­ტი.

მთა­ვა­რი ფოტო: ria.ru

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ახლო აღმოსავლეთს მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - როგორია უცხოელი ექსპერტების მოლოდინი სირიაში დაძაბულ ვითარებაზე

"ახლო აღმოსავლეთს მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - როგორია უცხოელი ექსპერტების მოლოდინი სირიაში დაძაბულ ვითარებაზე

რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა სირია ისევ დაბომბა. გასული 24 საათის განმავლობაში, ეს უკვე მეორე ავიაიერიშია, რომელიც ისრაელმა სირიაზე მიიტანა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.

ამჯერად სარაკეტო დარტყმები ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა. დამასკოში აცხადებენ, რომ ავიაიერიშისას დაიღუპა 5 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დაბომბვის შედეგად სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც დაზიანდა საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა შენობებიც. ისრაელის სარდლობის განცხადებით, ესაა საპასუხო რეაქცია, რომელიც სირიის მხრიდან ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებისკენ რაკეტების გაშვებას მოჰყვა. პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ნებსმიერი მსგავს ნაბიჯზე ასეთი პასუხი იქნება.

“ისრაელის პოზიცია, როგორც ყოველთვის ნათელია, ჩვენ არ ვართ მზად, რომ ნებისმიერი სახის აგრესია, რომელიც ჩვენსკენ იქნება მიმართული,მოვითმინოთ. მას ვუპასუხებთ ძალისმიერად და აგრესიულად“, - განაცხადა მან.

28 მაისს, სირიის სახელმწიფო მედიამ კიდევ ერთ ავიაიერიშზე გაავრცელა ცნობები, რომლის შედეგად, ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ისრაელის მტკიცებით, სამხედრო თვითმფრინავი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, როცა სირიის ანტისარაკეტო სისტემებიდან მას ცეცხლი გაუხსნეს...

ფაქტია, რომ სირიაში ომი არ დასრულებულა, მეტიც, ახლა ყველაფერი საკმაოდ მძიმე და სახიფათო ფაზაში გადადის... მით უფრო რომ რუსეთ-თურქეთს შორის სირიის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იდლიბის პროვინციაში სირიის ოპოზიციური ძალების ინტენსიური დაბომბვები დაიწყეს, რაზეც ცხადია, რუსეთის მიერ კონტრილირებადი ადგილობრივი მედია დუმს. თუმცა დასავლური მედიის ცნობით, სირიის ჯიჰადისტურმა ორგანიზაციებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ 7 პირზე გაილაშქრეს - ყველა მათგანი დახვრიტეს...

ბოლო რამდენიმე დღეა რუსული მედია აქტიურად წერს, რომ თურქეთმა საგარეო მიმართულებით კურსი შეცვალა. ამის დასტურია თურქეთის უარი S 400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. რუსული მედიის ცნობით, ერდოღანის ხელისუფლების უარი რუსულ შეიარაღებაზე ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

ria.ru-ს ცნობით, ბოლო დამბომბვის შემდეგ, რუსეთმა, ამერიკამ და ისრაელმა სირიის, ზოგადად, ახლო არმოსავლეთის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რუსი საერთაშორისო ექსპერტის ნიკიტა სმაგინის შეფასებით, მხარეებმა რუსეთს შესთავაზეს იმ შემთხვევაში, თუ ის შეძლებს სირიაში თეირანის პოზიციების შეზღუდვას, ისინი ასადის ლეგიტიმურობას აღიარებენ და სირიას გარკვეულ სანქციებს მოუხსნიან. ექსეპერტის ცნობით, რუსეთი ამ შეთანხმებაზე რომ წავიდეს მისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შესთავაზონ, რასაც ამერიკა ჯერჯერობით არ სთავაზობს.

გამოცემა Asharq Al-Awsat-ს დასავლეთელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ამგვარი მოლაპარაკებები სამ სახელმწიფოს შორის წლებია მიმდინარეობს, თუმცა, უკან არც ერთი მხარე არ იხევს, მთლიანობაში კი, ყველაზე მეტად სირია ზარალდება.

"ისრაელი მწვავედ განიცდის იმას, რომ ირანი უხეშად ერევა სირიის სამხედრო საქმეებში. ეს კი თავს მხრივ პროირანული დაჯგუფება "ჰეზბოლას" გაძლიერებას ემსახურება. ამ ყველაფერმა განაპირობა ასადის სამხედრო გამარჯვება და მისი გავლენების გაძლიერება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე კატასტროფულად მოქმედებს.

ასეთი შეთავაზებები ახლაც კი უიმედოდ გამოიყურება, რადგან ფაქტია, რომ მოსკოვი და დამასკო იმდენად შორის არიან წასული, რომ დათმობას არ აპირებენ... არადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები ეფექტიანი იქნებოდა, ამის გამოყენება ასადის რეჟიმსაც კი სათავისოდ შეეძლო, რადგან ის დიპლომატიურ აღიარებას მიიღებდა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა დასავლური ფინანსური დახმარებები, ამერიკისა და მისი მოკავშირე ქვეყნებისგან, რაც სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენას წაადგებოდა" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, სირიის სხვადასხვა პროვინციაში მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, სხვადასხვა სახეობის ეპიდემიამ იფეთქა.

საინფორმაციო -ანალიტიკური გამოცემა "კასსადის" მთავარი რედაქტორის ბორის როჟინის შეფასებით, თეირანი სირიაში ვითარების არევას განაგრძობს, ისრაელს აღიზიანებს და არც ერთი მხარე, მათ შორის, არც ასადი და მისი მხარდამჭერი რუსეთი არ ფიქრობენ, რომ ქვეყანა კატასტროფის პირას არის მისული.

"საქმე ის არის, რომ ისრაელი ავიაიერიშებს იმ რაიონებში ახორციელებს, სადაც ირანის გავლენა დიდია და საიდანაც "ჰეზბოლა" ლიბანისკენ ტვირთსა და შეიარაღებას ეზიდება. ირანიც დაბნეულია, ისევე როგორც ასადის ხელისუფლება, რადგან როგორც ჩანს ასეთ პასუხს არ ელოდა. თუკი ბოლო დღეების პროცესებს გადავხედავთ, მით უფრო თურქეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სირიას და მით უფრო ახლო აღმოსავლეთს, მშვიდობა კარგა ხანს არ უწერია" - წერს ექსპერტი.

მთავარი ფოტო: ria.ru

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

კამერუნში, თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია - "რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს"

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში